imedi /  25 თებერვალი 2018, 23:16 / სანდო წყარო

HMD Global-მა Nokia 8110-ის პრეზენტაცია გამართა

HMD Global-მა Nokia 8110-ი ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაცია ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congress-2018-ზე გაიმართა. ამის შესახებ CNBC-ი იუწყება.

განახლებული Nokia 8110 G4 ქსელებში იმუშავებს. სიახლე უნიკალური დიზაინით იქნება, ნათელი ფერებით და სოციალური ქსელების აპლიკაციებით იქნება აღჭურვილი. გათვალისწინებული იქნება Wi-Fi ქსელების მხარდაჭერაც.

Nokia 8110-ის ორიგინალური ვერსია 1997 წელს გამოვიდა და ის ფილმში "მატრიცა" გამოიყენეს. თავისი ფორმის გამო მას ბანანი შეარქვეს.

HMD Global-მა ბარლესონაში Nokia 8110-ის გარდა Nokia 6-ის, 7 Plus-ის და 1-ის განახლებული ვერსიები წარადგინა.

ცნობილია, რომ 2018 წელს განახლებული Nokia E71-იც გამოვა.

დღესვე Mobile World Congress-2018-ზე Samsung-მა Galaxy S9 და Galaxy S9+ ოფიციალურად წარადგინა.

ყველა სიახლე

ლაშა ხუციშვილი

22 თებერვალი 2020, 17:46

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით 2022 წლამდე ცვლილება არ იგეგმება

სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც სპეკულაციაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი Facebook- ზე წერს. მისი თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, თუმცა არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 10 და 15 ლარი უნდა გახდეს.

ქეთევან ციხელაშვილი

22 თებერვალი 2020, 17:35

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა არის უმთავრესი საკითხი

„დღის წესრიგიდან არ მოვხსნით თემას, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, კონკრეტულმა პირებმა, ვისაც რაიმე თანამონაწილეობა მიუძღვით ამ საშინელ დანაშაულში“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა წილკანში, ჟურნალისტებს განუცხადა. ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა არის უმთავრესი, ძალიან პრინციპული საკითხი.

ოქროს ზოდები

22 თებერვალი 2020, 17:29

მსოფლიო

ინდოეთში გეოლოგებმა 3 ათასი ტონა ოქრო იპოვეს

ინდოეთში გეოლოგებმა დიდი რაოდენობით ოქრო იპოვეს, რომელიც ქვეყნის ოქროს მარაგს 5-ჯერ აღემატება. ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 3 ათას ტონა ოქროს უტარ-პრადეშის შტატში, სონბჰადრას ოლქში მიაკვლიეს

ავღანეთი ხალხი

22 თებერვალი 2020, 17:15

მსოფლიო

გაერო: ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის ინფორმაციით, 2019 წელს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს 3 400 მშვიდობიან მოქალაქეზე მეტი ემსხვერპლა, დაჭრილების რაოდენობამ 6 989-ს მიაღწია.

22 თებერვალი 2020, 16:51

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია 78:6 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია 78:6 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავენ.

ირაკლი მეზურნიშვილი

22 თებერვალი 2020, 16:50

საქართველო

ირაკლი მეზურნიშვილი ოპოზიციას დიალოგის რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

„ვფიქრობ რომ ყველას ინტერესებშია დავუბრუნდეთ დიალოგს და აქტიურად განვიხილოთ ის კომპრომისული ვერსია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. 77-დან 100 არის უკვე პროპორციული ციფრი დეპუტატების, რომელიც მოიაზრება ამ სისტემაში. ვფიქრობ ეს მართლაც სერიოზული კომპრომისია“, - განაცხადა დეპუტატმა.

ბანკი Wells Fargo

22 თებერვალი 2020, 16:37

ეკონომიკა

ამერიკული ბანკი Wells Fargo დარღვევების გამო კომპენსაციის სახით 3 მილიარდ დოლარს გადაიხდის

ამერიკული ბანკი Wells Fargo 2002-2016 წლებში დაფიქსირებული დარღვევების გამო კომპენსაციის სახით 3 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ინფორმაცია ამის შესახებ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბანკმა შეთანხმებას მიაღწია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსა და ფასიანი ქაღალდების კომისიასთან. ამის სანაცვლოდ უწყებები ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას შეწყვეტენ.

IT HUB

22 თებერვალი 2020, 16:19

ეკონომიკა

თბილისში ევრაზიაში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ი გაიხსნა

IT HUB Tbilisi-ს მიზანია, IT სივრცეში მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, მეწარმეების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება, დაფინანსების მოზიდვა საზღვარგარეთიდან და IT მომსახურების ექსპორტზე გატანა

სამხრეთ კორეა კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 16:00

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა

ქვეყნის ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ ავადმყოფების რაოდენობა 229-დან 433-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაავადება ახალ, სერიოზულ ფაზაში გადავიდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ქალაქებს დეგუს და ჩონგდოს უკავშირდება, სადაც სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

ამირან გამყრელიძე

22 თებერვალი 2020, 15:43

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

„ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. პასუხი კორონავირუსის თაობაზე უარყოფითია. არის ადენოვურუსული და რინოვირუსული ინფექცია, რაც საშიში არ არის. ახლა შემდგომი კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინფექციურმა კლინიკამ უნდა მიიღოს“, - აცხადებს გამყრელიძე.

სალომე ზურაბიშვილი

22 თებერვალი 2020, 15:34

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს ეხმაურება

„ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. დღეს ჩვენი ერი ამ ტრაგიკულ დღეს იხსენებს და საქართველოს გამთლიანების იმედს გამოთქვამს, რათა მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

22 თებერვალი 2020, 15:24

ძალოვნები

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

„ჩვენ ქედს ვიხრით მისი ვაჟკაცობის, მისი გაუტეხლობის, მისი გმირობის წინაშე. ჩვენი ქვეყანა არის გმირების ქვეყანა. ჩვენი სამშობლო არის გამორჩეული ჩვენი გმირების ისტორიით. არჩილ ტატუნაშვილი არის თანამედროვეობის ნამდვილი გმირი. ოჯახს ვუცხადებთ თანაგრძნობას, პატივისცემას და მადლობას ვეუბნებით ასეთი ღირსეული ვაჟკაცი მამულიშვილის გაზრდისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 15:14

მსოფლიო

იტალიაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქალაქ პადუაში კორონავირუსით 77 წლის კაცი გარდაიცვალა, ლომბარდიის რეგიონში ექიმებმა დაინფიცირებული ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. სულ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა გამოვლენილი.

22 თებერვალი 2020, 14:55

სპორტი

რაგბი ევროპა 2020 დაიწყო. პირდაპირი ტრანსლაცია ქუთაისიდან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები ბელგიას ქუთაისში, „აია არენაზე“ მასპინძლობს. პირველ ორ მატჩში საქართველომ ჯერ რუმინეთის ნაკრები ბონუს ქულით, 41:13 დაამარცხა, შემდეგ კი მადრიდში ესპანეთის ნაკრებს 23:10 სძლია. რაც შეეხება ბელგიელებს, ორი ტურის შემდეგ მათ ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 მარცხია.

გუდაური მკვლელობა

22 თებერვალი 2020, 14:43

ძალოვნები

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი კადრები ვრცელდება

„ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასე ჩანს, რომ ვერსია თითქოს, მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს“, - წერს ადვოკატი.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 14:20

მსოფლიო

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს

70 წლის კაცი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა სიმპტომები მხოლოდ 27 დღის გასვლის შემდეგ გამოუვლინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, იმაზე გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე აქამდე ექიმებს ეგონათ.

სოზარ სუბარი

22 თებერვალი 2020, 14:01

საქართველო

სოზარ სუბარი: მაინტერესებს რა სიტყვებით მოუწოდებს ხალხს გიგა ბოკერია, რომ ხმა მისცენ ნინო ბურჯანაძეს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხი „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს. მისივე თქმით, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.

დავით ზალკალიანი

22 თებერვალი 2020, 13:55

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა.

გია ჟორჟოლიანი

22 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

გია ჟორჟოლიანი: „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიღმა მყოფ დეპუტატებს საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ

ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის გარდა, სადაც არის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 27 დეპუტატი, პარლამენტში არის კიდევ 28 დეპუტატი, რომელთაც შეუძლიათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღონ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ყველასთვის, უფრო მეტისთვის იქნება მისაღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

სერგი კაპანაძე

22 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

სერგი კაპანაძე ოპოზიციის კონსულტაციებზე: საბოლოო შეთანხმება ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იქნება

„ყველა პოლიტიკური ლიდერის კანდიდატურა განიხილება, ოღონდ როგორ რა პირობებში რომელ ოლქებში ამაზე როცა შევთანხმდებით მერე გაკეთდება საერთო განცხადება. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა, ბრძოლა რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა თავისი მხარდაჭერიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე პოულობს თავის ადგილს“, - განაცხადა კაპანაძემ.