imedi /  01 მაისი 2018, 19:25 / სანდო წყარო

მედია: დეველოპერები Facebook-ს აღარ ენდობიან

მარკ ცუკერბერგი

მარკ ცუკერბერგი

აშშ-ში Facebook-ის მიერ დაარსებული ყოველწლიური კონფერენცია, F8 დაიწყო. კონფერენცია ორდღიანია და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 5 ათასი დეველოპერი იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ BBC წერს. 

ტრადიციულად, კონფერენციაზე Facebook-ი დეველოპერებს კომპანიის ახალი გეგმებისა და სტრატეგიის შესახებ აცნობებს. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა, უშუალოდ პლატფორმის ხელმძღვანელისგან მოისმინონ, როგორ მიიღონ მოგება გიგანტური სოციალური ქსელის მეშვეობით. 

მედიის ინფორმაციით, დეველოპერები სკეპტიკურად არიან განწყობილნი პლატფორმის განვითარებისა და სამომავლო გეგმების მიმართ, რის გამოც, საკუთარი განვითარების გზაზე, მთავარ პარტნიორად Facebook-ს აღარ აღიქვამენ.

მიზეზი Cambridge Analytica-ს სკანდალია, კომპანიის, რომელიც აგროვებდა Facebook-ის მომხმარებლების მონაცემებს იმისათვის, რომ ისინი პოლიტიკურ რეკლამაში გამოეყენებინა. ბოლო მონაცემებით, კომპანიამ ხელში ჩაიგდო ინფორმაცია სოცქსელის 87 მილიონ მომხმარებელზე. მანამდე ცუკერბერგმა სოცქსელში ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ბრალი აღიარა; მან მომხმარებლებისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით ბრიტანულ გაზეთებში რეკლამა გამოისყიდა.

2017 წლის შემოდგომაზე, Facebook-მა გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, რომ გამოავლინა და დაბლოკა „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ (რუსული „ტროლების ფაბრიკა“) ექაუნთები, რომელსაც შეეძლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. სოცქსელის მონაცემებით, „ტროლების ფაბრიკის“ პოსტები ამერიკული პოლიტიკის შესახებ ნახა ფეისბუკის 126-მა მილიონმა მომხმარებელმა.

ყველა სიახლე

ანა წითლიძე

11 ივნისი 2026, 11:18

პოლიტიკა

ანა წითლიძე: ჩერგოლეიშვილის განცხადებები საერთოდ არ მაინტერესებს და არასოდეს მაინტერესებდა. მის განცხადებებსა და საქმიანობაზე მეტყველებს მისი რეიტინგი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ 14 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო განახლება, ყოველთვის ემატებოდნენ ახალი კადრები და ეს მხოლოდ აძლიერებდა პარტიას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.

11 ივნისი 2026, 11:15

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com“ ორგანიზებით გაიმართა.

11 ივნისი 2026, 11:13

პოლიტიკა

ოპოზიციის ალიანსი დაიშალა - ალიანსის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს მათ გვერდით ვერ ხედავენ

ისმის ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. პარალელურად „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ პარტიას ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გუნდთან ერთად შეუერთდება.

ალექსანდრ სტუბი

11 ივნისი 2026, 11:05

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ფიქრობს, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს.

11 ივნისი 2026, 11:04

რეგიონი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად სამუშაოები დაიწყო.

11 ივნისი 2026, 11:02

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანეში ვეშაპების უდიდესი სასაფლაო აღმოაჩინეს

სტატიის ავტორთა აზრით, ეს აღმოჩენა უძველესი ღრმა ზღვის ეკოსისტემების არსებობის ერთ-ერთი უდიდესი მტკიცებულება გახდა და შესაძლოა დაგვეხმაროს ვეშაპებისა და ოკეანის ფსკერის ბინადართა ევოლუციის უკეთ გაგებაში. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ვეშაპების ნეკროპოლისები მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებშიც არსებობდეს.

ირაკლი კობახიძე

11 ივნისი 2026, 10:54

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს.

11 ივნისი 2026, 10:46

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კაია კალასი

11 ივნისი 2026, 10:44

მსოფლიო

Financial Times: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის 15-წლიანი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების წინადადებებს განიხილავენ, რათა ბლოკმა გეოპოლიტიკურ კრიზისებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

დმიტრო კულება

11 ივნისი 2026, 10:39

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა.

11 ივნისი 2026, 10:38

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

11 ივნისი 2026, 10:33

საზოგადოება

14 ივნისს თბილისში მარათონი გაიმართება

14 ივნისს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

11 ივნისი 2026, 10:29

ტაბლოიდი

ისრაელში ბავშვმა მაგრიტის ნახატი გირჩით დააზიანა

მუზეუმის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, შარონ ტაგერმა განაცხადა, რომ ნახატის აღდგენის პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ტილო არ იყო დაფარული შუშით და არც სიგნალიზაციით იყო დაცული, რადგან დაწესებულებას სურს, დამთვალიერებლებმა სრული შთაბეჭდილება მიიღონ და ხელოვნების ნიმუშებთან მაქსიმალურად მიახლოება შეძლონ.

სერგეი კოპირკინი

11 ივნისი 2026, 10:24

მსოფლიო

რუსეთმა კონსულტაციების შემდეგ სომხეთში ელჩი დააბრუნა

რუსეთმა მოსკოვში გამართული კონსულტაციების შემდეგ ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთში დააბრუნა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზაზა დობორჯგინიძე

11 ივნისი 2026, 10:22

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობა ევროპულ მომავალს მართმევს

22 ივლისს ჩემ სტატიას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერების ფილოსოფიის კონფერენციაზე წარვადგენ, რომელიც წელს ლიდსის უნივერსიტეტში იმართება. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონფერენციაზე წარდგება და ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. ეს არის 100% ჩინეთის დამსახურება, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

11 ივნისი 2026, 10:21

რეგიონი

იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ატარებს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები.

11 ივნისი 2026, 10:16

რეგიონი

თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მუზეუმის მიმდინარე საჭიროებებს გაეცნო. მუზეუმის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოების საკითხები მან კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან, რაჭის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგთან ერთად განიხილა.

11 ივნისი 2026, 10:15

რეგიონი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში „საქართველოს მელიორაციის“ ახალმა მომსახურების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება

სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ახორციელებს.

11 ივნისი 2026, 10:13

სპორტი

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება⚽

მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ისტორიაში პირველად, მუნდიალს ერთდროულად სამი ქვეყანა - აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. ტურნირში ჩვეული 32 გუნდის ნაცვლად, 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი გაიმართება (რაც რეკორდია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში).

11 ივნისი 2026, 09:48

მსოფლიო

ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა

ირანმა ამერიკელების მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.