imedi /  08 თებერვალი 2019, 20:02 / სანდო წყარო

რატომ მოქმედებს ერთი და იგივე წამალი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად

წამალი

მიუხედავად იმისა, რომ წამლების დანიშნულება დაავადებების მკურნალობა და შესაბამისად ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, მათი მიღება შეიძლება გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდეს, რადგან ერთი და იგივე პრეპარატზე ადამიანები შეიძლება სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ.

ეს ნორმალური მოვლენაა. მიზეზი შეიძლება წონაში სხვაობა იყოს: თუ დოზა ძალიან მცირეა, წამალი შეიძლება არაეფექტიანი იყოს, თუ ზედმეტად დიდი - მავნე. ზოგიერთი პრეპარატის ოპტიმალური დოზა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება პაციენტი, შესაბამისად, დოზები სხვადასხვაა ბავშვისთვის, ზრდასრულისთვის და ასაკოვანი ადამიანისთვის.

ქალს და კაცს შორის ფიზიოლოგიური სხვაობაც ფაქტორია. თუ ადრე წამლების დოზას, როგორც წესი, პაციენტის წონის მიხედვით არჩევდნენ და ქალი განიხილებოდა როგორც „პატარა კაცი“, ახლა მეცნიერებისთვის ცხადი გახდა, რომ ქალები და კაცები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ცალკეულ წამლებზე, და ეს ხვაობები ზოგჯერ დოზის შერჩევაზე აისახება. ისევე როგორც ადამიანების გენეტიკური თავისებურებები.

მრავალი კვლევის წყალობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენეტიკური თავისებურებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება ზოგიერთი წამალი კონკრეტული ადამიანისთვის. საქმე ის არის, რომ გენები ფერმენტების და ცილების მუშაობას განსაზღვრავს, რომლებიც ნივთიერებებს შლის, გარდაქმნის და ხელს უწყობს მათ ორგანიზმში გავრცელებას. გენებში გარკვეული მუტაციების გამო ფერმენტები და ცილები შეიძლება ცუდად გაუმკლავდნენ თავის ფუნქციას. ასეთი მუტაციის მქონე ადამიანებს წამლების მიღების დროს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი მომატებული აქვთ. სხვა მუტაციები აჩქარებს ცილების და ფერმენტების მუშაობას. ამის შედეგად წამალი ორგანიზმიდან შეიძლება მალე გამოვიდეს და კონცენტრაციის სიმცირის შემთხვევაში მკურნალობა არაეფექტიანი იქნება.

გარდა ამისა, არსებობს მუტაციები, რომლის დროსაც მკურნალობის ეფექტი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალია და საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ასეთ მუტაციებს ავლენენ სპეციალური გენეტიკური ტესტების (მათ ფარმაკოგენეტიკურ ან ფარმაკოგენომურს უწოდებენ) დახმარებით იმის განსასაზღვრად, აქვს თუ არა წამლის მიღებას აზრი, რამდენად მაღალია არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი და რა არის ოპტიმალური დოზა. მაგრამ რადგან ფარმაკოგენეტიკური ტესტების ჩატარებას მხოლოდ გარკვეულ წამლებზე აქვს აზრი, უკეთესია ექიმთან კონსულტაცია, რომელიც გეტყვით, აუცილებელია თუ არა ტესტი მკურნალობის დაწყებამდე.

ყველა სიახლე

ვაშინგტონი, აშშ

19 თებერვალი 2019, 00:59

მსოფლიო

ამერიკელებმა ქვეყნის მთავარი პრობლემა დაასახელეს

Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში აშშ-ში მცხოვრები ადამიანების 35% ქვეყნის მთავარ პრობლემად მთავრობას და მის სუსტ მმართველობას ასახელებს. შედეგები 2013 წელს ჩატარებულ კვლევაზე 2%-ით მაღალია. ამერიკელების დიდი ნაწილი სუსტ მმართველობაში ემიგრაციასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გულისხმობს.

ცხოველები

19 თებერვალი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ზოოპარკის 18 000 ბინადრის სამედიცინო შემოწმებისას გადაიღეს. როგორც ვეტერინარები ამბობენ, რენტგენი დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება და ცხოველების მდგომარეობის შესამოწმებლად აუცილებელია.

სექსი

19 თებერვალი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

რომელ ქვეყნებში ჰყავთ ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი (საშუალოდ 15-20) შვეიცარიაში, გერმანიასა და ბრაზილიაში ჰყავთ. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლოება სექსუალურ პარტნიორს მხოლოდ ერთხელ ან სამჯერ იცვლის. ანალოგიური პასუხი გასცეს ესპანელებმა და იტალიელებმაც.

ზინედინ ზიდანი

18 თებერვალი 2019, 23:56

სპორტი

ზინედინ ზიდანი „ჩელსის“ პირობებს უყენებს

ფრანგი სპეციალისტი საფეხბურთო კლუბისგან £200 მილიონს ითხოვს, რომლის დახარჯვასაც „ჩელსის“ შემადგენლობის გასაძლიერებლად გეგმავს. პარალელურად ზიდანი ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ედენ აზარის დარჩენას ითხოვს. ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ ინტერესდება.

ელარჯი

18 თებერვალი 2019, 23:37

ტაბლოიდი

ესპანელმა მორაგბეებმა ელარჯი დააგემოვნეს. ფოტოები

17 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეებს ანგარიშით 24:10 სძლიეს. თამაშის შემდეგ ესპანელმა მორაგბეებმა მეგრული ელარჯი დააგემოვნეს.

ბრიჟიტ მაკრონი
სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:16

საქართველო

ბრიჟიტ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. ფოტოები

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ბრიჟიტ მაკრონს შეხვდა. საფრანგეთის პირველმა ლედიმ სალომე ზურაბიშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. რაც შეეხება ემენუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ხვალ შეხვდება.

Facebook

18 თებერვალი 2019, 23:15

ტექნოლოგიები

Facebook-ი მეტოქეებზე ინფორმაციას აგროვებდა

ირკვევა, რომ Facebook-ი Onavo-ს, ვირტუალური საიდუმლო ქსელის (VPN) აპლიკაციას კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა. ბრიტანელი პარლამენტარები ირწმუნებიან, რომ Facebook-მა „განზრახ და შეგნებულად დაარღვია, როგორც მონაცემთა კონფიდენციალურობა, ისე ანტიკონკურენციის კანონები“.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეზე: შეწყალების შესახებ მე ჩემი კონცეფცია მაქვს

„მე არ გაძლევთ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, გეუბნებით ზოგადად. ამ თემაზე მე მექნება ვრცელი გამოსვლა, როცა გამოვალ პარლამენტის წინაშე და ავხსნი, თუ როგორ ვხედავ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და როგორი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯორჯ მენდონსა

18 თებერვალი 2019, 22:50

კულტურა

ლეგენდარულ ფოტოზე გადაღებული მეზღვაური გარდაიცვალა

ლეგენადარული ფოტო, სახელწოდებით „კოცნა“ ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფმა, ალფრედ აიზენსტედიმ გადაიღო და ის გამარჯვების დღის სიმბოლოდ, ასევე ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრად იქცა. ფოტოზე მენდონსა ექთან გრეტა ზიმერს კოცნის, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.

Apple-ის კომპიუტერი

18 თებერვალი 2019, 22:28

ტექნოლოგიები

ამერიკელმა აღმოაჩინა, რომ 30 წლის წინანდელი Apple-ის კომპიუტერი კვლავ მუშაობს

მიკრობლოგ Twitter-ის მომხმარებელი John Pfaff-ი წერს, რომ მისი მშობლების კომპიუტერი ათწლეულების შემდეგაც გამართულად ფუნქციონირებდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მან სოცქსელში გამოაქვეყნა. Apple IIe სერია Apple II-ში მესამე მოდელი იყო, რომელიც კონცერნმა 1983 წელს გამოუშვა.

სუპერმთვარე

18 თებერვალი 2019, 22:09

ტექნოლოგიები

ცნობილია როდის გაანათებს ცას 2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე

სუპერმთვარე თავის პიკს სამშაბათს, 19 თებერვალს თბილისის დროით 19:54 წუთზე (10:54 a.m. ET) მიაღწევს, თუმცა ამ დროს თვალისთვის ხილული არ იქნება. სავსე მთვარე იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომელთაც სუპერმთვარის ფოტოზე აღბეჭდვა ხიბლავთ. ამ დროს მთვარე ჰორიზონტზე ყველაზე ახლოს იქნება.

ობობა

18 თებერვალი 2019, 22:04

ტექნოლოგიები

სამხრეთ კორეაში უძველესი ობობა აღმოაჩინეს

სამხრეთ კორეელმა მკვლევრება უძველესი ობობების ნამარხი იპოვეს, რომლებიც 110 მილიონზე მეტი ხნის წინ ბინადრობდნენ. მეცნიერების თქმით, მათი თვალები ფოსფორის საშუალებით დღესაც ანათებს.

ოსკარი

18 თებერვალი 2019, 21:37

კულტურა

ჰოლივუდში „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებიან

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი კვირა რჩება. ჰოლივუდში უკვე ემზადებიან წითელი ხალიჩის გასაშლელად და კინო ვარსკვალავების დასახვედრად. 91-ე დაჯილდოება წელს განსხვავებული იქნება და სამ საათს გაგრძელდება.

18 თებერვალი 2019, 21:05

ინტერვიუ

„სასამართლოში ადამიანებთან ბრძოლის მატარებელი ჩავლილია“

ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 20:59

საქართველო

პრეზიდენტმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება და რუსეთის მხრიდან შევიწროებით გამოწვეული პრობლემები"--განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2019, 20:52

მსოფლიო

ტრამპი „მოღალატე“ მაღალჩინოსნებს აკრიტიკებს

17 თებერვლის სატელევიზიო ინტერვიუში, FBI-ის დირექტორის ყოფილმა მოადგილე ენდრიუ მაკკეიბმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი იგეგმებოდა. ირკვევა, რომ მაღალჩინოსნებმა თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტზე 2017 წელს ითათბირეს.

18 თებერვალი 2019, 20:38

საქართველო

რა პრობლემებია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში

რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ, როდესაც 29 წლის ბიძამ, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 13 წლის ძმისშვილი მოკლა, მწვავედ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში ამ მხრივ არსებულ პრობლემას აღიარებენ და ამბობენ, რომ რეფორმა დაწყებულია.

პაკისტანის დროშა

18 თებერვალი 2019, 20:21

ტექნოლოგიები

პაკისტანის დროშა Google-ში ტუალეტის ქაღალდის საძიებო ველში ლიდერობს

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ამბოხებულების მხრიდან ქაშმირში განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ერთგვარი პროტესტის ფორმაა. მომხდარმა 46 გასამხედროებული პოლიციის წევრი იმსხვერპლა. 14 თებერვალს ქაშმირში განხორციელებული თავდასხმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე

18 თებერვალი 2019, 20:14

საქართველო

რას ამბობს მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე

კითხვა დაისვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული დაჩქარებული გამოძიება, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას, თუმცა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აქვე ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფო მხარში უდგას ამ პროექტს.

მარშალ გელოვანის გამზირი

18 თებერვალი 2019, 19:49

საქართველო

მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იკრძალება

19 და 20 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე მარშალ გელოვანის გამზირზე („ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.