Imedi /  02 სექტემბერი 2018, 22:45 / სანდო წყარო

გერმანია ტექნოლოგიურ სფეროში პროგრესისათვის ორ ახალ სააგენტოს ქმნის

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა პერსპექტიული კვლევითი პროექტის პარალელურად, გერმანიას სურს "გარისკოს" და ინოვაციებს დაუჭიროს მხარი. თუმცა, ამერიკელებისგან განსხვავებით, გერმანელ სპეციალისტებს მცირე ბიუჯეტი აქვთ. ამის შესახებ სტატიას გერმანული Handesblatt-ი წერს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი "კიბერუსაფრთხოების საკითხებში ინოვაციების სააგენტო" მიზნად ისახავს დიდი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც IT სისტემების დასაცავად არის მიმართული. კიდევ ერთი სააგენტო მიმაგრებული იქნება ეკონომიკისა სამინისტროზე. ეს სააგენტო სხვა სფეროებში შეეცდება დანერგოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას უნივერსიტეტებში, კვლევით დაწესებულებებსა და კომპანიებში. 

სტატიის თანახმად, ამერიკული DARPA-ს ბიუჯეტი 3 მილიარდ დოლარამდეა, ეს მაშინ, როდესაც "კიბერუსაფრთხოების საკითხებში ინოვაციების სააგენტო" მიმდინარე წელს 15 მილიონი ევროთი, შემდეგ ორ წელიწადში კი 50 მილიონი ევროთი ფინანსდება. 

გერმანიის შს მინისტრ ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადებით, სააგენტოს შექმნა "სარისკო ნაბიჯია".  მინისტრი ფიქრობს, რომ გერმანიას ტექნოლოგიის სფეროში ჩამორჩენა აქვს.

როგორც უკვე ცნობილია, "კიბერუსაფრთხოების საკითხებში ინოვაციების სააგენტოს" პირველი დავალება იქნება ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება, რომლის საშუალებითაც ინტერნეტში ინფორმაცია მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ქსელების საშუალებით გავრცელდება.

ყველა სიახლე

09 ივნისი 2026, 20:39

პოლიტიკა

ჩინეთთან ტრამპის ადმინისტრაციის მზარდი კავშირების ფონზე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ვაშინგტონს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობით შეშფოთებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩინეთთან ტრამპის ადმინისტრაციის მზარდი კავშირების ფონზე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ვაშინგტონს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობით შეშფოთებისკენ მოუწოდებს. ჯო უილსონი საქართველოს პრემიერისთვის, არასერიოზული ფიგურაა. ის არც ჩინეთის ელჩისთვის წარმოადგენს ანგარიშგასაწევ და ამერიკის პოლიტიკის წარმდგენ პერსონას.

09 ივნისი 2026, 20:35

სამართალი

4 ოქტომბრის საქმე - დანაშაულის აღიარების შემდეგ შვიდმა ბრალდებულმა საპატიმრო უკვე დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯგუფური ძალადობა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა - დანაშაული კიდევ ერთმა ბრალდებულმა აღიარა. შვიდმა ბრალდებულმა კი საპატიმრო უკვე დატოვა, დანაშაული ამ დრომდე 22-ს აქვს დადასტურებული. პროკურატურა აღიარების შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმებისთვის მზად არის.

კაია კალასი

09 ივნისი 2026, 20:26

მსოფლიო

კაია კალასი: აგურ-აგურ, ჩვენ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს

აგურ-აგურ, ჩვენ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

09 ივნისი 2026, 20:20

პოლიტიკა

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წელს საქართველო პეკინთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, სავაჭრო და ეკონომიკური სარგებელი - მხარეებს შორის უკვე არსებული ურთიერთობის ამ ეფექტს, მეტი ინვესტიცია და უფრო მჭიდრო კოორდინაცია ემატება. რას გულისხმობს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა.

09 ივნისი 2026, 20:13

პოლიტიკა

ხალხის არჩევანის უპატივცემულობა და ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლის დაკნინების მცდელობა - პრემიერ-მინისტრის პასუხი ანტისახელმწიფოებრივ კამპანიის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობის მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის მართვა კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპებით გაგრძელდება, რაც ქართულ პოლიტიკას ივანიშვილმა შესძინა - ნინო არღვლიანის სიუჟეტი

გიორგი კაკაურიძე

09 ივნისი 2026, 20:07

პოლიტიკა

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მაია ბითაძე

09 ივნისი 2026, 19:58

პოლიტიკა

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

თამარ მახარაშვილი

09 ივნისი 2026, 19:42

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლებიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.

თამარ მახარაშვილი

09 ივნისი 2026, 19:36

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს.

ზურაბ ეზუგბაია

09 ივნისი 2026, 19:23

პოლიტიკა

პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა

პლენარულ სხდომაზე, „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

პაატა კვიჟინაძე

09 ივნისი 2026, 19:08

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებით, ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წესრიგშია

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. ევროკომისიის ბოლო ანგარიშით, თუ შევადარებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა, 2026 წლის პროგნოზით კი - პირველზე. ასევე, პირველ ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. თუ შევადარებთ ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-6, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, მთავრობის ვალის სიმცირით საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-7 და კანდიდატ ქვეყნებში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებითაც წესრიგშია, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას.

09 ივნისი 2026, 19:05

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital“-ის გენერალურ და მმართველ დირექტორებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital“-ის გენერალურ დირექტორს, კლემენს კალისა და მმართველ დირექტორს, ჯეიკობ იანგს შეხვდა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 ივნისი 2026, 18:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა.

09 ივნისი 2026, 18:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

09 ივნისი 2026, 18:48

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი სი ძინპინისადმი გაგზავნილ წერილში: დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადადის - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წერილების ურთიერთგაცვლის გზით მიულოცეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე.

ბარტ დე ვევერი

09 ივნისი 2026, 18:30

მსოფლიო

ბელგიის პრემიერმა გააკრიტიკა საფრანგეთი და გერმანია ახალი გამანადგურებელი თვითმფრინავის შექმნის ერთობლივ პროგრამაზე შეუთანხმებლობის გამო

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთი და გერმანია ახალი გამანადგურებელი თვითმფრინავის შექმნის ერთობლივ პროგრამაზე შეუთანხმებლობის გამო

09 ივნისი 2026, 18:24

კულტურა

ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის 61-ე ბიენალეზე ეროვნულ პავილიონში ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი

საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის 61-ე ბიენალეზე ეროვნულ პავილიონში ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

09 ივნისი 2026, 18:22

პოლიტიკა

რევაზ კარანაძე უილსონზე: ძალიან ცდილობს თეთრი სახლი, რომ მოახდინოს გადატვირთვა ჩინეთთან ურთიერთობის. ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ ვიღაც ლობისტს, კონგრესმენები ჩვეულებრივად ლობისტები არიან

„ძალიან ცდილობს თეთრი სახლი, რომ მოახდინოს გადატვირთვა ჩინეთთან ურთიერთობის. ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ ვიღაც ლობისტს, კონგრესმენები ჩვეულებრივად ლობისტები არიან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ ჯო უილსონთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

09 ივნისი 2026, 18:10

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, დაუჯერებს თუ არა ამ გამოცდილებას, ეს მისი საქმეა

დასავლეთი სომხეთს სთავაზობს ათეული წლის განმავლობაში იდგეს ღია კარებში, სწორედ ისე, როგორც თავის დროზე შესთავაზა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარებში დგომა, ასევე სთავაზობენ იმას, რასაც აღარ სთავაზობენ ჩვენზე „რეიტინგულად“ უფრო მაღალ პოზიციებზე მყოფ უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხ ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

09 ივნისი 2026, 18:08

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სახლის ორი სართულის, ჯამში 1 100 კვადრატული მეტრის ფართობის, ექსტერიერისა და ინტერიერის სრულ განახლებას, ასევე ეზოს მოპირკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.