Imedi /  08 ნოემბერი 2018, 14:12 / სანდო წყარო

16 წლის გიორგი ჩახნაშვილმა დამწყები მეწარმეებისთვის პროგრამა შექმნა

16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind შესაძლებლობას იძლევა, გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ შორის, შეარჩიოს ლოგიკურად ყველაზე შესაბამისი პასუხი. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ამასთან, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად შესძინოს ხელოვნური ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად, ვიდეოს საყურებლად თუ სხვა.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მეწარმეობის, ინოვაციებისა და სტარტაპის განვითარების მოდელების შესწავლას მომხმარებელი ახალი პლატფორმის გამოყენებით მალე შეძლებს. პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.

პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წლის ბოლომდე დაინერგება და ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორებსა და სტარტაპერებს მასში ჩართვა შეეძლებათ. რაც შეეხება თავად Digital Mind-ს, პროგრამა ჯერ მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს პლატფორმის ქართულ ვერსიაზე.

ყველა სიახლე

22 ივლისი 2019, 09:16

საქართველო

დღეს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმენენ

დღეს საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს: მამუკა ვასაძეს,მაია ვაჩაძესა და თამარ ზამბახიძეს მოუსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დიმიტრი გვრიტიშვილი გასაუბრებების ნორმალურ რეჟიმში წარმართვას ვერ უზრუნველყოფს.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2019, 09:06

მსოფლიო

ტრამპი დემოკრატ კონგრესმენ ქალებს ისრაელისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტს გაცხადებაში არ დაუკონკრეტებია რის გამო უნდა მოიხადონ ბოდიში კანონმდებელმა ქალებმა. რამდენიმე კონგრესმენ ქალზე დონალდ ტრამპმა განცხადება გასულ კვირასაც გააკეთა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ამერიკა არ მოსწონთ, შეუძლიათ იმ ქვეყნებში წავიდნენ, საიდანაც ჩავიდნენ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

22 ივლისი 2019, 08:58

ეკონომიკა

ირანი: აშშ-ის სანქციები „ეკონომიკური ტერორიზმია“

ზარიფმა ვაშინგტონის სანქციების პოლიტიკას ძალადობრივი უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი ირანელი ხალხის დაშინებაა. „ამას არ შეიძლება ეწოდოს სანქციები, ეს სანქციები არ დაუწესებიათ კანონის აღსრულების დასაცავად. ფაქტობრივად, სანქციები კანონს არღვევს“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

22 ივლისი 2019, 08:51

მსოფლიო

უკრაინული მედია პრემიერმინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს

სხვადასხვა სააგენტოების ცნობით, ამ თანამდებობაზე განიხილება „ნაფტოგაზის“ ტოპმენეჯერი ანდრეი კობოლევი, ასევე იური ვიტრენკო, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსანდრ დანი-ლიუკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდში უკრაინის წარმომადგენელი ვლადისლავ რაშკოვანი.

დავიდ დე ხეა

22 ივლისი 2019, 08:42

სპორტი

დავიდ დე ხეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდა

ის "მანჩესტერ იუნაიტედთან" 6-წლიან კონტრაქტს დათანხმდა და გასამრჯელოს სახით £117 მილიონს მიიღებს. 28 წლის დე ხეა "იუნაიტედის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 38 მატჩში 50 გოლი გაუშვა.

22 ივლისი 2019, 08:17

მსოფლიო

ჰონგ-კონგში Yuen Long-ის სადგურს თავს დაესხნენ

მათ ადამიანებს სადგურსა და მატარებლებში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 45 ადამიანი დაშავდა, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ თავდასხმის აღკვეთაში დროულად არ ჩაერია და პოლიცია ადგილზე მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მივიდა.

პეტრონასის კოშკები

22 ივლისი 2019, 00:55

მსოფლიო

საკულტო ნაგებობების არქიტექტორი სეზარ პელი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მალაიზიის ჩათვლით სეზარ პელის მემკვიდრეობას შორის არის ისეთი ნაგებობები როგორიცაა: დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე მრავალფუნქციური ცენტრი Pacific Design Center; პეტრონასის კოშკები კუალალუმპურში, რომელმაც ცეზარ პელის Aga Khan Award-ის ჯილდო მოუტანა.

ბოსნია

22 ივლისი 2019, 00:40

მსოფლიო

ბოსნია და ჰერცოგოვინაში 1992 წელს მოკლული 86 ადამიანის ნეშტი დაკრძალეს

მათთვის პატივის მისაგებად მემორიალზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ქალაქ კორიჩანში კაცებისა და მოზარდების მასობრივი სამარხი 2017 წელს აღმოაჩინეს. 1992 წელს 200-მდე ბოსნიელი მუსლიმი სერბმა პოლიციელებმა ჩაცხრილეს. მათგან დღემდე მხოლოდ 181 ადამიანის ნეშტის პოვნა მოხერხდა.

22 ივლისი 2019, 00:39

მსოფლიო

სირიაში ავიაიერიშს ჟურნალისტი ემსხვერპლა

ფოტორეპორტიორი ანას ალ-დიაბი „ფრანს პრესთან“ (AFP) თანამშრომლობდა. მაშველებისა და ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსეთის ავიადარტყმას ემსხვერპლა. იდლიბის რეგიონში საჰაერო თავდასხმის დროს სულ 18 ადამიანი დაიღუპა.

მიგრანტები

22 ივლისი 2019, 00:15

მსოფლიო

საკრუიზო გემმა ხმელთაშუა ზღვაში 111 მიგრანტი გადაარჩინა

მიგრანტების გემი იტალიისკენ მიემართებოდა, თუმცა საბერძნეთის კუნძულ პელოპონესიდან 40 საზღვაო მილის დაშორებით ჩაძირვა დაიწყო. არ კონკრეტდება თუ რომელი ქვეყნის მიგრანტები იმყოფებოდნენ გემზე. ყველა გადარჩენილი მიგრანტი ქალაქ კალამატის პორტში გადმოსვეს. მიგრანტებს შორის 33 არასრულწლოვანია.

ერაყი

21 ივლისი 2019, 23:53

საქართველო

ქართველი დედის ისტორია, რომელსაც ერაყში შვილი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს

საქართველო ოფიციალურ ბაღდადთან ორი წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს 4 წლის მოქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება დედა-შვილის ისტორიას, რომელსაც შვილი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

სანდრა ოუ

21 ივლისი 2019, 23:22

ტაბლოიდი

გრეის ანატომიის მსახიობი ფასანაურს სტუმრობდა

ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ტელეკომპანიის ისტორიაში ის ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება. 14 წელია, რაც სერიალი სატელევიზიო ეთერში გადის. მსახიობის საქართველოში ყოფნის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა კომპანიამ გაავრცელა.

21 ივლისი 2019, 22:51

მსოფლიო

ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ კოსტა-რიკაში 19 ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 32-დან 72 წლამდე ასაკის 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს. მთავრობამ დაახლოებით 30 000 ბოთლის კონფისკაცია განახორციელა იმ ეჭვით, რომ სასმელი მოწამლულია. 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს.

გერმანია

21 ივლისი 2019, 22:46

მსოფლიო

გერმანიაში Open Beatz-ის ფესტივალზე კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა და დაიღუპა

ბავარიაში (გერმანია) Open Beatz Festival-ზე 31 წლის კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა. პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს. კაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივლისი 2019, 22:10

საქართველო

​პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

პერუ, უბინას ვულკანი

21 ივლისი 2019, 22:01

მსოფლიო

პერუში უბინას ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლმა დასახლებული პუნქტები დაფარა. ფოტო

საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანახმად (COEN), ვულკანის ფერლმა ანდების სახელმწიფოთა სამხრეთ რეგიონში 617 სკოლა და 20 სამედიცინო პუნქტი დაფარა. ვულკანი გასულ ხუთშაბათს ამოიფრქვა, შედეგად კი ფერფლის მასის სიმაღლემ ხუთ კილომეტრს მიაღწია, რომელიც შემდეგ ქარმა გაფანტა.

მიხეილ სააკაშვილი

21 ივლისი 2019, 21:36

მსოფლიო

ეგზიტპოლი: სააკაშვილის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 0,4% მიიღო

უკრაინის რადის ვადამდელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ "ახალ ძალთა მოძრაობამ" საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0.4% მიიღო. ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა.

რივალდო

21 ივლისი 2019, 21:34

სპორტი

რივალდო საქართველოში ჩამოვიდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოშია. აჭარაბეთის ინფორმაციით, რივალდო ფილმში „არენა“ მიიღებს მონაწილეობას. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში სხვა ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას. „საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა დიდი პატივია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 ივლისი 2019, 21:17

მსოფლიო

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია იმარჯვებს. მთავარი

უკრაინის უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.

შინზო აბე

21 ივლისი 2019, 21:12

მსოფლიო

იაპონიის პრემიერის პარტია ზედა პალატის არჩევნებში ლიდერობს

იაპონიის პრემიერმინისტრის შინზო აბეს ლიბერალური დემოკრატიული პარტია და მისი უმცროსი პარტნიორი კომეიტო იაპონიის მრჩეველთა პალატის არჩევნებში 124 ადგილიდან სულ ცოტა 68 სკამს მოიპოვებს. ასეთია ეგზიტპოლის წინასაწრი შედეგები, რომელიც იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NHK-მა გამოაქვეყნა.