როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ტელეფონის აკუმულატორი მალე არ დაჯდეს
ფოტო: shutterstock.com
არსებობს რამდენიმე სასარგებლო ინსტრუქცია, რომელიც მომხმარებელს ურჩევს, თუ როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ ერთხელ დატენვის შემდეგ სმარტფონის აკუმულატორი რაც შეიძლება დიდხანს არ დაჯდეს.
- რაც მთავარია, ნუ შეამოწმებთ ეკრანს ყოველ 5 წამში ერთხელ იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანში შეიძლება დაჯდეს თქვენი ტელეფონი. თუ საქმე ძალიან ცუდადაა, ჩართეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომელიც აიფონების და Android-ის სმარტფონების თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად თანამედროვე მოდელს და Windows Phone-ის სისტემის ტელეფონებსაც კი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ ეს რეჟიმი საგრძნობლად ამცირებს ეკრანის სიმკვეთრეს და მოწყობილობის მწარმოებლურობას, ამიტომ ასეთი ტელეფონით სარგებლობა ძალიან კომფორტული ვერ იქნება.
ეს რეჟიმი გამოსადეგია, როდესაც აკუმულატორს სულ ცოტა ენერგია დარჩა და ის ავტომატურად ირთვება, როდესაც დამტენის დამუხტვის მაჩვენებელი ორი ან სამი ათეული %-ია. თუმცა მისი ხელით ჩართვა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაშინაც კი თუ თქვენი ტელეფონი სრულად არის დატენილი და დენის წყაროსთან დიდხანს ვერ მოხვდებით.
- მაგრამ ენერგიის დაზოგვა ამ რეჟიმის გარეშეც შესაძლებელია. უბრალოდ უნდა გათიშოთ ტელეფონის ფუნქციების მაქსიმუმი, რომლებიც კონკრეტულ მომენტში არ გჭირდებათ. დაიწყეთ Bluetooth-ით და Wi-Fi-თ, თუ რა თქმა უნდა, ისინი არ გჭირდებათ, რადგან მაგალითად გადიხართ ბუნებაში, სადაც უსადენო ინტერნეტი ნამდვილად არ არის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ სიგნალი ძლიერია ინტერნეტთან Wi-Fi-ით დაკავშირება აკუმულატორს უფრო ეკონომიურად ხარჯავს, ვიდრე ინტერნეტთან მობილური ქსელით დაკავშირება. ამასთან, Wi-Fi-სთან დაკავშირებულ ტელეფონს იოლად შეუძლია თქვენი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ვიდრე GPS-სენსორს. სხვათა შორის, ადგილმდებარეობის განსაზღვრის ფუნქციაც შეგიძლიათ გათიშოთ, თუ ის არ გჭირდებათ. თუ იყენებთ სმარტფონს 4G რეჟიმით, გადართეთ ის 3G-ზე; ასეც დაზოგავთ ენერგიას.
- თუკი ყველა ქსელი გამორთულია, მაგრამ აკუმულატორი მაინც სწრაფად ჯდება, ეკრანს მიუბრუნდით. ის ტელეფონში ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავს. დასაწყისისთვის მისი სიმკვეთრე მაქსიმალურად შეამცირეთ. ჩართეთ რეჟიმი, რომელიც მოწყობილობას თავად მოარგებს სიმკვეთრეს საჭირო ნიშნულამდე. შეცვალეთ პარამეტრები იმგვარად, რომ ეკრანი, თუ მას არ იყენებთ, მაქსიმალურად სწრაფად ქვერებოდეს.
- შეგიძლიათ გათიშოთ ასევე ვიბრაციული ზარი და ვიბრაცია, რომელიც ეკრანის ღილაკზე თითის დაჭერისას მუშაობს; ასევე არასაჭირო შეტყობინებები აპლიკაციებიდან. თუ თქვენი სამუშაო გაძლევთ საშუალებას, შეგიძლიათ ფოსტის ავტომატური შეტყობინებებიც გამორთოთ. ესეც დაგიზოგავთ ენერგიას.
- არ არის საჭირო ზედმეტი აპლიკაციების გაუქმება. Apple-იც და Google-იც აცხადებენ, რომ თუ თქვენ რეგულარულად დახურავთ ფონურ აპლიკაციებს, აკუმულატორს ამით შეღავათი არ ექნება. პირიქით, ჯერ ერთი ფონური აპლიკაცია ხშირად არც არაფერს აკეთებს და უბრალოდ ელის როდის აამოქმედებთ ხელახლა, და მეორეც, აპლიკაციის ამოქმედება „გაყინული“ მდგომარეობიდან ტელეფონისთვის უფრო იოლია, ვიდრე ნულიდან.
- რაც შეეხება იმას, თითქოს აკუმულატორი უნდა შეანჯღრიოთ ან სრულად დაცალოთ ენერგიისგან და შემდეგ ასევე სრულად დატენოთ - ეს მითებია. თანამედროვე ტელეფონებს აქვთ ლითიუმ-იონური აკუმულატორები, რომლებსაც არანაირი სრული დამუხტვა არ სჭირდება. მეტიც, თქვენ ავნებთ ასეთ აკუმულატორს თუ მას სრულად დაცლით (მაგალითად, ნულამდე და დიდხანს აღარ დატენით).
- სამაგიეროდ, უკეთესია თუ დაიცავთ აკუმულატორის ტემპერატურულ რეჟიმს. მაგალითად, Apple-ის რეკომენდაციით, მობილური მოწყობილობისთვის სასურველი ტემპერატურაა ნულიდან 35 გრადუსამდე. შესაბამისად, შეეცადეთ არ დატოვოთ სმარტფონი სიცხეში და არ ატაროთ ის დიდხანს ტანსაცმლის შიდა ჯიბით.
- თუ ყველაფრის მიუხედავად აკუმულატორს არაფერი არ შველის, ორი ვარიანტია: შეგიძლიათ ის გამოცვალოთ (ბატარეის შეცვლა აიფონშიც შეიძლება, თუმცა ჯობს ეს სერვის-ცენტრში გააკეთოთ) ან იყიდოთ გარე აკუმულატორი, რომლითაც ტელეფონს ნებისმიერ დროს დატენით. ასეთი აკუმულატორები სხვადასხვა ფორმისაა და მათ powerbank-ს უწოდებენ.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 22:00
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკა“
400-მდე პირველკურსელს უნივერსიტეტი მრავალფეროვან კვლევით და გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. ტექნოლოგიების, მათემატიკის და სტემ მიმართულებების ფაკულტეტებს წელს ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები დაემატა.
14 სექტემბერი 2026, 21:53
საზოგადოება
მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების გაკეთება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა არჩეულ უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ, კიდევ ერთი შანსი ეძლევათ.
14 სექტემბერი 2026, 21:51
ეკონომიკა
საქართველო, მთავარი სატრანსპორტო კვანძი რეგიონში - რეკორდული მაჩვენებლები საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. მონაცემები გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში.
14 სექტემბერი 2026, 21:48
პოლიტიკა
საპენსიო დავალიანების გადახდის შემთხვევაში დამსაქმებლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ - კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ცვლილებების პაკეტი ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს. მთავარი პუნქტი კი გადაუხდელი ჯარიმების შემთხვევაში დამსაქმებლებისთვის ჯარიმების ჩამოწერაა.
14 სექტემბერი 2026, 21:46
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, ექსპორტის ზრდაზე
ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაწეული ღონისძიებები, ასევე ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად აისახება მთელ რიგ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებზე საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 21:38
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: გადაბრალების დიდოსტატია სააკაშვილი - თვითონ დაარბია „იმედი“, „ტვ25“ 7 ნოემბერს და ამით ამაყობდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილს გადაბრალების დიდოსტატს უწოდებს.
14 სექტემბერი 2026, 21:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
14 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პირადად მე და მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძისა და მისი საქმიანობის მიმართ - წარმატებები მას
„გეკა გელაძეს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ყველა იმ მიმართულებაში, რომელ მიმართულებაშიც ის გადაწყვეტს საქმიანობას. ასევე მინდა მივულოცო თამაზ ბორაშვილს ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საქმიანობა და როგორც ბატონმა პრემიერმა დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ნამდვილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტოა, რომ ამდენი წლის სტაჟით მოდის ადამიანი იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელ უწყებასაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
14 სექტემბერი 2026, 21:16
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას ეხებოდა. უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც რიგი პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, დაემატება პარტია „გახარია- საქართველოსთვის“. აქვე აღინიშნა, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, არც ამ სარჩელის პირობებში არ არის მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.
14 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნაზე: არ არსებობს, ეს იყოს გამოწვეული სწორი პოლიტიკით
„ამას განაპირობებს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღეს არის ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია. რთულია შეხვიდე ამა თუ იმ ლიდერის რეიტინგზე, მაგრამ ესა თუ ის ლიდერი, ყოველთვის წარმოადგენს პოლიტიკას, იმ პოლიტიკას, რომელ პოლიტიკასაც ახორციელებს თავის ქვეყანაში და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ იმ ეკონომიკურ კავშირში, რომლის წევრებიც ისინი არიან. ვფიქრობ, რომ ეს შედეგი, კომპლექსურია. მაგრამ, რადგან ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ეს არის ეკონომიკური კავშირი და ყველამ კარგად ვიცით და ვხედავთ რა გამოიწვია იმ სანქციებმა, რომელმაც შემდეგ პირდაპირი გავლენა მოახდინა ევროპელის ჯიბეზე“.
14 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
ტრამპი: ნავთობის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებლად მიმდინარეობს - მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებსაც ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ხარჯები უნდა აუნაზღაურონ და აუნაზღაურებენ კიდეც
ნავთობის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებლად მიმდინარეობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 20:50
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“
ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
14 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება
„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა კირცხალიამ
14 სექტემბერი 2026, 20:36
მსოფლიო
Financial Times: ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მის კრიტიკოსად იქცა - ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გაზრდის ყურადღებას იმის მიმართ, თუ როგორ იყენებს უკრაინის პრეზიდენტი ასეთ ზომებს კრიტიკოსების წინააღმდეგ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასშტაბური სანქციები დაუწესა ყოფილ პრესმდივანს, რომელსაც რუსული დეზინფორმაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი სტატიაში სათაურით „ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მის კრიტიკოსად იქცა“.
14 სექტემბერი 2026, 20:34
პოლიტიკა
ბრძოლა პირველობისთვის გაკოტრებულ ოპოზიციურ ველზე - ურთიერთმხილება და ბრალდებები ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე, ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა , მმართველი გუნდის განცხადებით ისევ წარუმატებლობისთვისაა განწირული .
14 სექტემბერი 2026, 20:32
სამართალი
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაიმართა შეხვედრა პრემიერთან. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს ნარკოდანაშაულთან და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.
14 სექტემბერი 2026, 20:28
პოლიტიკა
დაკვეთილი, მიზანმიმართული კამპანია და ქვეყნის იმიჯის შელახვა - მმართველი გუნდი გიორგი ბარამიძის საქმეზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკვეთილი, მიზანმიმართული კამპანია და ქვეყნის იმიჯის შელახვა - მმართველი გუნდი გიორგი ბარამიძის განცხადებას ანტისახელმწიფოებრივად აფასებს და ამბობს, რომ ესეც კონკრეტული კამპანიიის ნაწილია. გიორგი ბარამიძის მიერ რამდენჯერმე გაკეთებული მკაფიო განცხადების მიუხედავად, ოპოზიცია მისთვის წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს.
14 სექტემბერი 2026, 20:24
მსოფლიო
„დიფ სთეითის“ ინტერესები ეროვნული ინტერესების ნაცვლად და არაფორმალური ძალების მსახურება - ევროპის წამყვან ქვეყნებში მმართველი პარტიების რეიტინგი მკვეთრად დაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ომისა და არაფორმალური გავლენის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შედეგი - საფრანგეთსა და გერმანიაში მმართველი პარტიების რეიტინგები კატასტროფულად დაეცა. რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა პრეზიდენტ მაკრონის და კანცლერ მერცის რეიტინგიც.
14 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
საკადრო ცვლილებები მთავრობაში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკადრო ცვლილებები მთავრობაში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
14 სექტემბერი 2026, 20:11
მსოფლიო
ტრამპი: კრახის პირას მყოფ ირანს გარიგების დადება სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად სურს - ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ამერიკა, ჩემი გადასაწყვეტია
კრახის პირას მყოფ ირანს გარიგების დადება სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად სურს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.


