imedi /  07 თებერვალი 2019, 00:46 / სანდო წყარო

იაპონიაში დაიჭირეს იშვიათი სახეობის თევზი, რაც ცუნამის და მიწისძვრას მოასწავებს

იაპონიაში დაიჭირეს სამი მეტრი სიგრძის თევზი, რომელიც ადგილობრივების თქმით, ცუნამის მოასწავებს. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.

მთელი გასული სეზონის განმავლობაში მეთევზეების ბადეში ამ სახეობის მხოლოდ 7 თევზი აღმოჩნდა. ისინი ზღვის სიღრმეში 200-დან 1000 მეტრამდე ცხოვრობენ.

იაპონურ ლეგენდებში მას ზღვის სამეფოს ელჩს ეძახიან და მის გამოჩენას მიაწერენ ხოლმე, თუკი მალე ცუნამი, ან მიწისძვრა მოხდება.

„არ არსებობს რამე სამეცნიერო დასკვნა მსგავსი პროგნოზებისთვის, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია მისი 100%-ით გამორიცხვა“, - აცხადებს იქტიოლოგი კაზუს საიბა.

ყველა სიახლე

კობა გვენეტაძე

05 აგვისტო 2020, 16:52

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: საფინანსო სისტემა მეორე ტალღისთვისაც მომზადებულია, თუ ასეთი რამ მოხდა

საფინანსო სისტემა მომზადებულია მეორე ტალღისთვისაც, თუ ასეთი რამ მოხდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართული ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

05 აგვისტო 2020, 16:45

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით დადასტურებული კრიმინალია, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ დაემსგავსა ღამურას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. „ის აქაურიც ვეღარ არის, ცდილობს ფეხი მოიკიდოს, რისი რესურსი და შანსიც არ გააჩნია და იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე ფეხს ვერ იკიდებს, იმიტომ, რომ არც არასოდეს ყოფილა რეფორმატორი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეს მარგინალური კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვემზადებით მაღალი ხარისხის დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

Starship SN5

05 აგვისტო 2020, 16:37

ტექნოლოგიები

SpaceX-მა რაკეტა Starship-ის პროტოტიპის პირველი წარმატებული ცდა ჩაატარა

რაკეტის პროტოტიპი Raptor-ის ერთი ძრავით არის აღჭურვილი, ფინალურ ვერსიას კი 6 ასეთი ძრავი ექნება.​ SpaceX-ი Starship-ს პლანეტებს შორის მოგზაურობისთვის ქმნის. კომპანია რაკეტის პირველ სრულფასოვან სტარტს 2021 წელს გეგმავს.

დიმიტრი ხუნდაძე

05 აგვისტო 2020, 16:35

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლაში საქართველო წარმატებულია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტისმა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო არის წარმატებული - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რომან კაკულია

05 აგვისტო 2020, 16:23

პოლიტიკა

რომან კაკულია: დემოკრატიას აშენებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც, ე.წ. „შიდა მოთხოვნაზე“ ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობს ქვეყნის მართვას

დემოკრატიას აშენებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც, ეგრეთ წოდებული „შიდა მოთხოვნაზე“ ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობეს ქვეყნის მართვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

05 აგვისტო 2020, 16:21

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს და ამავე ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტისსა და ამავე ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის კუთხით არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, შეაფასეს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

სამხრეთ კორეა

05 აგვისტო 2020, 16:15

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

საკუთარი სახლების დატოვება დაახლოებით 1 500 ადამიანს მოუწია. ქვეყნის ორი რეგიონი უბედურების ზონად არის გამოცხადებული - იქ 42 დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმს. ასეთი ამინდი ქვეყანაში უკვე 7 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

05 აგვისტო 2020, 16:14

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ბერაია ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარალმენტი ავრცელებს. ქართველმა პარლამენტარებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მისიის წარმომადგენლებისთვის საინტერესო სხვა საკითხზე. ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი ბერაიამ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იმყოფებოდეს საქართველოში.

რომან კაკულია

05 აგვისტო 2020, 16:13

პოლიტიკა

რომან კაკულია: კარგია, რომ The Heritage Foundation-ის სტატიაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში საქართველოს წვლილზეა საუბარი

ეს არის უმნიშვნელოვანესი სტატია, სადაც ორმხრივ ურთიერთობებზეა საუბარი და მასში ხაზგასმითაა საუბარი როგორც საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ასევე ორმხრივ ინტერესებზე, - განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ The Heritage Foundation-ში გაომქვეყნებულ სტატიის კომენტირებისას. „The Heritage Foundation-ში გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრობს. ძალიან კარგია, რომ იქ ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და საუბარია ორმხრივ ინტერესებზე, რაც ყოველთვის აკლდა ამ საუბრებს და შეფასებებს. ორმხრივი ინტერესები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ერთმანეთის გამოწვევები, მხოლოდ ასე შედგება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა. კარგია, რომ საუბარია საქართველოს წვლილზე, მინიშნებაა, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და თავისუფალი ბაზრის პრინციპების გაღრმავება, რაც არის კიდეც საბოლოოდ „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი, რომელსაც ის სთავაზობს საზოგადოებას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.​

05 აგვისტო 2020, 16:11

სამართალი

დაზარალებული მხარის ადვოკატი: მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე დაკავებულ ექიმებს პატიმრობას შეუფარდებს

დაზარალებული მხარის ადვოკატი, მაია ნიკოლაშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლე დავით კურტანიძე დაკავებულ ექიმებს პატიმრობას შეუფარდებს.

რომან გოცირიძე

05 აგვისტო 2020, 15:48

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: სასაცილოა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის მოქალაქეობაზე კირკიტი, ის არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოტორი

მიხეილ სააკაშვილი გამოძებნის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას, რომლითაც რეალიზებული იქნება მისი ავტორიტეტი და მისი წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე გააკეთა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი.

05 აგვისტო 2020, 15:44

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული ექიმებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებული ექიმების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. საუბარია ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორსა და ამავე კლინიკის ექიმზე. ასევე კიდევ ერთ ექიმზე, რომლიც იტალიაშია და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ნილ იანგი

05 აგვისტო 2020, 15:27

მსოფლიო

კანადელმა მომღერალმა ნილ იანგმა დონალდ ტრამპს მისი სიმღერების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გამო უჩივლა

კანადელი მუსიკოსი და მომღერალი ნილ იანგი ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ინფორმაცია იანგის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ის დონალდ ტრამპს მიტინგებზე მისი სიმღერების Rockin 'in the Free World-ის და Devilʼs Sidewalk-ის მიტინგებზე გამოყენების გამო უჩივის. იანგის სარჩელის ასლი მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპმა მისი სიმღერები 2015 წელს გამოიყენა.

არჩილ თალაკვაძე

05 აგვისტო 2020, 15:26

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილს 3 არა სჭირდება, რომ “ნიჭიერი პოლიტიკოსების” კონკურსი დატოვოს

„მას ორი არა უკვე აქვს 1012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მესამე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რადგან ის არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის ასევე უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე კრძალავს დემოკრატიული პრინციპები. ის ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, როგორც ჩანს ის უფრო საინტრესოა ოპოზიციისთვის, რადგან როგორც მის და ასევე სხვა პარტიაში გრძნობენ რომ ის ხელს უშლის ოპოზიციის საქმიანობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სერგი კაპანაძე

05 აგვისტო 2020, 15:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: საზოგადოების დაკვეთაა, მომდევნო მთავრობა კოალიციური იყოს

საზოგადოების დაკვეთაა, მომდევნო მთავრობა კოალიციური იყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე გააკეთა. მისივე თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა და ლიდერი აპირებს, მომავალში ერთპარტიულად ან ერთპიროვნულად მართოს, ამ არჩევნებში მწარედ დამარცხდება.

ილია ფილფანი

05 აგვისტო 2020, 15:14

სამართალი

სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოების დეტალებზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებს. როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

05 აგვისტო 2020, 15:12

თავდაცვა

აღმოსავლეთ სარდლობას პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლად პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დაინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბს ახალი სარდალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. მან ყოფილ სარდალს, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე კიკნაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ სარდალს წარმატებები უსურვა.

ანრი ოხანაშვილი

05 აგვისტო 2020, 15:06

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი რაც უფრო ხშირად გამოჩნდება, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონლური მოძრაობის“ რეიტინგი

ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებული და ასეთი ადამიანი თავს უფლებას აძლევს, რომ პოლიტიკურ აქტივობაზე ისაუბროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

თეონა თამაზაშვილი

05 აგვისტო 2020, 14:50

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: გავეცანი დაკითხვის ოქმებს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაასახელეს. მან ასევე განაცხადა, რომ უწყებაში საქმის გარკვეული მასალები გააცნეს, აქამდე კი სრულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ.

ირაკლი ბერაია

05 აგვისტო 2020, 14:48

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია სააკაშვილზე: რამდენიც უნდა იხტუნოს, საქართველოში მას საკანი ელოდება

„სააკაშვილის არაადეკვატურობის ხარისხი დღითიდღე იზრდება. ადრე, მან განაცხადა, რომ ნახტომისთვის ემზადება, მე მას ვურჩევდი, რამდენიც უნდა იხტუნოს, საქართველოში მას ელოდება საკანი და ის წლები, რომელიც მან უნდა გაატაროს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ეს დროც დადგება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.