imedi /  08 მარტი 2019, 14:59 / სანდო წყარო

ყველაზე პოპულარული მობილური აპლიკაციები დასახელდა

კომპანია Newzoo-მ ყველაზე პოპულარული მობილური აპლიკაციების ტიპები დაასახელა. პირველი ადგილი სოციალურმა ქსელებმა დაიკავეს, მათ მომხმარებელთა 67% იყენებს. მეორე ადგილი, 56% - შოპინგისთვის განკუთვნილ აპლიკაციებს უკავიათ, ხოლო მესამე ადგილი, მომხმარებელთა 50%-ით - თამაშებს. შემდეგი ადგილები მუსიკალურმა და სტრიმინგ სერვისებმა გაინაწილეს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მობილური თამაშების პოპულარობა იზრდება. მათი აზრით 2019 წელს მობილური თამაშებით გატაცებულთა რაოდენობა 2,4 მილიარდამდე გაიზრდება.

ყველა სიახლე

23 მაისი 2019, 11:28

ეკონომიკა

Panasonic-მა Huawei-ის ტრანზაქციები შეუჩერა

იაპონურმა კომპანია Panasonic-მა ჩინურ Huawei-ის აშშ-ის აკრძალვის შემდეგ ტრანზაქციები შეუჩერა. Panasonic-ის ცნობით აკრძალვა შეეხება იმ პროდუქციას, რომელში გამოყენებული მასალის 25%-ი დამზადებულია აშშ-ში. გასულ კვირას აშშ-მ Huawei-ი იმ კომპანიების სიაში შეიყვანა რომელთანაც ამერიკული ფირმები ვერ ივაჭრებენ, თუ მათ ლიცენზია არ ექნებათ.

მერაბ ლომინაძე

23 მაისი 2019, 11:19

საქართველო

ფინანსური დირექტორი: მაღაროელების გაფიცვით „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღე მილიონი ლარით ზარალდება

კომპანიის მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის მოთხოვნების შესრულებაზე შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცულნი. ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, ისინი მზად არიან, მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25 პროცენტით გაუზარდონ - თავიდან 15%-ით, შემდეგ კი 10%-ით.

23 მაისი 2019, 11:07

საქართველო

ლევან იზორია აშშ-ში ჯონ ბოლტონს შეხვდა

ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.

ჭიათურა

23 მაისი 2019, 11:06

საქართველო

ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობას განაგრძობენ

ჭიათურაში მეშვიდე დღეა შიმშილობა გრძელდება. მაღაროელები პროტესტს არ წყვეტენ. რამდენიმე მათგანმა გვიან ღამით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამართალდამცველების თხოვნით ნაკერები მოიხსნეს.

სალომე ზურაბიშვილი

23 მაისი 2019, 10:53

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: მე არ მექნება დიალოგი პუტინთან

მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუ სრულად სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.

აშშ-მექსიკის საზღვარი

23 მაისი 2019, 10:44

მსოფლიო

აშშ-მექსიკის საზღვარზე დაკავებული ექვსი მოზარდი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ბავშვს გულის დაავადება ჰქონდა და ის ნებრასკას საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიებას დემოკრატული პარტიის წევრები ითხოვენ. BBC-ის ცნობით, გასულ წელს საზღვრის გადალახვის შემდეგ კიდევ 6 მოზარდი გარდაიცვალა.

23 მაისი 2019, 10:38

ტაბლოიდი

ბრიტანელ ქალს 10 წლის წინ მოპარული საფულე დაუბრუნეს

2009 წელს ბეკა მისლომი, რომელიც მაშინ 18 წლის იყო, გაძარცვეს: მისი ავტომობილი მაშინ გატეხეს, როდესაც გოგო ძაღლს ასეირნებდა. მაშინ ავტომობილიდან საფულე წაიღეს.10 წლის შემდეგ ქალმა გზავნილი მიიღო, რომელიც მამამისის მისამართზე მივიდა: მასში მოპარული საფულე და საბუთები იყო.

ტერეზა მეი

23 მაისი 2019, 10:26

მსოფლიო

Times: დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი თანამდებობას სავარაუდოდ 24 მაისს დატოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ შეიძლება თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით The Times-ი წერს. სავარაუდოდ, მეი წასვლის შესახებ განცხადებას კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსანთან გრემ ბრედისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

კალებ ევანი

23 მაისი 2019, 09:58

სპორტი

ჯირო დ'იტალიას მე-11 ტურის გამარჯვებული კალებ ევანი გახდა

მრავალდღიანი ველორბოლის ჯირო დ'იტალიას მე-11 ტურის გამარჯვებული კალებ ევანი გახდა. ავსტრალიელმა სპორტსმენმა 221 კილომეტრი 5 საათში, 17 წუთსა და 26 წამში გაიარა. მეორე ადგილზე ფრანგი არნო დემარა გავიდა, მესამეზე კი გერმანელი პასკალ აკერმანი.

23 მაისი 2019, 09:39

საქართველო

გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გიორგი გახარიამ, როსარია პუგლისის, ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

23 მაისი 2019, 09:23

ტექნოლოგიები

YouTube-ს მუშაობაში შეფერხებებია

სერვისი შეფერხებებით მუშაობს საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, უკრაინაში, რუსეთსა და აგრეთვე აშშ-სა და იაპონიაში. მომხმარებლების განმარტებით, პრობლემა ძირითადად ვიდეოს ტრანსლაციას უკავშირდება.

მერაბ კოსტავა

23 მაისი 2019, 08:56

კულტურა

ეროვნულ არქივში მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია მერაბ კოსტავას პირადი არქივში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ასევე ფოტოები, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

ევროპარლამენტი

23 მაისი 2019, 08:39

მსოფლიო

დღეს ევროპარლამენტის არჩევნები იწყება

საკუთარ არჩევანს პირველები ბრიტანელები და ნიდერლანდელები დააფიქსირებენ. შაბათს არჩევნები ჩატარდება ლიტვაში, მალტასა და სლოვაკეთში, დანარჩენი ქვეყნები კი მათ კვირას შეუერთდებიან. ამასთან, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და კვიპროსზე ხმის მიცემა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩევლებს ჯარიმა ემუქრებათ.

ვან ი

23 მაისი 2019, 08:15

საქართველო

საქართველოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს დღეს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.

23 მაისი 2019, 08:01

საქართველო

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ქართული მხარე მოწადინებულია, პროცესი აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით წარიმართოს.

23 მაისი 2019, 01:07

ეკონომიკა

ფლორიდაში გიტარის ფორმის სასტუმრო გაიხსნება

ფლორიდაში გიტარის ფორმის სასტუმრო გაიხსნება. 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების შენობა ფლორიდაში Hard Rock ჯგუფის ერთ-ერთი უდიდესი პროექტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს სხვა $2.2 მილიარდიანი სასტუმროებისა და კაზინოს მშენებლობას.

ჯონ როკფელერი

23 მაისი 2019, 00:49

ეკონომიკა

Bloomberg: ჯონ როკფელერი ბილ გეითსზე სამჯერ მდიდარი იყო

სააგენტო Bloomberg-მა წარსულის ზოგიერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება მილიარდერების თანამედროვე რეიტინგების ლიდერთა შემოსავლებს შეადარა. რისთვისაც ეკონომისტ სემუელ უილიამსონის მეთოდოლოგია გამოიყენა. აღმოჩნდა, რომ როკფელერი იყო სამჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი.

მიხეილ სააკაშვილი

23 მაისი 2019, 00:38

მსოფლიო

სააკაშვილი ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა. სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ შესაბამისი წერილით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე მიმართა.

სახელმწიფო დეპარტამენტი

23 მაისი 2019, 00:27

მსოფლიო

აშშ ეჭვობს რომ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი ისევ გამოიყენა

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სირიის მთავრობა შესაძლოა, კვლავ ქიმიურ იარაღს იყენებდეს. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება. შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ ფაქტი სამთავრობო ძალების მიერ იდილბის პროვინციაზე განხორციელებული საჰაერო იერიშების დროს მოხდა.

23 მაისი 2019, 00:02

კულტურა

Prada 2020 წლიდან ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს

მოდის სახლი Prada 2020 წლიდან ცხოველების ბეწვს აღარ გამოიყენებს. ამის შესახებ Fur Free Alliance, FFA-ს ხელმძღვანელმა ჯონ ვინდინგმა განაცხადა. FFA აერთიანებს 50 ორგანიზაციას, რომლებიც ცხოველების დასაცავად გამოდიან. Prada ცხოველების ბეწვს არ გამოიყენებს ახალ მოდელებში.