Imedi /  11 თებერვალი 2019, 17:29 / სანდო წყარო

Samsung-ი Airpods-ის მსგავს ყურსასმენებს გამოუშვებს

Galaxy Buds

Galaxy Buds-ი

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რომ Samsung-ი Galaxy S10-თან ერთად Galaxy Buds-ის პრეზენტაციასაც გეგმავს. ამის შესახებ Cnet-ი წერს

Galaxy Buds-ი Apple-ის Airpods-ის მსგავსი უკაბელო ყურსასმენია. პრეზენტაცია 20 თებერვალს არის დაგეგმილი. 

WinFuture-ის გავრცელებულ ფოტოსთან ერთად ვრცელდება ინფორმაციაც, რომ Galaxy Buds-ს განსხვავებული ფუნქციები ექნება, რაც Airpods-თან მიმართებაში ფასის სხვაობასაც გამოიწვევს.

ყველა სიახლე

სანტიაგო აბასკალი

24 აპრილი 2019, 14:28

მსოფლიო

ესპანეთში საზღვარზე კედლის აშენება სურთ

ესპანური ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი მიგრანტების შესაჩერებლად ესპანეთის საზღვარზე კედლის აშენებას ითხოვს. მისი თქმით, ესპანეთის აფრიკული ანკლავების საზღვრებზე „გადაულახავი კედლები უნდა აშენდეს, რათა არალეგალი მიგრანტების ნაკადი შეწყდეს“ და ამის საფასური მაროკომ უნდა გადაიხადოს.

სოხუმი

24 აპრილი 2019, 14:16

საქართველო

თბილისში ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს ეხმიანებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით სამხედრო სწავლება დაიწყო. სწავლებაში 3000-მდე ჯარისკაცი და 400-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.სამხედრო სწავლება აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს ერთეულებთან, საერთო ჯგუფის საბრძოლო მომზადების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. სწავლებაში ჩართულია ავიაცია და საზღვაო ფლოტიც.

პანკისის ხეობა

24 აპრილი 2019, 14:09

საქართველო

კომპანია „ფერი“ მზადაა პანკისელებთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს

ლაშა იორდანიშვილის თქმით, კონსულტაციები ადგილობრივებთან 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ხეობაში გარკვეული ძალები მიზანმიმართულად აწყობენ პროვოკაციას. ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ 13 თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხეობაში კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

24 აპრილი 2019, 14:07

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მობილურები ტვინის სიმსივნეს არ იწვევს

ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მობილურის ხმარება ტვინის სიმსივნესთან კავშირში არაა, რადგან ამის მეცნიერული მტკიცებულება დღემდე არ არსებობს. ამის შესახებ გამოცემა DailyMail-ი BBC-ის ეთერში გასულ გადაცემაზე დაყრდნობით წერს.

ქულები

24 აპრილი 2019, 14:07

საქართველო

რა შემთხვევაში ჩამოაკლდებათ მძღოლებს ქულები „ჭკვიანი კამერების“ მეშვეობით

მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მართვის მოწმობაზე ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჩამოაკლდებათ. ინიციატივაზე, რომელიც ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმას ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

პოლიცია

24 აპრილი 2019, 13:56

ძალოვნები

მარნეულში ნაციონალების წარმომადგენელსა და „ქართული ოცნების“ წევრს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდიდან მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ გუშინ ოლქიდან გამოვიდა რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” დროებითი კომისიის წევრი ლაშა ქველაძე მიუახლოვდა და ცალკე საუბარი მოსთხოვა, ამის შემდეგ მას ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა.

სასამართლო

24 აპრილი 2019, 13:32

ძალოვნები

თბილისში ორ ნიგერიელს ჯგუფური გაუპატიურებისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებულები, ნიგერიის მოქალაქეები ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო.

ბენ აფლეკი

24 აპრილი 2019, 13:20

კულტურა

ბენ აფლეკი ფილმს იღებს

ბენ აფლეკი Universal Pictures-ის ახალ პროექტში ჩაერთო. ფილმის სახელწოდებაა Ghost Army და ის აშშ-ის არმის საიდუმლო ქვედანაყოფზეა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში მოქმედებდა. ბენ აფლეკი ფილმში ერთ-ერთ როლსაც შეასრულებს.

საპროტესტო აქციები ლონდონში

24 აპრილი 2019, 13:06

მსოფლიო

„გასაბერ ტრამპს“ ლონდონში ისევ გაუშვებენ

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს ადგილობრივი აქტივისტები ჰაერში დონალდ ტრამპის ფორმის გიგანტურ ბუშტს ისევ გაუშვებენ. დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი 3-5 ივნისს გაიმართება.

24 აპრილი 2019, 12:45

საქართველო

პანკისში პოლიციის დროებით საგუშაგოს ამონტაჟებენ

ადგილზე მეოთხე დღეა რჩება დაცვის 50-მდე პოლიციელი. ისინი 24-საათიანი რეჟიმით პოლიციურ კონტროლს ახორციელებენ. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ყვითელი ლენტით ისევ შემოსაზღვრულია.ადგილზე რჩება სამშენებლო კომპანია "ფერის" კუთვნილებაში არსებული ტრაქტორი, რომელიც დაპირისპირების დღეს მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა.

მეტრო

24 აპრილი 2019, 12:45

საქართველო

აღდგომას მეტრო და ავტობუსები უფასო იქნება

„ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო",- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

არჩევნები ინდონეზიაში

24 აპრილი 2019, 12:38

მსოფლიო

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან გარდაცვლილთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში არჩევნებზე მუშაობის დროს გადაღლილობისგან გარდაცვლილი საარჩევნო კომისიების წევრების რიცხვი 139-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პოლიტიკისა, იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრმა ვირანტომ განაცხადა.

საბაგირო

24 აპრილი 2019, 12:31

საქართველო

ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათის მიმართულებით საბაგიროების აშენება იგეგმება

"5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. სამივე მიმართულებაზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ისეთი შესაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსებია“, – განაცხადა კალაძემ.

24 აპრილი 2019, 12:25

საქართველო

როგორი სანიტარიული მდგომარეობაა აგრარულ ბაზრებში წინასააღდგომოდ

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. კონტროლდება როგორც ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე მაღალი რისკის სურსათის: ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

ნინო სალუქვაძე

24 აპრილი 2019, 12:14

სპორტი

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პირველივე ჯერზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ქალთა ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ლიზი კილაძე 563 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა. ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კარიერაში მე-9 იქნება.

დასაქმება

24 აპრილი 2019, 12:14

საქართველო

მერია გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს

„ისწავლე და დასაქმდი“- მერია გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერიის თქმით, რეგისტრაცია დღეს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, სასწავლო კურსი კი 3 თვეს გრძელდება. მისივე თქმით, შარშან 1000 ადამიანი გადაამზადეს და მათი 80% დასაქმებულია.

24 აპრილი 2019, 12:13

საქართველო

კახა კალაძე: ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეფერხებული მოძრაობის პრობლემა მოგვარდება

ქალაქის მერის თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე მეტროს შახტთან დაკავირებული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორია რკინის ჯებირებითაა შემოღობილი, რაც ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას ხელს უშლის.

პატრიცია ჰილი და ფრენკ ჰილი

24 აპრილი 2019, 12:07

ტაბლოიდი

აშშ-ში 69 წლის ქალმა მეუღლე პორნოარხის ყურების გამო მოკლა

აშშ-ის არკანზასის შტატში 69 წლის ქალს ასამართლებენ, რომელმაც 65 წლის მეუღლე პორნოარხის ყურების გამო მოკლა. საქმის მასალების მიხედვით, წყვილს სატელიტური ტელევიზიის ყურებისთვის გაზრდილი გადასახადი მოუვიდა, რამაც პატრიციას გაღიზიანება გამოიწვია. როდესაც მან ქვითარი შეისწავლა, აღმოჩნდა, რომ ფრენკმა კვლავ ჩართო პორნოარხი, რომელიც მანამდე პატრიციამ გაათიშინა.

24 აპრილი 2019, 11:59

ტექნოლოგიები

Instagram-ს ქვიზების სტიკერი დაემატა

ახალი ფუნქცია iOS-ისა და Android -ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. სიახლის საშუალებით, Instagram-ის "სთორებში" შეკითხვის დასმა და აუდტორიისთვის სავარაუდო პასუხების შეთავაზებაა შესაძლებელი.

კალაძე

24 აპრილი 2019, 11:58

საქართველო

კახა კალაძე მოადგილეებისა და ვიცემერის ხელფასების ზრდას უარყოფს

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ვხედავ, ვალდებული ვარ, განმარტებები და შედარებები გავაკეთო. წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მოსახლეობამ ინფორმაცია უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს კიდეც ცხრილი, 2013 წელს რამდენი იყო მერის მოადგილეების ხელფასები და დღეს რამდენია“, - განაცხადა თბილისის მერმა.