imedi /  11 იანვარი 2019, 19:57 / სანდო წყარო

WSJ: Apple 3-კამერიან აიფონს გამოუშვებს

კომპანია Apple-ი 2019 წლის შემოდგომაზე iPhone-ის სამი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, - იუწყება The Wall Street Journal თავს წყაროებზე დაყრდნობით.

iPhone-ის ყველაზე ძვირადღირებულ ვერსიას სამი უკანა კამერა ექნება, დანარჩენ ორ მოდელს - ორ-ორი კამერა. ცნობილია ასევე, რომ ორი ახალი სმარტფონი აღჭურვილი იქნება OLED-ეკრანებით, კიდევ ერთი კი - LCD-დისპლეით.

Apple სამი კამერის განთავსებას მოწყობილობის უკანა პანელზე კვადრატულ ბლოკში გეგმავს, - წერდა 7 აინავრს ინდური ჟურნალ Digit-ის ვებგვერდი. გამოცემის ცნობით, მომავალში სმარტფონის დიზაინი შეიძლება შეიცვალოს.

უცნობია რა ერქმევა iPhone-ის ახალ მოდელებს იმ დროისთვის, როდესაც მათ Apple-ი წარადგენს. კომპანიაში ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ ახალ სმარტფონს სამი კამერა ექნება.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში Apple-მა ორჯერ შეამცირა ახალი iPhone-ის წარმოება - XR მოდელზე დაბალი მოთხოვნის გამო და ახალი ფლაგმანური სმარტფონის გამოსვების წინ.

2 იანვარს, პირველად, 16 წლის განმავლობაში Apple-მა შემოსავლების შემცირების შესახებ განაცხადა.

ყველა სიახლე

გოგა ბითაძე

21 მარტი 2019, 19:15

სპორტი

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის MVP გახდა

19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა კალათბურთელმა აღიარება მიმდინარე სეზონში ჯერ სერბულ „მეგა ბიმაქსში“, შემდეგ კი მონტენეგროულ „ბუდუჩნოსტში“ ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩებისთვის დაიმსახურა.

გაზეთები

21 მარტი 2019, 19:10

საქართველო

ბრიტანეთის საელჩო მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

"საქართველოში დღეს პირველი მედია საშუალების დაფუძნებიდან 200 წელს აღნიშნავენ. თავისუფალი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. ვულოცავთ მედია სივრცეში მომუშავე ყველა პროფესიონალს. თქვენი როლი სიტყვის თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებაში უმნიშვნელოვანესი,"- წერია მილოცვაში.

ჯესიკა სიმპსონი

21 მარტი 2019, 18:56

ტაბლოიდი

ჯესიკა სიმპსონი დედა გახდა

ვარსკვლავისთვის ეს მესამე შვილია. ჯესიკა სიმპსონსა და მის მეუღლე ერიკ ჯონსონს ქალიშვილი შეეძინათ. წყვილს უკვე ჰყავს 2 საერთო შვილი გოგოც და ბიჭიც. წყვილმა ურთიერთობა 2014 წელს დააკანონა.

მეცნიერება

21 მარტი 2019, 18:50

ტექნოლოგიები

რატომ გვეჩვენება რომ ასაკის მატებასთან ერთად დრო სწრაფად გადის

ახალი ჰიპოთეზის მიხედვით, დროის აღქმა დამოკიდებულია ასაკზე. ახალგაზრდობის პერიოდში ადამიანის ტვინი გაცილებით სწრაფად ამუშავებს ინფორმაციას, აქედან გამომდინარე უფრო მეტი მონაცემების გაანალიზება შეუძლია. ეს კი კვლევის თანახმად, ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ დრო ნელა გადის.

21 მარტი 2019, 18:44

კულტურა

გამოსვლიდან 80 წლის შემდეგ „ქარწაღებულნი“ ახალ რეკორდს ამყარებს

გასულ კვირას, ლეგენდარული ამერიკული ფილმის „ქარწაღებულნი” 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკულ კინოთეატრებში ჩვენების ექვსი სეანსი მოეწყო. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. საკულტო ფილმმა კლასიკური ჰოლივუდურ ფილმებს შორის გაყიდვების რეკორდი მოხსნა - 2,23 მილიონი დოლარი.

კიევი

21 მარტი 2019, 18:41

საქართველო

საქართველოს მოქალაქეები უკრაინის „შავ სიაში“ შეიყვანეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში იმ ადამიანებს შორის მოხვდა, რომლებსაც უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა. ხალვაშისთვის გაუგებარია რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები. უნივერსიტეტის რექტორი აპირებს განმარტებისთვის უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმართოს.

მიშელ ტემერი

21 მარტი 2019, 18:34

მსოფლიო

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ტემერი დააკავეს

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ტემერი კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების გამო აიყვანეს სამართალდამცველებმა. მიშელ ტემერმა ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი 2016 წლის აგვისტოში, დილმა რუსელფის იმპიჩმენტის შემდეგ დაიკავა. თავად ტემერი იანვარში ჟაირ ბოლსონარომ ჩაანაცვლა.

ევერესტი

21 მარტი 2019, 18:33

მსოფლიო

ევერესტზე ყინულოვანი მასების დნობასთან ერთად სულ უფრო მეტ გვამს პოულობენ

დაახლოებით 300 მთამსვლელი დაიღუპა მყინვარის მწვერვალზე ასვლის პირველი მცდელობიდან დღემდე. არავინ გამორიცხავს, რომ ნახევარზე მეტი კვლავ თოვლსა და ყინულში იყოს დამარხული. მთამსვლელთათვის გაზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ჩინურმა მხარემ ჩრდილოეთით, მწვერვალი გვამებისგან გაათავისუფლა.

ბიგ ბენი

21 მარტი 2019, 18:18

მსოფლიო

ლონდონის ბიგ-ბენმა თავდაპირველი იერსახე დაიბრუნა

ბიგ ბენის აღდგენითი სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ლონდონის სახელგანთქმული საათის გამოსახულება ლურჯი ფერის იქნება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 2021 წლამდე ბიგ-ბენი, იშვიათი გამონაკლების გარდა, არ იმუშავებს.

კაბა

21 მარტი 2019, 18:12

სპორტი

Europeana-ზე ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია პირველად განთავსდა

კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილეს პლატფორმას, რომელშიც მთელი ევროპის მასშტაბით 3 ათასი ინსტიტუციაა გაწევრიანებული, საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის Europeana-ს ციფრულ ბიბლიოთეკაში 58 მილიონზე მეტი არტეფაქტია აღრიცხული.

ჟიგოლო

21 მარტი 2019, 18:12

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ჟიგოლომ დაასახელა რას ითხოვენ ქალები ყველაზე ხშირად

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც საესკორტო მომსახურებაზე მუშაობს, პორტალ LADbible-ს ქალების მოთხოვნების შესახებ მოუყვა. როგორც გაირკვა, ქალები ჟიგოლოს უფრო ხშირად არა სექსს, არამედ სხვადასხვა ადგილას გაყოლას და კომპანიის გაწევას სთხოვენ.

ჩხრიალა გველი

21 მარტი 2019, 18:01

ტაბლოიდი

ტეხასში ერთ-ერთი სახლის ქვეშ 45 გველი აღმოაჩინეს. ვიდეო

ადგილზე მისულმა გველების დამჭერმა ნეითან ჰოუკინსმა, სახლის იატაკის ქვეშ ზუსტად 45 ჩხრიალა გველი აღმოაჩინა. შეგახსენებთ, რომ ეს სახეობა ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე საშიში არსებად მიიჩნევა. ქვეწარმავლების დაჭერის 18 წუთიანი ვიდეო,

ერაყი

21 მარტი 2019, 17:56

მსოფლიო

ერაყში ბორანის ჩაძირვას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო ადასტურებს. უბედური შემთხვევა მოსულთან ახლოს ტურისტულ ზონაში მოხდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

21 მარტი 2019, 17:52

კულტურა

გოაში ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკრალური მუსიკის ფესტივალი გაიმართა

გოაში გაიმართა ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი KETEVAN – World Sacred Music Festival, რომელიც უკვე მეოთხე წელიწადია ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 მარტი 2019, 17:40

ტაბლოიდი

პაკისტანში ფერების ფესტივალია 🥳 ფოტოკოლაჟი

პაკისტანში ჰინდუიზმის მიმდევრები ფერების ფესტივალ ჰოლის აღნიშნავენ. ეს უძველესი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. ამ დღეს, ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფერადი საღებავებით ღებავენ და წყალს ასხამენ. ფერების ფესტივალი მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ჰოლის დღეს ყველა ადამიანი თანაბრად მიიჩნევა, ამიტომ განურჩევლად სოციალური სტატუსისა ყველა „ფერადდება“.

21 მარტი 2019, 17:39

საქართველო

ინტერპელაციის წესით ხვალ პრემიერს პარლამენტში მოუსმენენ

ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს, შინაარსი კი - კონკრეტული.

21 მარტი 2019, 17:38

მსოფლიო

ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

დაშავებულია 30 ადამიანი. ბრიტანული მედია წერს, რომ აფეთქება ქიმიური ნივთიერების აალებამ გამოიწვია. სპეციალისტების განცხადებით, აფეთქების დროს გამოწვეული ბიძგები 2,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური იყო.

იაგო ნებიერიძე

21 მარტი 2019, 17:35

ძალოვნები

გორში მოკლული გოგოს დედამ ბრალდებულს სასამართლოში შეკითხვები დაუსვა

გორის საქალაქო სასამართლოში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე მოკლული გოგოს დედა ნათია ლალიაშვილი და ექსპერტები დაიკითხნენ. პროცესს ბრალდებულიც დაესწრო.

ბახი

21 მარტი 2019, 17:22

ტექნოლოგიები

Google-მა ბახის დაბადების დღის აღსანიშნავად დუდლი შექმნა

კერძოდ, მომხმარებლებმა სანოტე ხაზებზე ნოტები უნდა განალაგონ, ხელოვნური ინტელექტი კი მათ ბახის სტილში კომპოზიციად გადააქცევს. შედეგად მიღებული მელოდიის MIDI-ფაილად ქცევა და მისი მეგობრებისთვის გაგზავნაა შესაძლებელი.

მაია ცქიტიშვილი

21 მარტი 2019, 17:13

ეკონომიკა

ცქიტიშვილი ანაკლიაზე: თუ ცვლილებებზე დავთანხმდებით, სახელმწიფოს მოუწევს სესხის სრულად უზრუნველყოფა

ასევე ვიცეპრემიერი ანაკლიის პორტის მშენებლობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნებთან დაკავშირებით პარლამეტში განმარტებებს აკეთებს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ბანკები ბევრ ისეთ ცვლილებას ითხოვენ, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრული არ ყოფილა.