https://www.imedi.ge/ /  17 აპრილი 2018, 20:50 / სანდო წყარო

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ტელეფონის აკუმულატორი მალე არ დაჯდეს

არსებობს რამდენიმე სასარგებლო ინსტრუქცია, რომელიც მომხმარებელს ურჩევს, თუ როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ ერთხელ დატენვის შემდეგ სმარტფონის აკუმულატორი რაც შეიძლება დიდხანს არ დაჯდეს.

- რაც მთავარია, ნუ შეამოწმებთ ეკრანს ყოველ 5 წამში ერთხელ იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანში შეიძლება დაჯდეს თქვენი ტელეფონი. თუ საქმე ძალიან ცუდადაა, ჩართეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომელიც აიფონების და Android-ის სმარტფონების თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად თანამედროვე მოდელს და Windows Phone-ის სისტემის ტელეფონებსაც კი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ ეს რეჟიმი საგრძნობლად ამცირებს ეკრანის სიმკვეთრეს და მოწყობილობის მწარმოებლურობას, ამიტომ ასეთი ტელეფონით სარგებლობა ძალიან კომფორტული ვერ იქნება.

ეს რეჟიმი გამოსადეგია, როდესაც აკუმულატორს სულ ცოტა ენერგია დარჩა და ის ავტომატურად ირთვება, როდესაც დამტენის დამუხტვის მაჩვენებელი ორი ან სამი ათეული %-ია. თუმცა მისი ხელით ჩართვა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაშინაც კი თუ თქვენი ტელეფონი სრულად არის დატენილი და დენის წყაროსთან დიდხანს ვერ მოხვდებით.

- მაგრამ ენერგიის დაზოგვა ამ რეჟიმის გარეშეც შესაძლებელია. უბრალოდ უნდა გათიშოთ ტელეფონის ფუნქციების მაქსიმუმი, რომლებიც კონკრეტულ მომენტში არ გჭირდებათ. დაიწყეთ Bluetooth-ით და Wi-Fi-თ, თუ რა თქმა უნდა, ისინი არ გჭირდებათ, რადგან მაგალითად გადიხართ ბუნებაში, სადაც უსადენო ინტერნეტი ნამდვილად არ არის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ სიგნალი ძლიერია ინტერნეტთან Wi-Fi-ით დაკავშირება აკუმულატორს უფრო ეკონომიურად ხარჯავს, ვიდრე ინტერნეტთან მობილური ქსელით დაკავშირება. ამასთან, Wi-Fi-სთან დაკავშირებულ ტელეფონს იოლად შეუძლია თქვენი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ვიდრე GPS-სენსორს. სხვათა შორის, ადგილმდებარეობის განსაზღვრის ფუნქციაც შეგიძლიათ გათიშოთ, თუ ის არ გჭირდებათ. თუ იყენებთ სმარტფონს 4G რეჟიმით, გადართეთ ის 3G-ზე; ასეც დაზოგავთ ენერგიას.

- თუკი ყველა ქსელი გამორთულია, მაგრამ აკუმულატორი მაინც სწრაფად ჯდება, ეკრანს მიუბრუნდით. ის ტელეფონში ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავს. დასაწყისისთვის მისი სიმკვეთრე მაქსიმალურად შეამცირეთ. ჩართეთ რეჟიმი, რომელიც მოწყობილობას თავად მოარგებს სიმკვეთრეს საჭირო ნიშნულამდე. შეცვალეთ პარამეტრები იმგვარად, რომ ეკრანი, თუ მას არ იყენებთ, მაქსიმალურად სწრაფად ქვერებოდეს.

- შეგიძლიათ გათიშოთ ასევე ვიბრაციული ზარი და ვიბრაცია, რომელიც ეკრანის ღილაკზე თითის დაჭერისას მუშაობს; ასევე არასაჭირო შეტყობინებები აპლიკაციებიდან. თუ თქვენი სამუშაო გაძლევთ საშუალებას, შეგიძლიათ ფოსტის ავტომატური შეტყობინებებიც გამორთოთ. ესეც დაგიზოგავთ ენერგიას.

- არ არის საჭირო ზედმეტი აპლიკაციების გაუქმება. Apple-იც და Google-იც აცხადებენ, რომ თუ თქვენ რეგულარულად დახურავთ ფონურ აპლიკაციებს, აკუმულატორს ამით შეღავათი არ ექნება. პირიქით, ჯერ ერთი ფონური აპლიკაცია ხშირად არც არაფერს აკეთებს და უბრალოდ ელის როდის აამოქმედებთ ხელახლა, და მეორეც, აპლიკაციის ამოქმედება „გაყინული“ მდგომარეობიდან ტელეფონისთვის უფრო იოლია, ვიდრე ნულიდან.

- რაც შეეხება იმას, თითქოს აკუმულატორი უნდა შეანჯღრიოთ ან სრულად დაცალოთ ენერგიისგან და შემდეგ ასევე სრულად დატენოთ - ეს მითებია. თანამედროვე ტელეფონებს აქვთ ლითიუმ-იონური აკუმულატორები, რომლებსაც არანაირი სრული დამუხტვა არ სჭირდება. მეტიც, თქვენ ავნებთ ასეთ აკუმულატორს თუ მას სრულად დაცლით (მაგალითად, ნულამდე და დიდხანს აღარ დატენით).

- სამაგიეროდ, უკეთესია თუ დაიცავთ აკუმულატორის ტემპერატურულ რეჟიმს. მაგალითად, Apple-ის რეკომენდაციით, მობილური მოწყობილობისთვის სასურველი ტემპერატურაა ნულიდან 35 გრადუსამდე. შესაბამისად, შეეცადეთ არ დატოვოთ სმარტფონი სიცხეში და არ ატაროთ ის დიდხანს ტანსაცმლის შიდა ჯიბით.

- თუ ყველაფრის მიუხედავად აკუმულატორს არაფერი არ შველის, ორი ვარიანტია: შეგიძლიათ ის გამოცვალოთ (ბატარეის შეცვლა აიფონშიც შეიძლება, თუმცა ჯობს ეს სერვის-ცენტრში გააკეთოთ) ან იყიდოთ გარე აკუმულატორი, რომლითაც ტელეფონს ნებისმიერ დროს დატენით. ასეთი აკუმულატორები სხვადასხვა ფორმისაა და მათ powerbank-ს უწოდებენ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

ტრამპი: ნავთობის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებლად მიმდინარეობს - მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებსაც ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ხარჯები უნდა აუნაზღაურონ და აუნაზღაურებენ კიდეც

ნავთობის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებლად მიმდინარეობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ირაკლი კირცხალია

14 სექტემბერი 2026, 20:50

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“

ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

14 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოდ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოდ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა კირცხალიამ

იულია მენდელი

14 სექტემბერი 2026, 20:36

მსოფლიო

Financial Times: ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მის კრიტიკოსად იქცა - ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გაზრდის ყურადღებას იმის მიმართ, თუ როგორ იყენებს უკრაინის პრეზიდენტი ასეთ ზომებს კრიტიკოსების წინააღმდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასშტაბური სანქციები დაუწესა ყოფილ პრესმდივანს, რომელსაც რუსული დეზინფორმაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი სტატიაში სათაურით „ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მის კრიტიკოსად იქცა“.

14 სექტემბერი 2026, 20:34

პოლიტიკა

ბრძოლა პირველობისთვის გაკოტრებულ ოპოზიციურ ველზე - ურთიერთმხილება და ბრალდებები ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე, ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა , მმართველი გუნდის განცხადებით ისევ წარუმატებლობისთვისაა განწირული .

14 სექტემბერი 2026, 20:32

სამართალი

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაიმართა შეხვედრა პრემიერთან. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს ნარკოდანაშაულთან და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.

გიორგი ბარამიძე

14 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

დაკვეთილი, მიზანმიმართული კამპანია და ქვეყნის იმიჯის შელახვა - მმართველი გუნდი გიორგი ბარამიძის საქმეზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკვეთილი, მიზანმიმართული კამპანია და ქვეყნის იმიჯის შელახვა - მმართველი გუნდი გიორგი ბარამიძის განცხადებას ანტისახელმწიფოებრივად აფასებს და ამბობს, რომ ესეც კონკრეტული კამპანიიის ნაწილია. გიორგი ბარამიძის მიერ რამდენჯერმე გაკეთებული მკაფიო განცხადების მიუხედავად, ოპოზიცია მისთვის წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს.

14 სექტემბერი 2026, 20:24

მსოფლიო

„დიფ სთეითის“ ინტერესები ეროვნული ინტერესების ნაცვლად და არაფორმალური ძალების მსახურება - ევროპის წამყვან ქვეყნებში მმართველი პარტიების რეიტინგი მკვეთრად დაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ომისა და არაფორმალური გავლენის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შედეგი - საფრანგეთსა და გერმანიაში მმართველი პარტიების რეიტინგები კატასტროფულად დაეცა. რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა პრეზიდენტ მაკრონის და კანცლერ მერცის რეიტინგიც.

ირაკლი კობახიძე თამაზ ბორაშვილი

14 სექტემბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები მთავრობაში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკადრო ცვლილებები მთავრობაში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 20:11

მსოფლიო

ტრამპი: კრახის პირას მყოფ ირანს გარიგების დადება სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად სურს - ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ამერიკა, ჩემი გადასაწყვეტია

კრახის პირას მყოფ ირანს გარიგების დადება სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად სურს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 19:57

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი კონტროლი თუ „უსაფრთხოების ბარიერები“, რაც ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება, არის ძლიერი და ჭკვიანი, მაღალი IQ-ს მქონე პრეზიდენტი - აშშ-ს კი ეს თავზე საყრელად აქვს

ერთადერთი კონტროლი თუ „უსაფრთხოების ბარიერები“, რაც ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება, არის ძლიერი და ჭკვიანი, მაღალი IQ-ს მქონე პრეზიდენტი - აშშ-ს კი ეს თავზე საყრელად აქვს! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

14 სექტემბერი 2026, 19:22

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა შემოსავლების სამსახურის მუშაობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი და უწყვეტი საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების პროცესის წარმართვას.

მიხეილ სააკაშვილი

14 სექტემბერი 2026, 19:18

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ტვ „იმედი“ სააკაშვილს არ დაუხურავს, ტვ „იმედი“ დახურა გიორგი თარგამაძემ

ყოფილმა პრეზიდენტმა, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მას არ დაუხურავს და მომხდარზე პასუხისმგებლობა არხის ყოფილ ჟურნალისტს, გიორგი თარგამაძეს დააკისრა.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 19:10

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ფრიდრიხ მერცი

14 სექტემბერი 2026, 18:59

მსოფლიო

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს და გააფრთხილა საზოგადოება, რომ ომი, სავარაუდოდ, ყველაზე გადამწყვეტ კვირებსა თუ თვეებში შედის.

დავით სონღულაშვილი

14 სექტემბერი 2026, 18:58

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში ყოველწლიურად პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პროექტის „ჩემი პირველი ნერგის“ მნიშვნელობაზე, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა , პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

14 სექტემბერი 2026, 18:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს.

14 სექტემბერი 2026, 18:50

პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას. სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე.

ანდრის კულბერგსი

14 სექტემბერი 2026, 18:49

მსოფლიო

ლატვიის პრემიერი: უკრაინამ ევროპას დრო აჩუქა, ჩვენ კი მას არასწორად ვიყენებთ

უკრაინის წყალობით, დანარჩენ ევროპას ახლა მომზადებისთვის დრო აქვს, თუმცა ამ დროს არასწორად იყენებენ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა განაცხადა.

რუსლან კრავჩენკო

14 სექტემბერი 2026, 18:42

მსოფლიო

ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა. შესაბამისი 14 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებულება სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.