არქივი

თენგიზ შარმანაშვილი

24 თებერვალი 2026, 11:31

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: საერთოდ რაიმე თანმიმდევრული ამ კაცის გახსოვთ? მე არ მახსოვს. ხვალ კიდევ რომ განცხადება გააკეთოს და ისევ დაიწყოს ტრამპის დაგმობა, არც ეგ გამიკვირდება

საერთოდ რაიმე თანმიმდევრული ამ კაცის გახსოვთ? მე არ მახსოვს, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი

24 თებერვალი 2026, 11:24

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ურთიერთობის ნორმალიზებისკენ შესაძლოა ცუდი ამბავი იყოს

პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ურთიერთობის ნორმალიზებისკენ შესაძლოა ცუდი ამბავი იყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

ჯონ ბოლტონი

24 თებერვალი 2026, 11:19

მსოფლიო

ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი: დასავლეთსა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დროის ფუჭი ხარჯვაა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებით, დასავლეთსა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დროის ფუჭი ხარჯვაა.

24 თებერვალი 2026, 11:10

სამართალი

თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ, ჯგუფურად საქართველოს სახელმწიფო საზღვარის გადმოკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს 2 მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ი.გ. და 2003 წელს დაბადებული რ.დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

24 თებერვალი 2026, 11:06

რეგიონი

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

24 თებერვალი 2026, 11:02

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: სახელმწიფოს მიერ მინიჭებული საგადასახადო შეღავათები სტარტაპ ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ ტექნოლოგიის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

24 თებერვალი 2026, 10:58

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ელემენტარული შედარება ჩვენს „დასავლეთის ორბიტაზე" მყოფ მეზობლებთან, ყველაზე უსამშობლო სკეპტიკოსსაც დაარწმუნებს, რომ მნიშვნელოვანი ფორუმებისა და სამიტების კომპონენტში, საქართველო უპირობო რეგიონული ლიდერია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება რიტორიკას, რომლის თანახმადაც საქართველო, აზერბაიჯანისა და სომხეთის დასავლეთთან დაახლოების ფონზე, კარგავს რეგიონული ლიდერის სტატუსს. ანალიტიკოსი წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში 2026 წელს დაგეგმილი საერთაშორისო სამიტები და ფორუმები საპირისპიროზე მეტყველებს.

24 თებერვალი 2026, 10:56

პოლიტიკა

საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ: „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის“

საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები – ოლივიე კურტო, პეტერ ფიშერი და გარეთ უორდი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ სათაურით: „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის“. სტატიას საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

24 თებერვალი 2026, 10:52

კულტურა

Met Gala 2026-ის დრესკოდი გამოცხადდა

Met Gala 2026-ის ორგანიზატორებმა წვეულების დრესკოდი გამოაცხადეს: Fashion Is Art (მოდა ხელოვნებაა). მეჯლისის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენას გახსნის სახელწოდებით Costume Art („კოსტიუმის ხელოვნება“), რომელიც სამოსს, როგორც დამოუკიდებელ მხატვრულ ობიექტს წარმოაჩენს.

ნიკი ჰეილი

24 თებერვალი 2026, 10:49

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი: ირანულ რეჟიმთან დიპლომატია არასდროს გაჭრის. ის ყოველთვის იცრუებს და გაჭიანურებას შეეცდება

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანულ რეჟიმთან დიპლომატია არასდროს გაჭრის.

24 თებერვალი 2026, 10:46

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არალეგალური რძის გადამმუშავებელ საწარმოებს კახეთსა და ქვემო ქართლში საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის და ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ბრუნო მარსი

24 თებერვალი 2026, 10:44

კულტურა

ბრუნო მარსმა ახალი ალბომის ტრეკ-ლისტი წარადგინა

ბრუნო მარსმა თავისი ახალი ალბომის The Romantic-ის ტრეკ-ლისტი წარადგინა. ჩანაწერი 27 თებერვალს გამოვა. ეს მუსიკოსის პირველი სოლო ნამუშევარია 10-წლიანი პაუზის შემდეგ.

ალექსანდარ ვუჩიჩი

24 თებერვალი 2026, 10:39

მსოფლიო

სერბეთში პრეზიდენტ ვუჩიჩსა და მის ოჯახზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

სერბმა სამართალდამცველებმა ქვეყნის პრეზიდენტზე, ალექსანდარ ვუჩიჩზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 თებერვალი 2026, 10:37

სამართალი

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ სარფში აკრძალული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

24 თებერვალი 2026, 10:32

ტექნოლოგიები

მედია: Apple-ი დასაკეც სმარტფონზე მუშაობს

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Apple-ი უარს იტყვის Face ID-ზე და მას გვერდითა ღილაკში ჩაშენებული Touch ID-ით ჩაანაცვლებს. მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება 2 000-დან 2 500 დოლარამდე იქნება.

24 თებერვალი 2026, 10:25

მსოფლიო

აშშ-ის სახდეპის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიურო: დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარს აღარ დაუჭერს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ

ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონვენციების ფინანსურ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიურომ გაავრცელა.

დიმიტრი ხუნდაძე

24 თებერვალი 2026, 10:23

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სოციალურად დაუცველთა ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება — პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასა და სიღარიბის შემცირების პარალელურ ტენდენციებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალი" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განმარტა, რომ სტატისტიკური ცვლილებები შეფასების კრიტერიუმების გაფართოებას უკავშირდება.

24 თებერვალი 2026, 10:23

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 თებერვალი 2026, 10:22

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1996 წელს დაბადებული ჰ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

24 თებერვალი 2026, 10:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის ინტერვიუზე: დიდი არაფერია სანახავი, გარდა იმისა, როგორ აზიანებს უცხოელი დიპლომატი მისი ქვეყნისა და საქართველოს ურთიერთობებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც მან Business Media Georgia-სთან ჩაწერა. აღნიშნულზე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ინტერვიუში სანახავი არაფერია.

24 თებერვალი 2026, 10:20

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ა. დააკავეს.

დიმიტრი ხუნდაძე

24 თებერვალი 2026, 10:20

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პოპულიზმის ნაწილია, როცა მუდმივადაა საუბარი დეპუტატის ხელფასზე - რომ გავანახევროთ კი არა, სულ რომ ჩამოვართვათ ხელფასი დეპუტატებს, პენსიის ოდენობა გაიზრდება 2 ლარით და 20 თეთრით

„თემა წამოსაწევია და ცვლილებები გასატარებელია, მაგრამ ასეთი მიდგომით შესაძლოა კარგის ძიებაში უარესი მივიღოთ,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, როცა დებატებზე თემაზე „სოციალური დახმარების პოლიტიკა და სიღარიბის შემცირება“ სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ ოპონენტის კითხვას უპასუხა.

24 თებერვალი 2026, 10:18

სამართალი

აჭარის პოლიციამ ბათუმში სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავცრელებს.

პიტ ჰეგსეტი

24 თებერვალი 2026, 10:09

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი ირანზე: ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს. დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ირანთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვარიანტი პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან განხილულია და მაგიდაზე დევს.

24 თებერვალი 2026, 10:09

ტაბლოიდი

იაპონიაში ტრადიციული „შიშველი ფესტივალი“ ჩატარდა

2016 წელს „შიშველი ფესტივალი“ ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად იყო აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე ადამიანები ტრავმებს თითქმის ყოველ წელს იღებენ, 2007 წელს კი ფესტივალზე ერთი ადამიანი დაიღუპა.

24 თებერვალი 2026, 10:05

საზოგადოება

საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია

საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე Global Travel Awards საქართველო 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაშია წარდგენილი.

შალვა პაპუაშვილი

24 თებერვალი 2026, 10:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოთხი წელი შესრულდა ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან

დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

24 თებერვალი 2026, 09:57

რეგიონი

თბილისის შემოვლითი გზის ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის - ავჭალა–აეროპორტის, 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

24 თებერვალი 2026, 09:55

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან.

ანტონიუ გუტერეში

24 თებერვალი 2026, 09:32

მსოფლიო

გაეროს გენმდივნის განცხადებით, სწრაფად ცვალებადი გლობალური წესრიგის ფონზე, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება აუცილებელია

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ სწრაფად ცვალებადი გლობალური წესრიგის ფონზე, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება აუცილებელია.