imedi /  03 იანვარი 2019, 16:14 / სანდო წყარო

მთვარის შეუსწავლელი ნაწილის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

მთვარის შუსწავლელი ზედაპირი

მთვარის შუსწავლელი ეზედაპირი

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა Chang'e-4  დედამიწაზე მთვარის შეუსწავლელი ნაწილის ფოტოები გამოგზავნა, რომელიც დღეს, 3 იანვარს მის ზედაპირზე დაჯდომისას გადაიღო. ფოტოები ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური სამმართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

ფოტოები 07:40 საათზე გადაიღეს (თბილისის დროით)

ჩინეთის მიერ გაგზავნილი რობოტი კოსმოსური აპარატი მთვარის ამ დრომდე შეუსწავლელ ნაწილზე 3 იანვარს წარმატებით დაჯდა. ის აღჭურვილია ლოკაციის გეოლოგიური და ასევე ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით.

ყველა სიახლე

ბიგ ბენი

21 მარტი 2019, 18:18

მსოფლიო

ლონდონის ბიგ-ბენმა თავდაპირველი იერსახე დაიბრუნა

ბიგ ბენის აღდგენითი სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ლონდონის სახელგანთქმული საათის გამოსახულება ლურჯი ფერის იქნება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 2021 წლამდე ბიგ-ბენი, იშვიათი გამონაკლების გარდა, არ იმუშავებს.

ჟიგოლო

21 მარტი 2019, 18:12

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ჟიგოლომ დაასახელა რას ითხოვენ ქალები ყველაზე ხშირად

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც საესკორტო მომსახურებაზე მუშაობს, პორტალ LADbible-ს ქალების მოთხოვნების შესახებ მოუყვა. როგორც გაირკვა, ქალები ჟიგოლოს უფრო ხშირად არა სექსს, არამედ სხვადასხვა ადგილას გაყოლას და კომპანიის გაწევას სთხოვენ.

კაბა

21 მარტი 2019, 18:12

სპორტი

Europeana-ზე ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია პირველად განთავსდა

კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილეს პლატფორმას, რომელშიც მთელი ევროპის მასშტაბით 3 ათასი ინსტიტუციაა გაწევრიანებული, საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის Europeana-ს ციფრულ ბიბლიოთეკაში 58 მილიონზე მეტი არტეფაქტია აღრიცხული.

ჩხრიალა გველი

21 მარტი 2019, 18:01

ტაბლოიდი

ტეხასში ერთ-ერთი სახლის ქვეშ 45 გველი აღმოაჩინეს. ვიდეო

ადგილზე მისულმა გველების დამჭერმა ნეითან ჰოუკინსმა, სახლის იატაკის ქვეშ ზუსტად 45 ჩხრიალა გველი აღმოაჩინა. შეგახსენებთ, რომ ეს სახეობა ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე საშიში არსებად მიიჩნევა. ქვეწარმავლების დაჭერის 18 წუთიანი ვიდეო,

ერაყი

21 მარტი 2019, 17:56

მსოფლიო

ერაყში ბორანის ჩაძირვას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო ადასტურებს. უბედური შემთხვევა მოსულთან ახლოს ტურისტულ ზონაში მოხდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

21 მარტი 2019, 17:52

კულტურა

გოაში ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკრალური მუსიკის ფესტივალი გაიმართა

გოაში გაიმართა ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი KETEVAN – World Sacred Music Festival, რომელიც უკვე მეოთხე წელიწადია ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 მარტი 2019, 17:40

ტაბლოიდი

პაკისტანში ფერების ფესტივალია 🥳 ფოტოკოლაჟი

პაკისტანში ჰინდუიზმის მიმდევრები ფერების ფესტივალ ჰოლის აღნიშნავენ. ეს უძველესი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. ამ დღეს, ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფერადი საღებავებით ღებავენ და წყალს ასხამენ. ფერების ფესტივალი მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ჰოლის დღეს ყველა ადამიანი თანაბრად მიიჩნევა, ამიტომ განურჩევლად სოციალური სტატუსისა ყველა „ფერადდება“.

21 მარტი 2019, 17:39

საქართველო

ინტერპელაციის წესით ხვალ პრემიერს პარლამენტში მოუსმენენ

ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს, შინაარსი კი - კონკრეტული.

21 მარტი 2019, 17:38

მსოფლიო

ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

დაშავებულია 30 ადამიანი. ბრიტანული მედია წერს, რომ აფეთქება ქიმიური ნივთიერების აალებამ გამოიწვია. სპეციალისტების განცხადებით, აფეთქების დროს გამოწვეული ბიძგები 2,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური იყო.

იაგო ნებიერიძე

21 მარტი 2019, 17:35

ძალოვნები

გორში მოკლული გოგოს დედამ ბრალდებულს სასამართლოში შეკითხვები დაუსვა

გორის საქალაქო სასამართლოში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე მოკლული გოგოს დედა ნათია ლალიაშვილი და ექსპერტები დაიკითხნენ. პროცესს ბრალდებულიც დაესწრო.

ბახი

21 მარტი 2019, 17:22

ტექნოლოგიები

Google-მა ბახის დაბადების დღის აღსანიშნავად დუდლი შექმნა

კერძოდ, მომხმარებლებმა სანოტე ხაზებზე ნოტები უნდა განალაგონ, ხელოვნური ინტელექტი კი მათ ბახის სტილში კომპოზიციად გადააქცევს. შედეგად მიღებული მელოდიის MIDI-ფაილად ქცევა და მისი მეგობრებისთვის გაგზავნაა შესაძლებელი.

მაია ცქიტიშვილი

21 მარტი 2019, 17:13

ეკონომიკა

ცქიტიშვილი ანაკლიაზე: თუ ცვლილებებზე დავთანხმდებით, სახელმწიფოს მოუწევს სესხის სრულად უზრუნველყოფა

ასევე ვიცეპრემიერი ანაკლიის პორტის მშენებლობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნებთან დაკავშირებით პარლამეტში განმარტებებს აკეთებს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ბანკები ბევრ ისეთ ცვლილებას ითხოვენ, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრული არ ყოფილა.

21 მარტი 2019, 17:02

მსოფლიო

Brexit-ის გაუქმებაზე პეტიციას ნახევარ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი

Brexit-ის გაუქმების მოთხოვნით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულმა პეტიციამ ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. ინტერნეტმომხმარებელთა დიდი რაოდენობის გარდა, დღეს დილით ვებგვერდს ტექნიკური პრობლემებიც შეექმნა. პეტიციის ხელმომწერები ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის შეჩერებასა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ითხოვენ.

Windows Defender Mac

21 მარტი 2019, 17:02

ტექნოლოგიები

Microsoft-მა არასასურველი თავდასხმისგან დაცვა Mac-ის მომხმარებლებსაც შესთავაზა

Microsoft-ის შეთავაზებული სიახლით სარგებლობას macOS Mojave-ს, macOS High Sierra-ს ან macOS Sierra-ს მომხმარებლები შეძლებენ. პაკეტი პრევენციისთვის არის განკუთვნილი და არასასურველი საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში მასზე რეაგირებას ითვალისწინებს, ისევე როგორც ეს Windows-ის მომხმარებლებისთვის არის.

მერკელი

21 მარტი 2019, 16:49

მსოფლიო

მერკელი: Brexit-ი მოკლე დროით შეიძლება გადავადდეს

დიდი ბრიტანეთისთვის მოკლე ვადით Brexit-ის გადავადება შესაძლებელია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მანამდე ანალოგიური განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმაც გააკეთა.

მაია ცქიტიშვილი

21 მარტი 2019, 16:37

ეკონომიკა

ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტში პირველი გემის შესვლის თარიღის გადავადება არ გამორიცხა

ვიცეპრემიერის ინფორმაციით, შემდეგი პუნქტები ეხება იმ მოვლენებს, რომელიც განაპირობებს ვადების გაგრძელებას, კომპენსაციას ან პოლიტიკურ ფორსმაჟორს და ყველა შემთხვევაში, ცვლილებები, არსებულ რედაქციასთან შედარებით, სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

სოხუმი

21 მარტი 2019, 16:36

ძალოვნები

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ორ ქართველს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უშიშროების სამსახურმა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა გალის რაიონში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ორი მკვიდრი, მ. კ. და გ.გ ჯერ კიდევ დეკემბერში დააკავა. მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდათ ბრალად.

Facebook

21 მარტი 2019, 16:35

ტექნოლოგიები

Facebook-ი გირჩევთ როგორ დაეხმაროთ მომხმარებელს რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა

ამისთვის Facebook-მა სფეროს სპეციალისტებთან ერთად იმუშავა და გაწერა ერთგვარი ფორმა იმისა, თუ როგორ დავიწყოთ ლაპარაკი ადამიანთან, რომელმაც თვითმკვლელობა განიზრახა და ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

აეროპორტები

21 მარტი 2019, 16:27

ეკონომიკა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა. დღევანდლამდე ამ ქალაქების სახელწოდებები რუსული ტრანსკრიფციით იწერებოდა. მაგალითად, მანამდე Kiev-ი იწერებოდა, დღეიდან კი Kyiv-ი დაიწერება. ასევე, შეიცვალა შემდეგი ქალაქების სახელწოდებები: Lvov-ი გახდა Lviv-ი, Odessa გახდა Odesa, Kharkov-ი გახდა Kharkiv.

Facebook Messenger

21 მარტი 2019, 16:11

ტექნოლოგიები

Facebook Messenger-ს ახალი ფუნქცია აქვს

ამიერიდან მომხმარებელს შეუძლია მიმოწერიდან ერთი კონკრეტული ციტატა ამოირჩიოს და მას პასუხი გასცეს. სიახლე განსაკუთრებით დიდი ჯგუფებისთვის არის კომფორტული, სადაც უამრავი ადამიანი წერს. მსგავსი ფუნქციით უკვე სარგებლობენ Facebook-ის კუთვნილი WhatsApp-ის მომხმარებლები.