imedi /  12 იანვარი 2019, 10:22 / სანდო წყარო

კვლევა: ალკოჰოლი ხანდაზმულებისთვის სასარგებლოა

ალკოჰოლი

სპირტიანი სასმელის ზომიერი მიღება 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომლებსაც გულის უკმარისობის დიაგნოზი აქვთ დასმული, სასარგებლო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ეს მათ სიცოცხლეს საშუალოდ 1 წლით ახანგრძლივებს. კვლევა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. დასკვნა დაწესებულების ვებგვერდზე ქვეყნდება.

სპეციალისტებმა 1989-1993 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები შეისწავლეს, რომელშიც 5888 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 393 წელს ამ დროისთვის გულის უკმარისობა განუვითარდა. . მათი საშუალო ასაკი 79 წელი იყო. лет. მონაწილეები 4 კატეგორიად დაყვეს - ვისაც არასდროს დაულევია, ვინც სმას თავი დაანება, ვინც კვირაში 7 პორციას სვამდა და ვინც 8 პორციაზე მეტს სვამდა. პორცია ლიტრი ლუდით, 0,18 ლიტრი ღვინით და 0,04 ლიტრი ლიქიორით განსაზღვრეს.

აღმოჩნდა, რომ მესამე კატეგორია 1 წლით მეტს ცხოვრობდა პირველ ორთან შედარებით. მეოთხე ჯგუფში ცოტა ადამიანი შედიოდა, ამიტომაც მათზე ნაკლები ცნობა არსებობს.

ეს არ ნიშნავს, რომ პენსიონრებმა ალკოჰოლური თრობა დაიწყონ, მაგრამ ძილის წინ თითო ბოკალი ლუდი, ან ღვინო მათთვის სასარგებლოა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას

კიდევ ერთხელ, მე მადლობას გიხდით, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც, ამ შემთხვევაში, მთავრობის მეთაური და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა და მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:24

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება

ამ ეტაპზე, თბილისის 3 რაიონში 279 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს. გეგმის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი 2023 წელს მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის - მთელ ქვეყანას", - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 14:19

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი

„რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა თითოეულ ჩვენგანს, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის პირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი. სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია", - განაცხადა გომელაურმა.

სოზარ სუბარი

02 აგვისტო 2021, 14:19

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციის დესტრუქციის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში რაიმე სახის შეთანხმება გამორიცხულია

"ჩვენ გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯი, წავედით რიგ დათმობებზე და ეს ყველაფერი გავაკეთეთ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, არ შესრულდა მიშელის დოკუმენტის მთავარი ფუნქცია - ქვეყანაში რადიკალიზაცია და პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა, რაც რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა განაპირობა. ამის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ რაიმე შეთანხმებას. უფრო მეტიც, რადიკალებთან შეთანხმებას კატეგორიულად გამოვრიცხავ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 14:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად ჩემი და მთელი გუნდის, მთელი მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ყოველდღიურად

„ეს არის მისია, რომელსაც თქვენ ატარებთ. ეს არის ამავდროულად ძალიან საამაყო, ვინაიდან, ემსახურებით რა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. მინდა, ამავდროულად აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვავიწყდება, თუ რაოდენ მაღალი რისკის შემცველია პოლიციელობა. თქვენ რეალურად, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობა, ოჯახებიდან მოწყვეტილი, კრიმინალთან ბრძოლის რეჟიმში, ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გარდაცვლილი, გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ასეთი გმირების აღზრდისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული თითოეული პოლიციელის და მათი ოჯახის სოციალური გარანტიები. ჩვენი მთავრობის ხედვას, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმას, ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

02 აგვისტო 2021, 14:08

სამართალი

ვახტანგ გომელაური შსს-ს ათწლიან გეგმას წარადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ათწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მიმართა.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 აგვისტო 2021, 14:08

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება კი არა, ,,ქართულმა ოცნებამ" აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან

მისი აზრით, მმართველმა პარტიამ ხელი შეთანხმებას ქვეყანაში სიტუაციის დასამშვიდებლად მოაწერა, მაგრამ როგორც ვნახეთ -რადიკალურმა ოპოზიციამ ეს შეთანხმება რადიკალიზაციის და პოლარიზაციისთვის იდეალურად გამოიყენა.

02 აგვისტო 2021, 14:08

COVID19

ხაშურის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის არიან საჯარო სამსახურების - მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები და პედაგოგებიც. შპს „ევექსი ჰოსპიტლების ხაშურის ახალი კლინიკის“ პოლიკლინიკური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მელიქიძის განმარტებით, ვაქცინაცია ყოველდღიურად მშვიდ ვითარებაში, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. მოქალაქეებს შეუძლიათ, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრან.

02 აგვისტო 2021, 13:57

ეკონომიკა

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები შეღავათებით ისარგებლებენ

„ცვლილებები ეხება საეტაპო სამშენებლო ოქმების მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის გაუქმებას, ასევე ამ პრინციპით უქმდება მეორე კატეგორიის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის ვალდებულება საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის საბოლოო შემაჯამებელ ოქმში. რჩება მესამე-მეოთხე კატეგორიას ვალდებულება საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის და ასევე გთავაზობთ ამნისტირებას იმ ჯარიმებისა, რომლებიც იქნა გამოწერილი ამ მიმართულებით და გადავადებას 2022 წლამდე სანქციებისა მსგავს დარღვევებზე, რომ შეეგუოს ეს სფერო, ასე ვთქვათ, ოქმების წარმოებას, სადაც დეფიციტია და არ არის შესაბამისი კვალიფიკაცია ამ საეტაპო ოქმების შედგენის მათთვის, ვისაც რჩება ვალდებულება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

02 აგვისტო 2021, 13:56

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საყოველთაო-სახალხო განხილვას აგვისტოს თვეში გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის შექმნილია კომისია და აგვისტოს შუა რიცხვებამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2 შეხვედრა გაიმართება.

აშრაფ ღანი

02 აგვისტო 2021, 13:56

მსოფლიო

ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

არჩილ თალკვაძე

02 აგვისტო 2021, 13:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე: ჩანაწერები არ არსებობს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მთავარის არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მორიგი „ფეიკ ნიუსია“.

02 აგვისტო 2021, 13:45

საზოგადოება

ხვალ თბილისში 5 600 აბონენტს გაზი დროებით შეუწყდება

3 აგვისტოს, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარების გამო, 5 600-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი დროებით შეუწყდება. საბურთალოსა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარეგება სამშაბათს, 10:00 საათზე შეუწყდება და სრულად აღდგება 4 აგვისტოს 10:00 საათზე.

თურქეთი ხანძარი

02 აგვისტო 2021, 13:43

მსოფლიო

თურქეთში ტყის ხანძრების მოწყობაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ „ცეცხლის შვილები“ აიღო

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ხანძრები მოაწყვეს, რადგან „თურქულ რეჟიმს სხვა ენა არ ესმის“ და მხოლოდ ასე შეიძლება ისინი „დააჩოქონ“.

ვახტანგ მეგრელიშვილი

02 აგვისტო 2021, 13:42

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: პრეზიდენტი თავად მომიყვა ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო და რამდენად აინტერესებდა რეალური მიზეზები იმისა, რაც საქართველოში მოხდა

პრეზიდენტი თავად მომიყვა, ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო და რამდენად აინტერესებდა რეალური მიზეზები იმისა, რაც საქართველოში მოხდა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ისაუბრეს.

ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:37

პოლიტიკა

ნათია თურნავა ფარულ მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, „მთავარი“ არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ, 1-ელ აგვისტოს, ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს.

დონალდ ტრამპი

02 აგვისტო 2021, 13:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: უახლოეს მომავალში საზოგადოება 2020 წლის არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ უფრო მეტ მტკიცებულებას მიიღებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება 2020 წლის არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ უფრო მეტ მტკიცებულებას მიიღებს.

ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა წამლების ფასებზე: აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო გაძვირებითაა გამოწვეული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მედიკამენტების ფასების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საკითხი შეისწავლოს და მოსახლეობისთვის სასიკეთო ცვლილება დაიწყოს.

ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:23

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხოელი ადამიანის მშობლების, ოჯახის მიმართ

„ვიცი, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში, შემდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება ყველა წესის დაცვით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება შედეგს დადებს. დაგეთანხმებით, რომ მსგავსი თუნდაც ერთეული შემთხვევა რა თქმა უნდა ჩვენ დარტყმას გვაყენებს, იმიტომ რომ გვინდა ვიყოთ იდეალურები. თუმცა იდეალური ვითარება არსად არსებობს. გაცილებით უფრო განვითარებულ, ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ხდება კრიმინალური შემთხვევები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს საფრთხე, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროა, ძალიან არასასიამოვნოა, თუმცა ხედავთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, კოვიდპანდემიისა და ცვალებადი ვითარების მიუხედავად, კვლავ მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს“, - აღნიშნა თურნავამ.

ლევან დავითაშვილი

02 აგვისტო 2021, 13:16

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ

სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მათავრობის სხდომაზე.