Imedi /  25 იანვარი 2019, 19:07 / სანდო წყარო

Facebook-ი Messenger-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს აერთიანებს

სოცმედია

მარკ ცუკერბერგი, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი გეგმავს სოციალური ქსელის საკომუნიკაციო სერვისები გააერთიანოს. ამის შესახებ The News York Times-ი წერს

მაშინ, როდესაც Facebook Messenger-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი ტექნიკურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აპლიკაციებია, გაერთიანების შემდეგ ერთმანეთის ტექსტური შეტყობინებები სამივე მათგანში გამოჩნდება. 

Facebook-მა განმარტა, რომ სოცქსელი „ხანგრძლივი პროცესის“ დასაწყისში არის. 

ამერიკული პუბლიკაცია წერს, რომ გეგმა Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პერსონალური პროექტია. 

სამი სერვისის გაერთიანების შემდეგ Facebook-ის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება კომუნიკაცია WhatsApp-ის მომხმარებელთან დაამყაროს. ასევე Instagram-ის ექაუნთის მფლობელი შეძლებს შეტყობინება მისწეროს Facebook Messenger-ის ანგარიშის მფლობელს. 

Instagram-ი 2010 წელს დაფუძნდა. 2012 წელს აპლიკაცია Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. რაც შეეხება WhatsApp-ს აპლიკაცია 2009 წლიდან არსებობს. ის მარკ ცუკერბერგმა 2014 წელს $19 მილიარდად იყიდა. 

ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

თეა ახვლედიანი

14 ივნისი 2021, 16:59

რეგიონი

თეა ახვლედიანი: გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნა ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან, რაც დარწმუნებული ვარ, ასევე წარმატებით განხორციელდება ზაზა გახელაძის შემთხვევაში

გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნა ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ასევე წარმატებით განხორციელდება ზაზა გახელაძის შემთხვევაში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

14 ივნისი 2021, 16:58

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 176 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 176 014 759 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 805 327 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 33 462 286 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 599 769 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

14 ივნისი 2021, 16:53

კულტურა

„სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ - პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში გამოიფინება

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა - „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება.

14 ივნისი 2021, 16:48

პოლიტიკა

კახა კუჭავა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.

14 ივნისი 2021, 16:48

COVID19

Novavax-მა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა აშშ-სა და მექსიკაში ჩატარდა და მასში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ პრეპარატის ეფექტიანობა COVID-19-ის სიმპტომური გამოვლენების წინააღმდეგ 90.4%-ს შეადგენს. ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან. ამასთან, Novavax-ი ეფექტიანია ვირუსის რვა გავრცელებული ვარიანტის წინააღმდეგ და უსაფრთხოა.

ირმა ბუთხუზი

14 ივნისი 2021, 16:47

რეგიონი

ზაზა გახელაძის მეუღლე: სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას და გააგრძელებენ იქამდე, სანამ ზაზა არ გათავისუფლდება

„უკვე აღარ ვიცით, რა უნდა მოვიმოქმედოთ. ხვალ უკვე ერგნეთის შეხვედრაა და შორიდან მივადევნებთ თვალყურს ამ პროცესებს. იმედი არ გვაქვს, რომ ხვალვე ვიხილავთ ზაზას, მაგრამ ამით იქნებ ელემენტარული, ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

14 ივნისი 2021, 16:44

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დევნილთა დახმარების მიმართულებით გასატარებელ რეფორმაზე სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UNHCR) ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს საქართველოში - სალომე ქუსიკაშვილს და იოჰან ფრანცს შეხვდა.

ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგი

14 ივნისი 2021, 16:41

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ნატოს წესდების მეხუთე მუხლი წმინდათაწმინდა ვალდებულებაა

ნატოს წესდების მეხუთე მუხლი წმინდათაწმინდა ვალდებულებაა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. „ახალი გამოწვევები გვაქვს. არის რუსეთი, რომელიც ისე თანმიმდევრულად არ იქცევა, როგორც ამას ველოდით. ასევე არის ჩინეთიც. ჩვენ ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვისაუბრეთ. აუცილებელია უფრო მეტი კოორდინაცია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

14 ივნისი 2021, 16:38

რეგიონი

ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემის გახსნას ეუთოს გენერალური მდივანი, აშშ-ისა და იტალიის ელჩები დაესწრნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო, რაც 144 კომლის საცხოვრებელ პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს. პროექტი ერთობლივად განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო​ ავრცელებს.

ვახტანგ მაისაია

14 ივნისი 2021, 16:34

პოლიტიკა

ვახტანგ მაისაია: პოზიტიურად ვაფასებ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევით გააკეთა

ფაქტობრივად საქართველომ გაიმეორა თავისი ისტორიული შემოქმედება, როგორც 1919 წილის სექტემბერში ანალოგიური კუთხით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ანალოგიური ნაბიჯი გადადგა აზერბაიჯან-სომხეთის ომის დასრულებისას, - ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ აზრბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი და ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობა შეაფასა.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 ივნისი 2021, 16:32

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დარწმუნებული ვარ, გათავისუფლებული სამხედრო ტყვეები მთელი ცხოვრების განმავლობაში მთლიანად საქართველოსი და განსაკუთრებით ღარიბაშვილის მადლიერები იქნებიან

„საქართველომ, ასე ვთქვათ დაიბრუნა მშვიდობისა და შუამავლის მთავარი როლი კავკასიაში. თქვენ გახსოვთ, ამასწინათ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა როგორ უწოდა საქართველოს რეგიონული სტაბილურობის გასაღები - ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

14 ივნისი 2021, 16:32

რეგიონი

თეა ახვლედიანი, ეუთოს გენერალური მდივანთან და აშშ-ის ელჩთან ერთად, გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანის, ჰელგა მარია შმიდის ვიზიტის ფარგლებში, გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარს სტუმრობდა. თეა ახვლედიანი, ჰელგა მარია შმიდთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გამყოფი ხაზის სოფლებში ომით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

კელი დეგნანი

14 ივნისი 2021, 16:29

პოლიტიკა

კელი დეგნანი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოდან და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება

„მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. სამწუხარო და გასაბრაზებელი ფაქტია ის, რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანების სიცოცხლეს ასე. კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო მტკიცედ და მკაფიოდ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა დეგნანმა.

ენრიკო ვალვო

14 ივნისი 2021, 16:29

რეგიონი

იტალიის ელჩი ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტზე: ჩვენთვის ამ პროექტებში მონაწილეობა საამაყოა

იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო აღნიშნავს, რომ ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტი ათობით ოჯახის მდგომარეობას გააუმჯობესებს. მისივე თქმით, ამაყია იმით, რომ მის განხორციელებაში იტალიაც იყო ჩართული.

14 ივნისი 2021, 16:16

თავდაცვა

JTEC-ის პირადი შემადგენლობისთვის MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების ექსპლუატაციის სწავლება მიმდინარეობს

კურსი მიზნად ისახავს JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღჭურვილობის ექსპლუატაციისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების შესწავლას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ აღნიშნული სიმულაციური სისტემებით მომავალში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისთვის სწავლების ჩატარება.

კელი დეგნანი

14 ივნისი 2021, 16:16

რეგიონი

კელი დეგნანი ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტზე: ესაა არაჩვეულებრივი მაგალითი, თუ რის მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც საქართველოს მეგობრები ერთიანდებიან

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და აღვნიშნავთ სასმელი წყლის პროექტის ინაუგურაციას გორის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზურაბ ქადაგიძე

14 ივნისი 2021, 16:15

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის და პირველი პრემიერობის დროს მოხდა უპრეცედენტო ფაქტი - ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან 14 გრძელვადიანი პატიმარი გამოიყვანეს

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და პირველი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ, სწორედ მისი უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგი იყო ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან ისეთ პატიმრების განთავისუფლება, რომლებსაც უვადო თუ 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

კახა კუჭავა

14 ივნისი 2021, 16:10

პოლიტიკა

კახა კუჭავას განცხადებით, შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარკვეული მიღწევაა, თუმცა აუცილებელია, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდეს

დღეს არის შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე. მნიშვნელოვანია კანონი, რომელიც 2020 წლის 14 ივლისს მივიღეთ საქართველოს პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონი პირველი იანვრიდან უკვე ამოქმედდა.

ანა ნაცვლიშვილი

14 ივნისი 2021, 15:50

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან მიდის ნატოში და ნატოდან მოდის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის

„საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შესაბამისად, ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან მიდის ნატოში და ნატოდან მოდის საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველო ამ სამიტზე სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი ვერ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია გზავნილები, რომელიც ნატოს მხრიდან გაკეთდება. ამიტომ, ამ სამიტს ძალიან დიდი გულისყურით ველოდებით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ალეკო ელისაშვილი

14 ივნისი 2021, 15:43

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ნებისმიერი რამ, რაც ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ მის პირისპირ მხოლოდ ჩვენ არ ვართ

„ნებისმიერი რამ, რაც ასეთ მაღალ შეკრებაზე, ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და არის სიგნალი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში რუსეთისთვის, რომ მის პირისპირ მხოლოდ ჩვენ არ ვართ და რომ გვყავს კეთილგანწყობილი, ძალიან ძლიერი და გავლენიანი ქვეყნები და ამ ქვეყნების მთელი გაერთიანება, როგორიც ნატოა“, - განაცხადა ელისაშვილმა.