არქივი

შალვა პაპუაშვილი

27 თებერვალი 2026, 11:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიზანია, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა - ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი

გავარკვიეთ, თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ეტყობა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

27 თებერვალი 2026, 11:21

საზოგადოება

საერთაშორისო გასტრო ინფლუენსერები საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გასტრო ინფლუენსერებს უმასპინძლა.

27 თებერვალი 2026, 11:18

რეგიონი

აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

გიორგი გამსახურდია

27 თებერვალი 2026, 11:05

პოლიტიკა

გამსახურდია უკრაინის რადას თავმჯდომარეზე: რა მადლობას, ან ბოდიშს უნდა ველოდოთ იმ ოფიციოზისგან, რომლებსაც დღემდე არ მოუხდია ბოდიში, გმირი პოლონელი ხალხისთვის, შემზარავი დანაშაულის შესახებ, რასაც ვოლინის სისხლიანი სასაკლაო ჰქვია

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიმართ მორიგ ბრალდებად აფასებს.

ნიკოლ ფაშინიანი ანა ჰაკობიანი

27 თებერვალი 2026, 10:59

მსოფლიო

ფაშინიანი: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რთულ პერიოდებში ანა ჩემ გვერდით იყო. ის იყო ჩემი საყრდენი და მხარდამჭერი. არ ვარ დარწმუნებული, მეც ვიყავი, თუ არა ასეთი მისთვის. ალბათ, უფრო მეტი ტკივილი მივაყენე, რის გამოც პატიებას ვთხოვ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლემ, ანა ჰაკობიანმა განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

27 თებერვალი 2026, 10:55

სპორტი

რუსთავში სახელოვანი კალათბურთელის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი ჩატარდა

რუსთავის მერიის და საკალათბურთო კლუბი ,,რუსთავის“ ორგანიზებით, რუსთავის სპორტის სასახლეში, რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირის საფინალო მატჩი და დახურვის ღონისძიება გაიმართა.

27 თებერვალი 2026, 10:25

სამართალი

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს - დახურულია 10 ობიექტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.

27 თებერვალი 2026, 10:23

სამართალი

აჭარის პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ნ.ა. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული შ.ჩ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

27 თებერვალი 2026, 10:23

პოლიტიკა

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.

27 თებერვალი 2026, 10:22

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „კოკაინი“ და 100 გრამი „კლეფედრონი"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული მ.ც. და 1991 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.

27 თებერვალი 2026, 10:20

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

27 თებერვალი 2026, 10:19

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე, მათ შორის - თურქეთის, ეგვიპტის, ჩინეთის, ირანის, ინდოეთის, ზიმბაბვეს, ბანგლადეშისა და თურქმენეთის მოქალაქეები.

27 თებერვალი 2026, 10:16

სამართალი

თბილისში პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

27 თებერვალი 2026, 10:04

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს "ხალხის ძალის" ფრაქციების წარმომადგენლებთან საკრებულოებში

პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერები ამჯერად წალკისა და თეთრიწყაროს საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო „ხალხის ძალის“ სამომავლო გეგმებს, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და "ხალხის ძალის" ხედვებს ამ მიმართულებით. თეთრიწყაროსა და წალკაში, „ხალხის ძალის“ ლიდერებს გააცნეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები, ისაუბრეს წალკისა და თეთრიწყაროს განვითარების პოტენციალზე.

27 თებერვალი 2026, 09:31

მსოფლიო

სასამართლომ გერმანიის დაზვერვას აუკრძალა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადოს

გერმანიის ქალაქ კელნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სარჩელი დააკმაყოფილა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2026, 09:22

მსოფლიო

დონალდ ტრამპი მსახიობ რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს დეპორტაციით ემუქრება

დონალდ ტრამპი ორ დემოკრატ კონგრესმენს დეპორტაციით ემუქრება. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპის თქმით, კონგრესში მისი გამოსვლის დროს, დემოკრატი კონგრესმენების ქცევა მიუთითებს, რომ ისინი შეშლილები არიან და საჭიროა მათი დეპორტაცია.

27 თებერვალი 2026, 09:15

მსოფლიო

ჟენევაში ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა

ჟენევაში ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. შეხვედრაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ, უკრაინულ მხარეს კი მოლაპარაკებებზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი და მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია წარმოადგენდნენ.

ვახტანგ თოფურია

27 თებერვალი 2026, 09:09

პოლიტიკა

ვახტანგ თოფურია: ოპოზიციის მხარდამჭერებს უკვირთ, რატომ იცავს ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას. გავიხსენოთ ტრამპისა და BBC-ის გზების გადაკვეთა - როგორ მოიქცა ბრიტანეთის მთავრობა? მხარი დაუჭირა BBC-ს

ოპოზიციის მხარდამჭერებს უკვირთ თუ რატომ იცავს ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას, ამის უკეთ გასაგებად გავიხსენოთ უშუალოდ ბრიტანული შემთხვევა, სადაც ტრამპისა და BBC-ის გზები გადაიკვეთა, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, სოციალურ ქსელში.

27 თებერვალი 2026, 09:04

საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური –კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 თებერვალი 2026, 09:00

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი. ეს იყო შალვა პაპუაშვილის განცხადების პათოსი და არა ის, რომ 600 რეზოლუციაზე 600 მადლობა უნდა გადაგვიხადონ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს უკრაინისგან მადლობის გადახდა და შექება არასდროს მოუთხოვია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 თებერვალი 2026, 09:00

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები მარტის დასაწყისში აბუ-დაბიში გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მარტის დასაწყისში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართება.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 თებერვალი 2026, 08:50

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვიცით უამრავი ფაქტი, როდესაც დასავლური ქვეყნები ვაჭრობენ რუსეთთან ფარული გარიგებებით და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთს პირდაპირი სანქციები დავუწესოთ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა აკვლევას, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ლევან მაჭავარიანი

27 თებერვალი 2026, 08:37

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: თავხედობაა, როდესაც ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ

თავხედობაა, როდესაც ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა კვლევას, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

გიორგი ჩაკვეტაძე

27 თებერვალი 2026, 08:31

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ვხედავთ ბრიტანული სახელმწიფოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ ქართულ მედიაზე შეტევას, რაც ჩვენთვის მიუღებელია

ის, რაც მოხდა თავისუფალ ქართულ მედიასთან დაკავშირებით, ყველაფერია სანქციის გარდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.

27 თებერვალი 2026, 08:20

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „იმედის“ და POSTV-ის დასანქცირება პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა

დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

27 თებერვალი 2026, 08:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.

ვლადიმირ პუტინი

27 თებერვალი 2026, 03:37

მსოფლიო

L'Express: უკრაინაში ხანგრძლივი ომის აჩრდილი კვლავ აშფოთებს ევროპას

სისხლისმღვრელი შეტაკებები, რომლებიც, შესაძლოა, კიდევ თვეების განმავლობაში გაგრძელდეს? უკრაინაში ხანგრძლივი ომის აჩრდილი კვლავ აშფოთებს ევროპას ამ თებერვლის მიწურულს - ზუსტად ოთხი წლის თავზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე აგრესია დაიწყო 2022 წლის ზამთარში, - წერს ფრანგული ყოველკვირეული საინფორმაციო-პოლიტიკური ჟურნალი L'Express-ი სტატიაში სათაურით „რატომ აქვს რუსეთს შესაძლებლობა, აწარმოოს ომის მეხუთე წელი“.

27 თებერვალი 2026, 01:42

მსოფლიო

Euronews: ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური ფონდი იმ ქალებისთვის აბორტის ჩასატარებლად, რომლებიც გაერთიანების იმ ქვეყნებიდან არიან, სადაც ეს პროცედურა შეზღუდულია

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური ფონდი იმ ქალებისთვის აბორტის ჩასატარებლად, რომლებიც გაერთიანების იმ ქვეყნებიდან არიან, სადაც ეს პროცედურა შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

აბას არაღჩი

27 თებერვალი 2026, 00:54

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი აქამდე ჩატარებულთა შორის ყველაზე სერიოზული იყო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ ჟენევაში დღეს გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი აქამდე ჩატარებულთა შორის „ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული“ იყო.

სტივ უიტკოფი

27 თებერვალი 2026, 00:34

მსოფლიო

სტივ უიტკოფი უკრაინაში ომზე: ჩვენ საკუთარ თავს შუამავლად განვიხილავთ - ჩვენ არ მივიჩნევთ თავს ამ კონფლიქტის პროტაგონისტად

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უკრაინის კონფლიქტში ამერიკის როლსა და პოზიციაზე ისაუბრა.