არქივი

13 მარტი 2026, 19:07

რეგიონი

გივი მიქანაძემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

13 მარტი 2026, 19:07

მსოფლიო

AXIOS: ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს დასცინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ვირტუალური სამიტის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს დასცინა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 19:04

მსოფლიო

AXIOS: „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ტრამპს ირანში ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ

გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ვირტუალური სამიტი ირანის ომის მზარდი ეკონომიკური შედეგების გამო ქვეყნების ლიდერების სერიოზული შეშფოთების ფონზე გაიმართა.

პიტ ჰეგსეტი

13 მარტი 2026, 18:59

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია.

მარტა კოსი

13 მარტი 2026, 18:58

მსოფლიო

POLITICO: ევროკომისარ მარტა კოსს კვლავ უყენებენ ბრალდებებს, რომ 1980-იან წლებში ის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ეს საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებები აქვს.

ლევან მაჭავარიანი

13 მარტი 2026, 18:56

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს დამხობის მცდელობას, იმ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხომ ხვდება, რომ სისულელეა?!

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალები დამარცხდნენ „ქართულ ოცნებასთან“, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხვეწნის წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, რომ საქართველო დასანქცირებულიყო. ბრიუსელმა მათი ეს ხვეწნა რომ არ გაითვალისწინა, სწორედ მათ მიმართეს ეუთო-ს ამ მექანიზმის ასამუშავებლად , - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

ლაშა გეგეჭკორი

13 მარტი 2026, 18:50

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი ძაღლების ჰიპერპოპულაციის 2026 წლის პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ძაღლების ჰიპერპოპულაციის 2026 წლის პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ლევან მაჭავარიანი

13 მარტი 2026, 18:49

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმზე“: ზუსტად ისეთი უაზრობებია, რასაც რეზოლუციებში ვხედავთ. იქნებ სია გამოგვიგზავნოს ვინმემ, ვის მოიაზრებენ პოლიტპატიმრებად და გავიაროთ მერე, თუ რა ბრალი ედებათ ამ ადამიანებს

ეს დასკვნა ვისი შედგენილიც არის, ის ადამიანი საქართველოში ორი დღე იმყოფებოდა და სულ რამდენიმე დღეში მოასწრო, რომ ასე ძირეულად შეესწავლა ამდენი საკითხი, რა თქმა უნდა ეს ნახევრად ხუმრობით. შესაბამისად, ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა და ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს დასკვნა უკვე გამზადებული იყო. უბრალოდ, რაღაც ფორმალობა ჩატარდა, რომ თითქოს ადამიანი ჩამოვიდა, ორ დღეში შეისწავლა საქართველოს უახლესი ისტორია და შემდეგ დაწერა ამხელა დასკვნა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე საუბრისას.

რომან კაკულია

13 მარტი 2026, 18:25

პოლიტიკა

რომან კაკულია: არც ერთი ტექსტი არ მიდის აქედან ისეთი, როდესაც დაკავშირება არ ხდება საქართველოში ევროკავშირის საელჩოსთან და შემდეგ მათი ნდობით აღჭურვილ პირებთან, ვისაც ისინი მიიჩნევენ, კონსულტაციის შედეგად იწერება ტექსტები

ტექსტი რომ აქ არის დაწერილი, ჩვენ ხომ მივხვდით ამას. ეს უნდა იცოდე შინაგანად, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ ეუთოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციების შინაარსის კომენტირებისას.

კახა კალაძე

13 მარტი 2026, 18:22

პოლიტიკა

კახა კალაძე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები - ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

ეს არის სრული ბოდვა. მგონი ყველა კარგად ხვდებით, თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და რა დგას ამის უკან, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერის განცხადებით, ქვეყნის შიგნით რა კანონებია მისაღები, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს.

ლევან მაჭავარიანი

13 მარტი 2026, 18:21

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ. თვითონ აღარ აქვს პრეტენზია სააკაშვილს თავის ჯანმრთელობაზე, მაგრამ რეზოლუციაში მაინც წერენ

„მერამდენე რეზოლუციას იღებენ და ყოველ რეზოლუციაში ათასი სისულელე არის ჩაწერილი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, თითქოს სააკაშვილი კვდება. თვითონ აღარ აქვს პრეტენზია სააკაშვილს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ რეზოლუციაში მაინც წერენ“.

ლევან მაჭავარიანი

13 მარტი 2026, 18:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მდიდარი NGO-ები არის ინსტრუმენტი, რომ პოლიტიკური აზრის ფორმირებასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინონ

მდიდარი NGO-ები არის ინსტრუმენტი, რომ პოლიტიკური აზრის ფორმირებასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

13 მარტი 2026, 18:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი, რომ პასუხის გარეშე არ დარჩეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შეფასებისას.

13 მარტი 2026, 16:47

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 15:37

მსოფლიო

Axios: „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან გამართული ვირტუალური სამიტის დროს განაცხადა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა. ინფორმაციას Axios-ი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 მარტი 2026, 15:26

საზოგადოება

უწყებათაშორისი დანაყოფის წევრი საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ჩოკოშვილმა მგზავრთა და კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის წევრებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მებაჟე ოფიცრებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

13 მარტი 2026, 15:16

მსოფლიო

Politico: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ირანის წინააღმდეგ ოპერაციას სკეპტიკურად აფასებდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სკეპტიკურად აფასებდა პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. ინფორმაციას Politico ტრამპის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 მარტი 2026, 15:11

რეგიონი

რუსთავში მასშტაბური ურბანული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი და კონკურსი გამოაცხადა.

ლაშა ფარულავა

13 მარტი 2026, 15:10

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა: რაც შეეხება კანონს, ოჯახური ღირებულებების ნაწილი ჩვენთვის არის საკამათო, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია. ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები არის უმთავრესი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მისი პარტია კონსერვატიული პარტიაა და მათთვის მთავარი ქრისტიანული ღირებულებებია. ამის შესახებ მან ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში დაყენებული მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.

ცოტნე ანანიძე

13 მარტი 2026, 14:56

პოლიტიკა

ანანიძე: ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის საფრთხეა. ხალხს ეუბნება - ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა. ტყუილი ოპოზიციის უცვლელი ხაზია!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ ისინი ტყუილს და არაკომპეტენტურ ინფორმაციას ავრცელებენ.

ნინო თანდილაშვილი
ჰიონ დუ კიმი

13 მარტი 2026, 14:54

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 14:47

მსოფლიო

ტრამპი: არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი.

ლევან ზალკაიანი

13 მარტი 2026, 14:43

რეგიონი

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული: სტიქიის ზონაში კვლავაც რთული ვითარებაა, ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს

სტიქიის ზონაში კვლავაც რთული ვითარებაა. ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების მიზნით იცავს პერიმეტრს, - განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკაიანმა.

ნინო გოგოლაშვილი

13 მარტი 2026, 14:43

რეგიონი

ტყიბულის მკვიდრი: მინდა უღრმესი მადლობა გამოვუცხადო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, საგანგებო სამსახურს იმიტომ, რომ უდიდესი წვლილია მათი იმაში, რომ დაზარალებული არავინ არის და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა

ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ. ასევე, ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

ლევან ზაუტაშვილი

13 მარტი 2026, 14:39

პოლიტიკა

ლევან ზაუტაშვილი ტყიბულის სტიქიაზე: მოსახლეობის პირველადი საჭიროება მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია, განსაკუთრებული ჩარევა ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ არის

ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

კახა კალაძე

13 მარტი 2026, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ს თაობაზე: თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ საქმეს ემსახურება, ეს საამაყო უნდა იყოს და ამის, არათუ დამალვა, პირიქით, აფიშირება უნდა ხდებოდეს. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან, თინა ხიდაშელის მიერ ჩეხეთში არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრირების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად ფულს იღებენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრობისთვის.

ლაშა ფარულავა

13 მარტი 2026, 14:31

პოლიტიკა

ლაშა ფარულავა: პეტრე ცისკარიშვილს არავინ ემიჯნება და ვერც ვერავინ გაემიჯნება

პეტრე ცისკარიშვილს არავინ ემიჯნება და ვერც ვერავინ გაემიჯნება,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ. ოპოზიციის ახალი ალიანსისა და გაერთიანებიდან მალევე დაწყებული დაპირისპირების შესახებ.

13 მარტი 2026, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს მქონე ადამიანთა ერთობაში ყოველთვის იქნება ურთიერთდაპირისპირება. მათ სიკეთე არ ამოძრავებთ საქართველოს მიმართ

„ჩვენ გვაქვს დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს მქონე ადამიანთა ერთობა. ადამიანების ერთობა, რომლებიც მიმართულნი არიან დანაშაულისკენ, ყოველთვის იქნება არა სიკეთით განმსჭვალული, არამედ - ურთიერთდაპირისპირებით. სწორედ ამ საფუძველზე დაშლილ და შეერთებულ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იქნება ურთიერთდაპირისპირება. მათ სიკეთე არ ამოძრავებთ საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დანილო დელა ვალე

13 მარტი 2026, 14:28

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: არ უნდა გვქონდეს ურთიერთობები მხოლოდ იმ მთავრობებთან, რომელიც მოგვწონს. საჭიროა დიალოგი ყველა ქვეყნის მთავრობასთან. არავის შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ქართველი ხალხის ნაცვლად

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტარების ნაწილი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

13 მარტი 2026, 14:28

პოლიტიკა

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ექსპორტი 26.5%-ით გაიზარდა და თებერვლის თვის რეკორდულ მოცულობას, თითქმის 546 მლნ. დოლარს მიაღწია

მიმდინარე წლის თებერვალში ექსპორტი, წინასწარი მონაცემებით, 26.5%-ით გაიზარდა და თებერვლის თვის რეკორდულ მოცულობას, თითქმის 546 მლნ. დოლარს მიაღწია.