Imedi /  26 დეკემბერი 2018, 16:18 / სანდო წყარო

Apple-მა iOS 12.1.2 განახლებაში მომხმარებლებს უსიამოვნო სიურპრიზი დაახვედრა

iPhone

გასულ კვირას Apple-მა iOS 12.1.2 განახლება გამოუშვა, რომელმაც ზოგიერთი მომხმარებელი პრობლემების წინაშე დააყენა. ამის შესახებ Forbes-ი წერს

iOS-ის უახლესმა განახლებამ iPhone-ის ახალი მოდელებისთვის არათუ სისტემური ხარვეზები გამოასწორა, არამედ სმარტფონის მფლობელებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. 

ლაპარაკია Cellular Data-ს გაქრობაზე ან მის უფუნქციოდ დარჩენაზე. ის მობილური ტელეფონის ინტერნეტთან კავშირსა და ფიჭური კავშირგაბმულობის სიგნალის მიღებას უზრუნველყოფს. 

ხარვეზი თავდაპირველად თურქეთში გამოვლინდა, მოგვიანებით კი მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ტეხასის შტატში (აშშ), ხორვატიაშიინდოეთსა და ნორვეგიაში.

მიკრობლოგ Twitter-ზე გავრცელებულ წერილში, Apple-მა მომხმარებელს მობილური ოპერატორის პარამეტრების განახლება ურჩია. ზოგიერთი მომხმარებელი ენდო Apple-ის რჩევას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამითაც არაფერი შეიცვალა

ოფიციალურად უცნობია გამოასწორა თუ არა ტექნიკური ხარვეზი Apple-მა. ფორუმებზე მომხმარებლები ერთმანეთს ურჩევენ არ გაანაახლონ ოპერაციული სისტემა უახლეს ვერსიამდე. 

ყველა სიახლე

კრისტინ ლაგარდი და მამუკა ბახტაძე

20 მაისი 2019, 14:13

საქართველო

ბახტაძე: საქართველოს ტრანსფორმაციაში სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა კრისტინ ლაგარდმა და საქართველოს პრემიემინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართეს. კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ლაგარდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ ეწვია.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 14:08

საქართველო

სანდრა რულოვსი: საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი

"გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს სიძლიერისკენ მოუწოდა."ჩვენ ძალიან მაგრად ვდგებით. არ დარჩება არც ერთი ქუჩა, არც ერთი სოფელი და ქალაქი, სადაც ჩვენ არ მივალთ და სადაც გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ ისევ შესაძლებელია არჩევნებზე საუბარი",- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

სუსი

20 მაისი 2019, 14:00

ძალოვნები

სუსმა გარიგებული მატჩების საქმეზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.ცნობა, რომ გარიგებული მატჩების საქმეზე ლანჩხუთის „გურიისა“და საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავეს 19-20 მაისს გავრცელდა. ოფიციალური განცხადება ფეხბურთის ფედერაციას ან კლუბებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ნიკოლ ფაშინიანი

20 მაისი 2019, 13:50

მსოფლიო

სომხეთში ფაშინიანის მომხრეებმა სასამართლოების შესასვლელები დაბლოკეს

სომხეთში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანში და სხვა ქალაქებში სასამართლოს შენობების შესასვლელები დაბლოკეს. პრემიერმინისტრმა საზოგადოებას, 20 მაისიდან სასამართლოს შენობების ბლოკირების შესახებ მოწოდება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მოწოდების მიზეზი ერევანის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც სომხეთის ექსპრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ვლადიმერ პუტინი

20 მაისი 2019, 13:36

მსოფლიო

პუტინი ზელენსკის გაპრეზიდენტებას არ მიულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობას არ მიულოცავს. „პრეზიდენტი პუტინი, პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ მიულოცავს და ასევე რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზაციის შემდეგ“, - აცხადებს პესკოვი.

პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა

20 მაისი 2019, 13:27

ტაბლოიდი

როგორ გამოიყურება ქეით მიდლტონის მიერ მოწყობილი ბაღი. ვიდეო

ინტერნეტსივრცეში ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრების ახალი ფოტოები გავრცელდა, რომელშიც პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილები: პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი ქეით მიდლტონის მიერ მოწყობილ ბაღში თამაშობენ. BBC-ის ცნობით, ბავშვები ქეით მიდლტონს ბაღში გამოსაყენებელი ფოთლების, ტოტებისა და ხავსის შეგროვებაში ერთი თვის განმავლობაში ეხმარებოდნენ. ბაღში სხვადასხვა გასართობთან ერთად პრინცესა დაიანას საყვარელი ყვავილებიცაა გამოყენებული.

იაპონიის ფლოტი

20 მაისი 2019, 13:23

მსოფლიო

იაპონია საზღვაო ჯარში პენსიონერებს გაიწვევს

იაპონიის ხელისუფლება სამხედრო სამსახურში პენსიონერების გაწვევას გეგმავს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკადრო დანაკლისის შესავსებად იმ პენსიონერებს დაიქირავებენ, რომლებიც ჯარში უკვე მსახურობდნენ. გაწვევა ჯერ საზღვაო-სამხედრო ძალებში მოხდება. სამხედრო პერსონალი პორტებში შესულ სამაშველო გემებს მოემსახურება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 13:07

მსოფლიო

ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის კერპი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები

"მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.

თარგმანის პრეზენტაცია

20 მაისი 2019, 12:58

კულტურა

„შუშანიკის წამება“ ჰოლანდიურ ენაზე ითარგმნა

ღონისძიებაზე მთარგმნელი არჩილ ჯავახაძეც იყო და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების და ასევე დიასპორის წარმომადგენლები. პრეზენტაციის ფარგლებში ქართული ანბანის სამივე სახეობა და ქართული დამწერლობის ნიმუშები გამოიფინა.

კახა კალაძე

20 მაისი 2019, 12:46

საქართველო

კალაძე: ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, გარიგებული თამაშები მიუღებელია

გარიგებული მატჩების საქმეზე ლანჩხუთის „გურიისა“და საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავეს. ოფიციალური განცხადება ფეხბურთის ფედერაციას ან კლუბებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ცესკო

20 მაისი 2019, 12:43

საქართველო

საოლქო საარჩევნო კომისიებში 116 საჩივარია შესული

როგორც ცესკო-ს პირესსპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა, საჩივრების უმეტესი ნაწილი მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება. ძირითადი მოთხოვნა კი კომისიის წევრებისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. მიქელაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ.

20 მაისი 2019, 12:43

საქართველო

NDI: საქართველოს მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ სსრკ-ს დაშლა ცუდი იყო

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას აჩვენებს სხვადასხვა საკითხების მიმართ. ერთ-ერთი გამოკითხვა, საბჭოთა კავშირს ეხებოდა.

20 მაისი 2019, 12:42

საქართველო

მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე გაიმართება

მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისია, შუალედური არჩევნების მეორე ტურს 13 ივნისამდე გამართავს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა, 30 მაისამდე აქვთ.

20 მაისი 2019, 12:31

ძალოვნები

ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები დააკავეს

დაკავებულები არიან ასევე ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები – მეკარე რობერტ იმერლიშვილი და მცველი ირაკლი ბაჯელიძე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სულ დაკავებულია სხვადასხვა კლუბის რვა მოთამაშე. ოფიციალური განცხადება ფეხბურთის ფედერაციას ან კლუბებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

კრისტინ ლაგარდი

20 მაისი 2019, 12:19

საქართველო

კრისტინ ლაგარდი: მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდაა, ესაა საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელი

ვიზიტის ფარგლებში ლაგარდი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან. კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.

ვენახი

20 მაისი 2019, 12:10

საქართველო

სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

imedinews-ის ინფორმაციით, ჭიკაანში, გავაზში, კუჭატანსა და წიწკანაანთსერში დაისეტყვა მარწყვის მოსავალი, საზამთროსა და ნესვის ბაღები. მოსახლეობა ამბობს, რომ დაზიანებულია ვენახების ნაწილიც. ყვარლის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის დამთვლელი კომისია მუშაობას დღეს დაიწყებს. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია მოსავლის 50%-მდე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 12:07

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი რადა დაითხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მან ქვეყნის უმაღლესი რადა უკვე დაითხოვა. ამის შესახებ მან საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ის ასევე უკრაინის მთავრობის დაშლის ინიციატივით გამოვიდა, რათა „მომავალი თაობისთვის გათავისუფლდეს“ ადგილები.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 12:07

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო. ზელინსკი საზოგადოებას დაპირდა, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს. ფიცის დადების ცერემონიაზე ზელინსკის ოქროს სიმბოლოები გადასცეს, რომელიც მას საზეიმო მისალმების დროს ხელში ეჭირა.

რუსეთი

20 მაისი 2019, 12:00

საქართველო

NDI: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთს ასახელებს

გამოკითხულთა 31% მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11% - ოკუპაციას, ხოლო 10% რუსულ პროპაგანდას ასახელებს. რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ აღქმის შედეგები განსხვავებულია აზერბაიჯანულ (8%) და სომხურ (3%) დასახლებებში. კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა.

20 მაისი 2019, 11:43

სპორტი

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ტოჩინოშინს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ტექნიკური მოგება ჩაეთვალა. ის დღეს ოძეკი ტაკაკეიშოს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქემ ბრძოლაზე უარი ტრავმის გამო განაცხადა. ბოლო მონაცემებით, ტოჩინოშინის ბალანსი 8/1 გახდა. ხვალ ტოჩინოშინი კომოსუბი მიტაკეუმის შეხვდება.