Imedi /  26 იანვარი 2019, 12:24 / სანდო წყარო

Huawei-ს სკანდალის გამო საფრანგეთი 5G ქსელის მოწყობაზე კონტროლს ამკაცრებს

5G

Huawei-ს გარშემო მიმდინარე სკანდალის გამო საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის მოწყობის ინფრასტრუქტურაზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ავრცელებს. ამის შესახებ Reters-ი წერს

აშშ-ის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა Huawei-ს იმ ტექნოლოგიური აღჭურვილობის სანდოობაში შეიტანეს ეჭვი, რომელიც ინტერნეტ ქსელის ინფრასტრუქტურისთვის არის განკუთვნილი. იმ მოტივით, რომ კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა სხვა ქვეყნების სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის მიზნით იყენებს. ბრალდებებს კომპანიის ხელმძღვანელი უარყოფს და წარმოების სხვა ქვეყნებში გადატანას განიხილავს.

სკანდალების მიუხედავადHuawei-ს სმარტფონების გაყიდვების მაჩვენებელმა 2018 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და $52 მილიარდი შეადგინა. 

5G ქსელის შესახებ ინფორმაციას ვრცლად გაეცანით ამ ბმულზე

ყველა სიახლე

კორონავირუსი ტესტირება ლაბორატოირია

28 მარტი 2020, 17:54

COVID19

ამერიკულმა კომპანიამ კორონავირუსზე 5-წუთიანი ტესტის წარმოების ნაბართვა მიიღო

ახალი ტესტების შედეგები 5 წუთში იქნება ცნობილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მასობრივი წარმოებისთვის საჭირო ნებართვა აშშ-ის ფედერალური რეგულატორებისგან უკვე მიიღეს.

28 მარტი 2020, 17:36

COVID19

თამარ გაბუნია: პირველადი ჯანდაცვის რგოლი სრულად მობილიზებულია, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუწიოს დახმარება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს შეხვდნენ.

პაულო დიბალა

28 მარტი 2020, 17:34

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაულო დიბალამ ის სიმპტომი დაასახელა, რომლისგანაც ყველაზე მეტად იტანჯებოდა

ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა კორონავირუსისგან მიყენებულ ზიანზე საუბრობს. ფეხბურთელი ამბობს, რომ გამოჯანმრთელების ეტაპზეა. დიბალას გარდა კორონავირუსი იტალიური კლუბის სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ, მათ შორის დანიელე რუგანის და ბლეზ მატუიდის.

იორდანია

28 მარტი 2020, 17:30

COVID19

საქართველოს საელჩომ იორდანიაში საქართველოს 18 მოქალაქე საკვებით უზრუნველყო

„საქართველოს საელჩო ასევე კავშირზეა ამანში მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან და ყველა ზომას მიმართავს, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს სამშობლოში დაბრუნებაში. საელჩო აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით, კავშირზე რჩება მოქალაქეებთან და მზად არის აღმოუჩინოს მათ მაქსიმალური დახმარება ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობების ფარგლებში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

28 მარტი 2020, 17:26

COVID19

ბოლნისიდან თბილისში კორონავირუსის სიმპტომებით, ერთი ადამიანი გადმოყავთ

​​​​​​​​ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები ექიმებმა კარდაკარ შემოწმებისას დაუდგინეს.

კორონავირუსი

28 მარტი 2020, 17:03

COVID19

უზბეკეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც დაავადების შესახებ არავის უთხრა

ის კონტაქტში იყო პირველ პაციენტთან, რომელსაც ქვეყანაში ვირუსი დაუდასტურდა, რომელმაც მას ვირუსი გადასდო. მაგრამ 39 წლის კაცმა საკუთარი ავადმყოფობის შესახებ არავის უთხრა და ინფექციასთან გამკლავება დამოუკიდებლად სცადა.

28 მარტი 2020, 16:53

COVID19

ყვარლის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი სახლების სადარბაზოებს დეზინფექცია უტარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოები და მოსაცდელები სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება.

სტოკჰოლმი

28 მარტი 2020, 16:52

COVID19

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

მაღაზიები და რესტორნები ღიაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები შვედეთში თავისუფლად შედიან. 29 მარტიდან ამოქმედდება 50-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა. სკოლები და ბაგა-ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, დისტანციურ სწავლაზე მხოლოდ სტუდენტები და უფროსი კლასების მოსწავლეები გადავიდნენ. უცხოეთში მოგზაურობის შემდეგ შვედეთის მოქალაქეებს, მათ შორის არც ექიმებსა და მედდებს კარანტინში არავის უშვებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, თვითიზოლაციაში მხოლოდ ის უნდა დარჩეს, მისი ოჯახის სხვა წევრებს კი თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ.

28 მარტი 2020, 16:48

რეგიონი

გიორგი გახარიამ ენგურის ხიდთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა მოინახულა

პრემიერი ბაზას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა.

კახეთი კორონავირუსი

28 მარტი 2020, 16:36

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება, რისთვისაც 238 000 ლარი დაიხარჯება.

კორონავირუსი ტესტირება

28 მარტი 2020, 16:27

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსთან ბრძოლას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის დახმარებით გეგმავენ

„BCG ტებერკულოზის წინააღმდეგ შეიქმნა და ყოველ წელს 130 მილიონ ბავშვს უკეთდება, ამასთან, პრეპარატი ადამიანის „წინა ხაზის“ იმუნურ სისტემას აძლიერებს. ასწავლის, როგორ უპასუხოს ინფექციას უფრო ძლიერად“, - ნათქვამია მეცნიერების განცხადებაში.

პაატა იმნაძე

28 მარტი 2020, 16:27

COVID19

პაატა იმნაძე: ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია უწყებებისთვის და ყველაფერი კეთდება, ასეთი კოორდინაცია არ მინახავს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრა. როგორც მან „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა, ასეთო კოორდინაცია დიდი ხანია, არ უნახავს.

28 მარტი 2020, 16:18

COVID19

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მილიარდერი მფლობელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მილიარდერი მფლობელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. სტივ ბალმერი 25 მილიონ დოლარს იმ ორგანიზაციებს გადაუხდის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

28 მარტი 2020, 16:12

სამართალი

სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას მედიკოსები ადასტურებენ. ქალს ცივი იარაღით გულ-მკრედის არეში ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

არნოლდ შვარცენეგერი

28 მარტი 2020, 16:08

COVID19

არნოლდ შვარცენეგერმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გაიღო

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გაიღო. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

კორონავირუსი უკრაინა

28 მარტი 2020, 16:07

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით უკვე 311 ადამიანია ინფიცირებული

ოფიციალური მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 4, დაიღუპა კი 8 ადამიანი. ქვეყნის ერთადერთი რეგიონი, სადაც Covid 19 ქვეყნის ჯერ არ დაფიქსირებულა კიროვოგრადის ოლქია.

კორონავირუსი ესპანეთი

28 მარტი 2020, 15:59

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კორონავირუსს 832 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 832 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El País-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 72 248 შემთხვევაა გამოვლენილი.

პაატა იმნაძე

28 მარტი 2020, 15:44

COVID19

პაატა იმნაძე: ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი ზის და კითხვარს ავსებს, რომ არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით

„ყველას დრო გაუჩნდა. რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი, ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?! ლუგარის ნაცვლად, კითხვას ავსებს ვიღაცისას, დისერატიცია უნდა დაიცვას, აი ასეთ ხალხთან მაქვს საქმე. გეუბნებით, ფაქტი სახეზეა, ვავსებთ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ისეთ კითხვარს, რომ სადოქტორო დისერტაცია დაიცვება და ჩემი დეპარტამენტის უფროსი და ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდნენ, კითხვარს ავსებენ, იმიტომ რომ მერე იტყვიან, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია არ გავეცით დროზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ქეთვან ციხელაშვილი

28 მარტი 2020, 15:41

COVID19

ქეთევან ციხელაშვილი: რუხის კლინიკა აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის მზადდება

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კონტაქტი ამ რეგიონებთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა აფხაზეთში რეალური სურათის შეფასება საკმაოდ რთულია.

რუხის კლინიკა

28 მარტი 2020, 15:36

COVID19

რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს სოფელ რუხში განუცხადა, სადაც მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გაეცნო.