21 დეკემბერი 2025, 08:20 / სანდო წყარო

ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი მოხვდა

მიკაელა ბენტჰაუსი

მიკაელა ბენტჰაუსი

ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი იმყოფებოდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ინჟინერი, გერმანელი მიკაელა ბენტჰაუსი ამერიკული კომერციული კომპანია Blue Origin-ის მიერ ორგანიზებული ხანმოკლე კოსმოსური ექსპედიციის ექვსკაციანი ეკიპაჟის წევრი იყო. მისი ფრენა ხომალდ New Shepard-ით 11 წუთს გაგრძელდა.

„სიმართლე გითხრათ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი გამოცდილება იყო“, - განაცხადა ბენტჰაუსმა დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ. გერმანიის ქალაქ კილის მკვიდრი, 33 წლის ქალი 2018 წელს ველოსიპედიდან გადმოვარდნის შემდეგ წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა და მას შემდეგ ეტლით გადაადგილდება.

„ვფიქრობ, საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვათ. ყოველთვის არსებობს მათი ახდენის მცირე შანსი“, - თქვა ბენტჰაუსმა, რომელიც კოსმოსში ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კუთვნილი Blue Origin-ის მე-16 პილოტირებული ფრენის ფარგლებში მოხვდა. კომპანიის მონაცემებით, რამდენიმე წლის განმავლობაში კოსმოსურ ექსპრეს-ფრენებში მონაწილეობა დაახლოებით 80-მა კლიენტმა მიიღო.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი გაბრიაძე

18 ივნისი 2026, 14:47

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა.

18 ივნისი 2026, 14:36

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება

18 ივნისი 2026, 14:33

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 14:30

ტაბლოიდი

შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის მარაგი ამოწურეს🍻⚽

ტელეკომპანია NBC News-ის ცნობით, 14 ივნისს შოტლანდიისა და ჰაიტის ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართა. შეხვედრა შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ამ გამარჯვების წყალობით შოტლანდიამ 3 ქულა მოიპოვა და C ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა.

ლევან მახაშვილი

18 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც შორიდან საუბარი სასურველი არ არის

სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც ასე შორიდან საუბარი სასურველი არ არის, - განუცხადა „ქრონიკას“ ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

18 ივნისი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ახლა ასე აწყობთ მათ გარე პატრონებს

რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე საუბრისას.

18 ივნისი 2026, 14:23

მსოფლიო

The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული პირვანდელი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ომის შეჩერებას ითვალისწინებს, ირანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათებს ანიჭებს, მაშინ როცა ყველაზე რთული სადავო საკითხები და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მძიმე დათმობები, რომელთა განხორციელებაც საბოლოოდ ირანს მოუწევს, ამ ეტაპზე გადადებულია. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

18 ივნისი 2026, 14:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია. მათ შორის, მოთხოვნები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან

ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიხეილ სააკაშვილი

18 ივნისი 2026, 14:14

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში

„ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავაც რა თქმა უნდა რჩება პარტიაში როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით“, - წერს სააკაშვილი.

არჩილ გორდულაძე

18 ივნისი 2026, 14:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ

რა არის ეს ანგარიში, თუ არა სეგრეგაცია და ადამიანების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც მათ მოსწონთ, ან არ მოსწონთ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.

პიტ ჰეგსეტი

18 ივნისი 2026, 14:00

მსოფლიო

ჰეგსეტი: ნატოში აშშ-ის ფულადი შენატანი სხვა ქვეყნების მიერ ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული

აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ნატოში ამერიკის ფულადი შენატანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ასრულებენ ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებს სხვა ქვეყნები.

ტიმ კუკი

18 ივნისი 2026, 13:47

ტექნოლოგიები

ტიმ კუკი აცხადებს, რომ Apple-ის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია

„გაძვირება გარდაუვალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამსუბუქოთ ხარჯების ზრდა და ვცდილობთ დავიცვათ მომხმარებლები ამ მატებისგან, თუმცა სიტუაცია უკვე არამდგრადი გახდა“, - განაცხადა კუკმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

პიტ ჰეგსეტი

18 ივნისი 2026, 13:25

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ტრამპმა ჩვენი მოკავშირეები გამოცადა: მხარი დაუჭირონ ამერიკას, როცა ვთხოვთ. ძალიან ბევრმა ეს გამოცდა არ ჩააბარა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დროს ევროპელ მოკავშირეებს გამოცდა მოუწყო და მათი სამხედრო ბაზებით სარგებლობა სთხოვა.

18 ივნისი 2026, 13:24

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 13:22

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ჯვარისის ქუჩას აწესრიგებს

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 13:19

სამართალი

ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება

„2026 წლის 1 ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება, რისი მიზანიც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.

გიდეონ საარი

18 ივნისი 2026, 13:00

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს.

18 ივნისი 2026, 12:58

სამართალი

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს.

18 ივნისი 2026, 12:56

რეგიონი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას იუსტიციის სახლის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 12:30

კულტურა

დერილ დიქსონის შესახებ „მოსიარულე მკვდრების“ სპინოფის გადაღებები დასრულდა🎬

სერიალის „მოსიარულე მკვდრები: დერილ დიქსონი“ ფინალური სეზონის გადაღებები დასრულდა. მთავარი როლის შემსრულებელმა, ნორმან რიდუსმა სოციალურ ქსელებში გადასაღები მოედნიდან ფოტოები გააზიარა და წარწერა დაურთო: