Imedi /  11 იანვარი 2019, 21:21 / სანდო წყარო

აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო საჯარო უწყებების ვებგვერდების ნაწილი გაითიშა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდი

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდი

შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების გამო ათობით ოფიციალურ ვებგვერდს პრობლემები შეექმნა. ამის გამო ზოგიერთ მათგანს „არასაიმედო“ ან „მიუწვდომელის“ სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ BBC წერს

ჩამონათვალში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, სააპელაციო სასამართლოსა და NASA-ს ვებგვერდები მოხვდა. 

აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივ შეჩერება 800 ათასი სახელმწიფო მოხელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარეშე დარჩენას ნიშნავს. 

დონალდ ტრამპი მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად $5.7 მილიარდს ითხოვს, რასაც „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან. დაფინანსების შეწყვეტის გამო აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 22 დეკემბერს შეაჩერა. მიზეზი კონგრესში ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული უთანხმოება იყო. 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. ამ მდგომარეობის შესახებ ვრცელ სტატიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ

ყველა სიახლე

21 მარტი 2019, 20:39

საქართველო

წულუკიანი ოპოზიციას: მეგონა გუშინდელი მარცხის შემდეგ ღამე მაინც იმეცადინებდით

ურთიერთბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლითაც მინისტრმა სამადაშვილის მიმართ თქვა, რომ მან უკადრებელი იკადრა.

21 მარტი 2019, 20:32

საქართველო

ანაკლიის პორტის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მთავარი

ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება ეს იყო მინისტრის მთავარი გზავნილი საპარლამენტო ტრიბუნიდან. მას კითხვა 36-მა დეპუტატმა დაუსვა.ვიცეპრემიერმა პასუხი გასცა ასევე ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

Windows 7

21 მარტი 2019, 20:30

ტექნოლოგიები

Microsoft-ი Windows 7-ის მხარდაჭერას წყვეტს

Microsoft-მა უკვე გამოუშვა განახლება, რომელიც ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს და სისტემის განახლებისკენ მოუწოდებს. Windows 7 2009 წლის 22 ივლისს გახდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

ტვიტერი

21 მარტი 2019, 20:28

ტექნოლოგიები

Twitter-ი 13 წლის გახდა

21 მარტს „ტვიტერი“ 13 წლის გახდა. სერვისის დამფუძნებელმა და მისმა კოლეგებმა ეს დღე საზეიმო ტორტით აღიშნეს. ჩვენ კი შეგახსენებთ ყველაზე აბსურდულ, უცნაურ, სულელურ და გულისამაჩუყენებლ ტვიტებს, რისთვისაც ეს სოცქსელი უყვართ.

გიორგი გახარია

21 მარტი 2019, 20:06

საქართველო

შსს მინისტრმა მესაზღვრეები დააჯილდოვა

მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა ამავდროულად აშშ-ის საელჩოს, სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

21 მარტი 2019, 19:55

საქართველო

უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების „შავ სიაში“ შეყვანაზე საგარეოს ოფიციალური წერილი არ მიუღია

"უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი და შეტყობინება არ მიუღია. მიუხედავად ამისა, უკრაინაში საქართველოს საელჩომ მოახდინა დაუყოვნებელი რეაგირება აღნიშნულ თემაზე,"- ნათქვამია საგარეო უწყების წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი და რუდოლფ მიხალკა

21 მარტი 2019, 19:42

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნა მიულოცა.

ერაყი

21 მარტი 2019, 19:39

მსოფლიო

ერაყში ბორანის ჩაძირვას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 70 ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო ადასტურებს. უბედური შემთხვევა მოსულთან ახლოს ტურისტულ ზონაში მოხდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

21 მარტი 2019, 19:33

ეკონომიკა

ამსტერდამში წითელი ფარნების ქუჩაზე ექსკურსიები იკრძალება

ქალაქის მუნიციპალიტეტის განმარტებით, ახალი რეგულაცია მიზნად ამსტერდამის ცენტრის განტვირთვას ისახავს. „ახლა უკვე ის დრო აღარ არის, სექსმუშაკები ტურისტულ ღირშესანიშნაობად განვიხილოთ“, - აცხადებენ მერიის წარმომადგენლები. წითელი ფარნების კვარტალი ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რაიონია.

გოგა ბითაძე

21 მარტი 2019, 19:15

სპორტი

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის MVP გახდა

19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა კალათბურთელმა აღიარება მიმდინარე სეზონში ჯერ სერბულ „მეგა ბიმაქსში“, შემდეგ კი მონტენეგროულ „ბუდუჩნოსტში“ ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩებისთვის დაიმსახურა.

გაზეთები

21 მარტი 2019, 19:10

საქართველო

ბრიტანეთის საელჩო მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

"საქართველოში დღეს პირველი მედია საშუალების დაფუძნებიდან 200 წელს აღნიშნავენ. თავისუფალი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. ვულოცავთ მედია სივრცეში მომუშავე ყველა პროფესიონალს. თქვენი როლი სიტყვის თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებაში უმნიშვნელოვანესი,"- წერია მილოცვაში.

ჯესიკა სიმპსონი

21 მარტი 2019, 18:56

ტაბლოიდი

ჯესიკა სიმპსონი დედა გახდა

ვარსკვლავისთვის ეს მესამე შვილია. ჯესიკა სიმპსონსა და მის მეუღლე ერიკ ჯონსონს ქალიშვილი შეეძინათ. წყვილს უკვე ჰყავს 2 საერთო შვილი გოგოც და ბიჭიც. წყვილმა ურთიერთობა 2014 წელს დააკანონა.

მეცნიერება

21 მარტი 2019, 18:50

ტექნოლოგიები

რატომ გვეჩვენება რომ ასაკის მატებასთან ერთად დრო სწრაფად გადის

ახალი ჰიპოთეზის მიხედვით, დროის აღქმა დამოკიდებულია ასაკზე. ახალგაზრდობის პერიოდში ადამიანის ტვინი გაცილებით სწრაფად ამუშავებს ინფორმაციას, აქედან გამომდინარე უფრო მეტი მონაცემების გაანალიზება შეუძლია. ეს კი კვლევის თანახმად, ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ დრო ნელა გადის.

21 მარტი 2019, 18:44

კულტურა

გამოსვლიდან 80 წლის შემდეგ „ქარწაღებულნი“ ახალ რეკორდს ამყარებს

გასულ კვირას, ლეგენდარული ამერიკული ფილმის „ქარწაღებულნი” 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკულ კინოთეატრებში ჩვენების ექვსი სეანსი მოეწყო. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. საკულტო ფილმმა კლასიკური ჰოლივუდურ ფილმებს შორის გაყიდვების რეკორდი მოხსნა - 2,23 მილიონი დოლარი.

კიევი

21 მარტი 2019, 18:41

საქართველო

საქართველოს მოქალაქეები უკრაინის „შავ სიაში“ შეიყვანეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში იმ ადამიანებს შორის მოხვდა, რომლებსაც უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა. ხალვაშისთვის გაუგებარია რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები. უნივერსიტეტის რექტორი აპირებს განმარტებისთვის უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმართოს.

მიშელ ტემერი

21 მარტი 2019, 18:34

მსოფლიო

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ტემერი დააკავეს

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ტემერი კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების გამო აიყვანეს სამართალდამცველებმა. მიშელ ტემერმა ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი 2016 წლის აგვისტოში, დილმა რუსელფის იმპიჩმენტის შემდეგ დაიკავა. თავად ტემერი იანვარში ჟაირ ბოლსონარომ ჩაანაცვლა.

ევერესტი

21 მარტი 2019, 18:33

მსოფლიო

ევერესტზე ყინულოვანი მასების დნობასთან ერთად სულ უფრო მეტ გვამს პოულობენ

დაახლოებით 300 მთამსვლელი დაიღუპა მყინვარის მწვერვალზე ასვლის პირველი მცდელობიდან დღემდე. არავინ გამორიცხავს, რომ ნახევარზე მეტი კვლავ თოვლსა და ყინულში იყოს დამარხული. მთამსვლელთათვის გაზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ჩინურმა მხარემ ჩრდილოეთით, მწვერვალი გვამებისგან გაათავისუფლა.

ბიგ ბენი

21 მარტი 2019, 18:18

მსოფლიო

ლონდონის ბიგ-ბენმა თავდაპირველი იერსახე დაიბრუნა

ბიგ ბენის აღდგენითი სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ლონდონის სახელგანთქმული საათის გამოსახულება ლურჯი ფერის იქნება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 2021 წლამდე ბიგ-ბენი, იშვიათი გამონაკლების გარდა, არ იმუშავებს.

კაბა

21 მარტი 2019, 18:12

სპორტი

Europeana-ზე ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია პირველად განთავსდა

კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილეს პლატფორმას, რომელშიც მთელი ევროპის მასშტაბით 3 ათასი ინსტიტუციაა გაწევრიანებული, საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის Europeana-ს ციფრულ ბიბლიოთეკაში 58 მილიონზე მეტი არტეფაქტია აღრიცხული.

ჟიგოლო

21 მარტი 2019, 18:12

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ჟიგოლომ დაასახელა რას ითხოვენ ქალები ყველაზე ხშირად

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც საესკორტო მომსახურებაზე მუშაობს, პორტალ LADbible-ს ქალების მოთხოვნების შესახებ მოუყვა. როგორც გაირკვა, ქალები ჟიგოლოს უფრო ხშირად არა სექსს, არამედ სხვადასხვა ადგილას გაყოლას და კომპანიის გაწევას სთხოვენ.