imedi /  04 დეკემბერი 2018, 09:14 / სანდო წყარო

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რობოტი თანაშემწე აამოქმედეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რობოტი თანაშემწე „საიმონი“ აამუშავეს. ხელოვნური ინტელექტის სერვისით პირველმა ასტრონავტმა ალექსანდრ გერსტმა ისარგებლა. ამის შესახებ Verge წერს.

რობოტი თანაშემწე გერმანულმა კოსმოსურმა სააგენტო DLR-მა  კომპანია Airbus-ისა დ ა  IBM-ის დახმარებით შექმნა. მისი მიზანი კოსმოსურ სადგურზე მომუშავე ასტრონავტების დახმარებაა.

 „საიმონს“ რამდენიმე წამის განმავლობაში შეუძლია დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა. ასტრონავტთან პირველივე კონტაქტისასა მან კითხვის ავტორის ვინაობა დაადგინა.

 "საიმონმა" დიალოგის ფოტო და ვიდეოჩანაწერის გაკეთება და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა შეძლო. ის 5 კილოგრამს იწონის და 3D პრინტერითაა აღჭურვილი.

ყველა სიახლე

პატიმრები

24 მაისი 2019, 16:19

საქართველო

​პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

დღეს საქათველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ

ბავშვი

24 მაისი 2019, 16:05

საქართველო

დასახელდა კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით მოამარაგებს

"მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია "მზიური", რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4500 სავაჭრო ობიექტის მომარაგებას ახდენს). კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე,"- წერია განცხადებაში.

24 მაისი 2019, 15:37

ტაბლოიდი

უცნობები ამერიკელი კაცის სახლში შეიჭრნენ და ოთახები დაულაგეს

ამერიკელი კაცი ნეიტ რომანი თავის შვილთან ერთად მასაჩუსეტსში სახლში დაბრუნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ კარი ღია იყო. ამერიკელმა ივარაუდა, რომ სახლში ქურდები შეიჭრნენ, თუმცა შვილის ოთახი თავიდან ბოლომდე დალაგებული დახვდა და გარდა ამისა, საპირფარეშოში ტუალეტის ქაღალდისგან გაკეთებული ვარდი იპოვა.

ჟურნალისტები

24 მაისი 2019, 15:02

საქართველო

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მეწილე პარტნიორთა კრებაზე მედიის დასწრებას ითხოვს

რაც შეეხება დავის საგანს, კერძო ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი სხვა მეწილეებისა და არხის მენეჯმენტისგან 28 მილიონს ითხოვს, ადვოკატის განცხადებით ამ თანხიდან ზიანის მიყენებისთვის ნიჟარაძე მილიონნახევარს მიიღებს, დანარჩენ ფინანსებს კი ისევ ტელეკომპანიისკენ მიმართავს.

ირმა ხეცურიანი

24 მაისი 2019, 14:44

სპორტი

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა პარასპორტსმენებმა სან-პაულუს 2019 წლის მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზეს. ირმამ ოქროს მედალი დაისაკუთრა, ნინო თიბილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი. სან პაულუმ ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლა.

დავით გარეჯი

24 მაისი 2019, 14:38

საქართველო

დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. ვიდეო

ცნობილია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ქართული მხარე დაინტერესდა კონკრეტულად, რას ემსახურებოდა და რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდა სასაზღვრო ტერიტორიაზე. პროცესს თვალს ადევნებს საპატრიარქოც. აქვე გეტყგვით, რომ დავით გარეჯიდან ადგილობრივი გიდი აცხადებს, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა კვლავ დაიწყო.

კადრი ჩერნობილიდან

24 მაისი 2019, 14:00

კულტურა

„ჩერნობილი“ IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალია

სერიალის პრემიერა 3 კვირის წინ შედგა და ამჟამად მხოლოდ 5 ეპიზოდია გამოსული, თუმცა IMDb-ზე 9.5 შეფასებით უკვე მოახერხა "პლანეტა დედამიწა 2-ისთვის", სერიალ "მძიმე დანაშაულისა" და "სამეფო კარის თამაშებისთვის" გადაესწრო.

24 მაისი 2019, 14:00

საქართველო

ბსუ-ში მოუსმინეს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ომარ მახარაძე საქართველოში 28 მაისს ჩამოვა, რის შემდეგაც მას არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ სამართალდამცავ უწყებაშიც გამოკითხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო.

24 მაისი 2019, 13:49

ტაბლოიდი

ტაივანში გეი წყვილების მასობრივი ქორწინება გაიმართა

17 მაისს, ტაივანი გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. 23 მაისს, ქვეყანაში „საყოველთაო ქორწინება“ გაიმართა, რომლის დროსაც ხელი მოაწერეს როგორც ჰომოსექსუალმა ასევე ჰეტეროსექსუალმა წყვილებმა.

 სალომე ზურაბიშვილი და ვან ი

24 მაისი 2019, 13:46

საქართველო

ზურაბიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარებისა და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა. თავის მხრივ, შეხვედრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო გამოწვევებს, აშშ-სა და რუსეთთან ურთიერთობებს შეეხო.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 13:23

მსოფლიო

ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა. ვიდეო

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია. Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.

ევერესტი

24 მაისი 2019, 13:18

მსოფლიო

ალპინისტები ევერესტზე საცობში მოჰყვნენ

ევერესტის მწვერვალზე მიმავალ გზაზე ადამიანების ცოცხალი რიგი წარმოიქმნა, რის გამოც ორი ალპინისტი დაიღუპა. CNN-ის ცნობით, ალპინისტი ანჯალი კულკარნი მწვერვალიდან უკანა გზაზე დაიღუპა. მთამსვლელები, რომლებიც სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყენებენ, ამბობენ, რომ საცობში დაახლოებით 320 ადამიანი იდგა.

ყაველაშვილის ქუჩა #10, თბილისი

24 მაისი 2019, 13:09

საქართველო

თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ვიდეო

როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მეხანძრე-მაშველები გამოცხადდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 13:05

მსოფლიო

ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს. ამის მიზეზად მან ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობების ვერშესრულება დაასახელა.დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

ტოჩინოშინი

24 მაისი 2019, 12:53

სპორტი

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინს ასანოიამასთან დამარცხება ჩაუთვალეს

ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხდა. შერკინების შემდეგ, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს ჩაუთვალეს.

24 მაისი 2019, 12:48

საქართველო

რა ღონისძიებებს გამართავს მერია 26 მაისს

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები.

კობა გვენეტაძე

24 მაისი 2019, 12:23

ეკონომიკა

გვენეტაძე: მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია

"მნიშვნელოვანია, თუ რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას. ესაა დოლარიზაციის პრობლემა. ხელისუფლების და ეროვნული ბანკის მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკაა დედოლარიზაცია", - აცხადებს გვენეტაძე.

ჰარვი ვაინშტეინი

24 მაისი 2019, 12:13

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინმა მის მიერ შევიწროებულ ქალებს 44 მილიონი დოლარი გადაუხადა

ამერიკული მედიის ცნობით, ჰარვი ვაინშტეინმა და მისი ყოფილი კომპანიის დირექტორთა საბჭომ ქალებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებაში უყენებდნენ ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

24 მაისი 2019, 11:52

ეკონომიკა

25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

24 მაისი 2019, 11:21

ძალოვნები

მოკლული ჩვილის მამას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული დედა ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წელს მიუღწეველი, რაც საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.