არქივი
19 მარტი 2026, 18:37
საზოგადოება
გურამ ნიკოლაშვილი: როდესაც ის პატრიარქი გახდა, ხანდახან წირვაც აკრძალული ჰქონდა. ამ მდგომარეობიდან მოახერხა არა მარტო ეკლესიის ფეხზე წამოყენება, ეკლესია აქცია იმ სივრცედ, ბუდედ, სადაც ყველაზე პროგრესულ ნაწილს კრებდა
როდესაც ის პატრიარქი გახდა, ხანდახან წირვაც აკრძალული ჰქონდა, მთელს ზაფხულს მარტყოფში ატარებდა და თბილისშიც ვერ ჩამოდიოდა, ყველა ნაბიჯი უნდა შეეთანხმებინა მაშინდელი სამსახურებისთვის. ამ მდგომარეობიდან მოახერხა არა მარტო ეკლესიის ფეხზე წამოყენება, ეკლესია აქცია იმ სივრცედ, ბუდედ, სადაც ყველაზე პროგრესულ ნაწილს კრებდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 18:35
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი ილია მეორეზე: პატარა მდოგვის მარცვლიდან რამხელა შედეგი მივიღეთ. მინავლებული ნაკვერჩხლიდან მან აანთო კოცონი - იგი შეუერთდა მე-20 საუკუნის მოწამე, დიდი პატრიარქების რიცხვს
სამებაში დღე და ღამე ხალხის ნაკადი არ წყდება. ეს მეტყველებს, საიდან დაიწო და პატარა მდოგვის მარცვლიდან რა შექმნა - რამხელა შედეგი მივიღეთ. მინავლებული ნაკვერჩხლიდან მან აანთო კოცონი. იგი შეუერთდა მე-20 საუკუნის მოწამე, დიდი პატრიარქების რიცხვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 18:35
საზოგადოება
გურამ ნიკოლაშვილი: არ არსებობს ადამიანი, ვისაც პატრიარქის მიმართ პატივისცემა არ ჰქონია, მტერიც კი. სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც მისგან გრძნობდნენ სიყვარულს, სიბრძნეს და სულ აღნიშნავდნენ ამას
არ არსებობს ადამიანი, ვისაც პატრიარქის მიმართ პატივისცემა არ ჰქონია, მტერიც კი. სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც მისგან გრძნობდნენ სიყვარულს, სიბრძნეს და სულ აღნიშნავდნენ ამას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ისტორიკოსმა გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფიგურაზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 18:32
საზოგადოება
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ილია II განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღვრობდა ქართული სულიერებისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებას. მისი დიდი ღვაწლი დიდხანს ემახსოვრებათ საქართველოში და მის საზღვრებს მიღმაც
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნადეჟდა ნეინსკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
19 მარტი 2026, 18:24
საზოგადოება
გურამ ნიკოლაშვილი: ვერ დავასახელებთ ვერაფერს, რასაც ილია მეორე შეეხო და რაც არ იყო გამსჭვალული ეროვნული სულისკვეთებით. სხვანაირად ის არ აკეთებდა არაფერს
მან ყველაფერში ჩადო უდიდესი სიყვარული მრევლის, ქართველების და საქართველოსი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 18:23
პოლიტიკა
არქიმანდრიტი იოვანე: იმდენად დიდი იყო ჩვენი პატრიარქის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ, რომ ჩვენს გულებში სულ გვინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო
„ვუსამძიმრებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, რომლებიც ნამდვილად ჩვენი პატრიარქის სულიერი შვილები ვართ და ყველანი ძალიან განვიცდით ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პატრიარქი უკვდავი გვეგონა და ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა გარდაცვლილიყო. იმდენად დიდი იყო ჩვენი მის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ და ჩვენს გულებში სულ გვინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო. სამწუხაროდ, დადგა ის დღე, როცა ჩვენ გარდაცვლილ პატრიარქზე გვიწევს საუბარი და ძალიან ვწუხვართ ამის გამო“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.
19 მარტი 2026, 18:20
საზოგადოება
ბათუმის მერია პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს უფასოდ მოემსახურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
19 მარტი 2026, 18:20
საზოგადოება
მთავრობის წევრები და პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სამების საკათედროს ტაძარში მივიდნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
19 მარტი 2026, 18:15
საზოგადოება
ირაკლი ბრაჭული: პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე
პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა.
19 მარტი 2026, 18:11
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოები განთავსდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბანერები განთავსდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
19 მარტი 2026, 18:05
საზოგადოება
ირაკლი ბრაჭული ილია მეორეზე: პატრიარქი არ იყო მარტო ეკლესიის ხელმძღვანელი და ფართომასშტაბიანი ისტორიული მოვლენების ორგანიზატორი, ის იყო დიდი მოაზროვნე და ერის ინტელექტუალური ლიდერიც
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იმ ინტერესებზე და ხედვებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის შესაძლოა, ნაკლებად იყოს ცნობილი.
19 მარტი 2026, 17:54
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან, რაც ხდება სწორი ეკლესიური ცხოვრებით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით და ყველა ქრისტიანს ურჩევდა, ხშირად მიეღო წმინდა ზიარება. ეს მისი ერთგვარი ანდერძიც არის“, - აღნიშნა მამა იოვანემ.
19 მარტი 2026, 17:51
მსოფლიო
„ევროპის სახალხო პარტია“ უკრაინას მედიის თავისუფლების დაცვისა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
„ევროპის სახალხო პარტიამ“ 50 წლის იუბილესთად დაკავშირებით გაფართოებული სამიტი ჩაატარა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.
19 მარტი 2026, 17:38
საზოგადოება
კუბაში საქართველოს საელჩოში უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი
კუბაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი.
19 მარტი 2026, 17:32
რეგიონი
დეკანოზი გიორგი პაპუნაშვილი: ერთი მლოცველი და ჩვენი ერის დიდი მეოხი შეემატა ზეციურ საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ისეთი ადამიანია, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული
ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში პანაშვიდი დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა გადაიხადა. მან პატრიარქის განვლილი წლები გაიხსენა და მის ღვაწლზე ისაუბრა.
19 მარტი 2026, 17:18
საზოგადოება
PABSEC: მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა. გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა (PABSEC) და პირადად ჩემი სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნულია წერილში.
19 მარტი 2026, 17:16
მსოფლიო
აშშ-მა ირანულ ნავთობს, შესაძლოა, სანქციები დროებით მოუხსნას
აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ამერიკის მთავრობამ, შესაძლოა, ირანულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნას.
19 მარტი 2026, 16:54
საზოგადოება
პარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფოტოები განთავსდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა.
19 მარტი 2026, 15:58
მსოფლიო
კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ჩვენ გვჭირდება ომიდან გამოსვლა და არა ესკალაცია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საჭიროა ირანის ომიდან გამოსვლის გზების ძებნა და არა ესკალაცია.
19 მარტი 2026, 15:32
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.
19 მარტი 2026, 15:17
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ მის ენერგოობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სრულად გაანადგურებენ
„ჩვენ ვაფრთხილებთ მტერს: თქვენ დაუშვით დიდი შეცდომა, როდესაც თავს დაესხით ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. თუ ეს განმეორდება, შემდგომი თავდასხმები თქვენს და თქვენი მოკავშირეების ენერგო ინფრასტრუქტურაზე არ შეწყდება მათ სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ირანის სამხედრო ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა.
19 მარტი 2026, 15:04
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
19 მარტი 2026, 14:55
საზოგადოება
უზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა
უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე, - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს სამძიმრის წერილში.
19 მარტი 2026, 14:49
საზოგადოება
რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
19 მარტი 2026, 14:40
თემა
როგორ და რატომ გამოიწვია ირანთან ომმა კიდევ ერთი ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოაღვიძა წარსული კრიზისის აჩრდილებს, რომლებმაც ევროკავშირი შეძრა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, ევროპარლამენტის ტრიბუნაზე მდგომმა ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის მანიპულირებაში დაადანაშაულა. მათ ურჩევნიათ, გაზი ააფეთქონ, ვიდრე - მოგვაწოდონ, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაშინ, რადგან ენერგეტიკულ რესურსებზე ფასების ზრდამ კონტინენტზე მომხმარებლები დააზარალა. ეს ბაზარი აღარ ფუნქციონირებს. ეს არის ომი ჩვენი ენერგიის, ეკონომიკის, ჩვენი ღირებულებებისა და მომავლის წინააღმდეგ, - განაცხადა მან და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ევროპასუკვე გადააქვს ყურადღება რუსული გაზიდან უფრო საიმედო პარტნიორებზე, როგორებიც არიან შეერთებული შტატები და ნორვეგია. თუმცა ოთხი წლის შემდეგ, ევროპა ისევ ენერგეტიკასთან დაკავშირებული დიდი იმედგაცრუების წინაშე დგას. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ აი, აქ ვართ, - განუცხადა BBC-ს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა. მან ანონიმურობის დაცვა ითხოვა, რათა ღიად ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ევროპაში მზარდ ენერგეტიკულ კრიზისზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია. (ევროპელი) პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები ახლა პანიკაში არიან ენერგიის ფასების გამო. ისინი ღელავენ ამომრჩეველთა უკმაყოფილებაზე და მოკლევადიანი გადაწყვეტილებების პოვნას ცდილობენ, - განაცხადა რესპონდენტმა. ისმის კითხვა: შეუძლია თუ არა ევროპას, იქნება ეს მთელი კონტინენტი თუ თუნდაც მხოლოდ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, თავისი მრავალფეროვანი ინდუსტრიით, მაღალი ენერგეტიკული საჭიროებებითა და განახლებადი ენერგიის შესახებ შეხედულებებით, რეალურად გახდეს თვითკმარი ენერგეტიკის მიმართულებით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას BBC შეეცადა.
19 მარტი 2026, 14:36
მსოფლიო
The Washington Post: ბაზაზე, სადაც რუბიო და ჰეგსეტი ცხოვრობენ, უცნობი დრონები დააფიქსირეს
ვაშინგტონში მდებარე ფორტ ლესლი მაკნეირის სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ცხოვრობენ, უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
19 მარტი 2026, 14:33
საზოგადოება
დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: მისი უწმინდესობა ყოველთვის ცდილობდა იმ ტრადიციების აღდგენისთვის თუ დაფუძნებისთვის შეეწყო ხელი, რომელიც გულისხმობდა ადამიანისთვის სიხარულის ჩუქებასა და გაზიარებას
ოჯახის სიწმინდის დღე, საყოველთაო ნათლობა, ალილო, შობის დღესასწაულზე ფანჯარასთან დანთებული სანთელი - ეს ტრადიციები პატრიარქის სახელს უკავშირდება. თემაზე დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
19 მარტი 2026, 14:24
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით
„2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.
19 მარტი 2026, 14:19
საზოგადოება
კატარის არქიეპისკოპოსმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა
კატარის არქიეპისკოპოსმა არისტოვულოსმა კატარში საქართველოს საელჩოს შენობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ელჩი კატარში ვარლამ ავალიანი ავრცელებს.
19 მარტი 2026, 14:12
საზოგადოება
ტარიელ ხარხელაური: პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შემეძლო საუბარი, მიუღებელი იყო თუ არა მართლმადიდებლობისთვის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა, შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას
ეს გზა, რომელიც პატრიარქმა თავისი წამოსვლით და წასვლითაც გვიჩვენა, რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ. ეს გაერთიანების სურვილი არ უნდა გადაცვალო პირადულ ინტერესებზე, ეს ჩვენი ქვეყნის ზრუნვა უნდა იყოს , - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხალხელაურმა.


