კვლევა: ფინანსური სირთულეები ტვინის დაბერებას აჩქარებს
ფოტო: Unsplash
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა ხანგრძლივ ფინანსურ სიძნელეებსა და ხანდაზმულ ასაკში ტვინის მდგომარეობის გაუარესებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები ჟურნალში Innovation in Aging გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის 2 759 მცხოვრების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ჯანმრთელობისა და განვითარების ეროვნულ კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში სპეციალისტები ათწლეულების განმავლობაში აგროვებენ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში 1946 წლის ერთი კვირის განმავლობაში დაიბადნენ.
2026 წლისთვის კვლევის მონაწილეებს 80 წელი შეუსრულდათ. ეს პროექტი მსოფლიოში ადამიანთა ერთი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კვლევად ითვლება.
მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ არის დაკავშირებული ადამიანების მატერიალური მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ტვინის მდგომარეობასთან უფროს ასაკში. ანალიზმა აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც წლების განმავლობაში განიცდიდნენ ფულის ნაკლებობას, უკვე 53 წლის ასაკისთვის შედარებით ცუდად ასრულებდნენ მეხსიერებასა და აზროვნების სიჩქარეზე გათვლილ დავალებებს.
69–71 წლის ასაკში მონაწილეთა ნაწილმა ასევე თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გაიარა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც ფინანსური სიძნელეების ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდათ, ტვინის სტრუქტურის ცვლილებები შეინიშნებოდა: მცირდებოდა ტვინის ქსოვილის მოცულობა და დიდდებოდა პარკუჭები.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:35
საზოგადოება
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის- „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, ფარგლებში გურიის რეგიონში თვითმმართველობების, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
29 ივლისი 2026, 11:34
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:33
საზოგადოება
გლდანში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
გლდანის გამგეობამ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:31
მსოფლიო
The Telegraph: მინესოტაში 4 წლის ბავშვებს ქაღალდის ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ
აშშ-ის მინესოტის შტატი გეგმავს ოთხი წლის ასაკის ბავშვებისთვის ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინები ხელმისაწვდომი გახადოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 11:22
ტაბლოიდი
იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔
ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის პენსიონერი აღმოჩნდა, რომელსაც თაღლითი სიყვარულს უხსნიდა, ეუბნებოდა, რომ ის სჭირდებოდა, მოგვიანებით კი ფულის თხოვნა დაიწყო. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ქალთან ვიდეოზარითაც ისაუბრა, რა დროსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასკად გაასაღა თავი.
29 ივლისი 2026, 11:16
საზოგადოება
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პირველად შედეგებს შემდეგ საგამოცდო საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ოსური ენა, ისტორია, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება
29 ივლისი 2026, 11:06
სამართალი
დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის ელჩს ჰიონ დუ კიმს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა.
29 ივლისი 2026, 10:55
რეგიონი
რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით, განახორციელებს.
29 ივლისი 2026, 10:55
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა იშვიათი ორპარტიული მხარდაჭერით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და რუსული ნავთობისა და გაზის მყიდველების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, ასევე ირანის მიმართ უკვე არსებული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:48
რეგიონი
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა - სრულად დაფინანსებული სწავლების მოდელი 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი საქართველოში გათვლილია ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზე და მიზნად ისახავს მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის - ცეცხლის შეწყვეტისთვის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას, რომლის შემდეგაც პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.
29 ივლისი 2026, 10:29
მსოფლიო
რუსეთში „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი წაუყენეს და ძებნა გამოაცხადეს
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მესენჯერ „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:24
კულტურა
ჯარედ ლეტოს სექსუალურ შევიწროებასა და დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ
BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ქალი ამტკიცებს, რომ 17 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მეორემ სექსუალური ხასიათის მუქარებზე განაცხადა, ხოლო მესამემ მსახიობთან სექსუალურ ურთიერთობაზე ისაუბრა, როდესაც ის 17 წლის იყო. კიდევ ერთმა რესპონდენტმა ლეტო გრუმინგში (არასრულწლოვნის ნდობაში შესვლა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით) დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 16 წლის ასაკში მისგან გამომწვევ სატელეფონო ზარებს იღებდა. დოკუმენტურ ფილმში სულ 10 ქალი ჩნდება, რომელთაგან ცხრამ თავისი ისტორია საჯაროდ პირველად მოყვა.
29 ივლისი 2026, 10:01
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
29 ივლისი 2026, 10:00
მსოფლიო
CENTCOM: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის ძალების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკული ჯარის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
29 ივლისი 2026, 09:47
მსოფლიო
Reuters: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები დანგრეული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 09:32
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივლისს საქართველოში
სინოპტიკოსებით პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.


