არქივი
24 თებერვალი 2026, 09:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ომი ისევ ახლოსაა და კვლავ ათასობით სიცოცხლეს დაღუპვით ემუქრება. ისევ ვერ ხერხდება მშვიდობის ფორმულის მოძებნა. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის
დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოც ისევე განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
24 თებერვალი 2026, 09:18
მსოფლიო
მექსიკის რამდენიმე შტატში, მასობრივი არეულობების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერდა
მექსიკის რამდენიმე შტატში, მასობრივი არეულობების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერდა. დახურულია მაღაზიები.
24 თებერვალი 2026, 09:05
მსოფლიო
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემას უკრაინისთვის იქამდე დაბლოკავს, ვიდრე კიევი „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინა ღია პოლიტიკურ შანტაჟში დაადანაშაულა. როგორც ვიქტორ ორბანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უნგრეთის მთავრობამ ვითარებას შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდების განახლებისთვის ტექნიკური დაბრკოლებები არ არსებობს.
24 თებერვალი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინაში აცხადებენ, რომ სლოვაკეთის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ქვეყნის დენით მომარაგებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს
უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის „უკრენერგო“-ს განცხადებით, სლოვაკეთის მიერ ელექტროენერგიის საავარიო მიწოდების შეწყვეტა ქვეყანაზე გავლენას ვერ მოახდენს.
24 თებერვალი 2026, 08:55
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არჩევანი გაგვეკეთებინა მშვიდობის სასარგებლოდ, ყველა გზით ცდილობდნენ ჩვენს ომში ჩართვას, ალბათ იგივე მოტივით, რომ საქართველო გადაჰფარებოდა ესტონეთს, ლატვიას თუ ევროკავშირის სხვა ქვეყანას
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის მიზანიც სწორედ „დროის მოგება“ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის მისი ფარად გამოყენება იყო.
24 თებერვალი 2026, 08:47
ჯანდაცვა
გიორგი ცაგარეიშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯია გადადგმული. უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიებია დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას, რითაც დაწესდა განსხვავებული თამაშის წესები იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო ამ სფეროში, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა. ამ კომენტარით ცაგარეიშვილი გამოეხმაურა მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.
24 თებერვალი 2026, 08:41
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის, რის გამოც საქართველოში ევროსკეპტიციზმი ღრმავდება
როდესაც მათ საქმეებში ერევიან, ეს ძალიან არ მოსწონთ, თუმცა თვითონ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სხვადასხვა ქვეყნის საქმეში, მათ შორის პარტნიორი საქართველოს საქმეებში ჩაერიონ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ამგვარი ორმაგი სტანდარტები საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს.
24 თებერვალი 2026, 08:32
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე: იჩაგრებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, რაც უნდა იყოს აღკვეთილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მთავრობის დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ. მისი შეფასებით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.
24 თებერვალი 2026, 08:20
მსოფლიო
ანტონიუ კოშტა ვიქტორ ორბანს: არცერთ წევრ სახელმწიფოს არ ეპატიება ევროპული საბჭოს კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილებების სანდოობის შელახვა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანს წერილობით მიმართა. ანტონიუ კოშტამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემის შესახებ ევროკავშირის შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდა.
24 თებერვალი 2026, 08:12
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
24 თებერვალი 2026, 08:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.
24 თებერვალი 2026, 04:09
მსოფლიო
ტრამპი: „ფეიკ ნიუს“ მედიის ცნობები იმის შესახებ, თითქოს გენერალი დენ კეინი ირანთან ომის წინააღმდეგია, 100%-ით მცდარია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ფეიკ ნიუს“ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. პრეზიდენტის თქმით, ცნობები იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი დენ კეინი ირანთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის წინააღმდეგია, 100%-ით მცდარია.
24 თებერვალი 2026, 03:51
მსოფლიო
ზელენსკი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: მე თარიღი მჭირდება, მე ამას ვითხოვ
ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ორჭოფობა და დაადგინოს ბლოკში უკრაინის გაწევრიანების თარიღი.
24 თებერვალი 2026, 03:10
მსოფლიო
ზელენსკი: ზეწოლა, რომელსაც ტრამპი კიევზე მშვიდობის სანაცვლოდ დათმობების მისაღწევად ახორციელებდა, ბევრად აღემატებოდა მოსკოვზე განხორციელებულ წნეხს
ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზეწოლა, რომელსაც ტრამპი კიევზე მშვიდობის სანაცვლოდ დათმობების მისაღწევად ახორციელებდა, ბევრად აღემატებოდა მოსკოვზე განხორციელებულ წნეხს.
24 თებერვალი 2026, 02:28
მსოფლიო
ზელენსკი: ძალიან საინტერესოა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, მათ შორის აშშ-ისა და რუსეთის, უკრაინაში არჩევნებზე საუბრობენ - რა სურთ? სხვა პრეზიდენტი?
ძალიან საინტერესოა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, მათ შორის აშშ-ისა და რუსეთის, უკრაინაში არჩევნებზე საუბრობენ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.
24 თებერვალი 2026, 01:15
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: რიტორიკულად დავსვამდი კითხვას - სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზის გადამოწმების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა თუ არასწორი? ამ შემთხვევაში პასუხი ძალიან მარტივია და საზოგადოება თავად შეაფასებს
რიტორიკულად დავსვამდი კითხვას - სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზის გადამოწმების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა თუ არასწორი? ამ შემთხვევაში პასუხი ძალიან მარტივია და საზოგადოება თავად შეაფასებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
24 თებერვალი 2026, 01:13
მსოფლიო
CNN: ზელენსკი ტრამპს მიმართავს - „დარჩით ჩვენს მხარეს“
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის მეოთხე წლისთავის წინა დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემოციური და პირადი თხოვნით მიმართა დონალდ ტრამპს - მან CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ სურს, აშშ-ის პრეზიდენტი „ჩვენს მხარეს დარჩეს“.
24 თებერვალი 2026, 00:55
საზოგადოება
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის გამარჯვებული ლუკა ჭანიშვილისა და ელენე დავითაიას წყვილი გახდა
დღევანდელ ტურში სამმა წყვილმა 2-2 საკონკურსო ცეკვა წარმოადგინა. მათ ჟიურისგან 30-30 ქულა დაიმსახურეს. მაყურებელთა ზარებისა და შეტყობინებების მიხედვით კი გამარჯვებულები გახდნენ: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია. გამარჯვებულ ლუკა ჭანიშვილს ბათუმში ბინის გასაღები, სპეციალური თასი და სხვა პრიზები გადაეცა. გამარჯვებულს თასი ნანუკა სტამბოლიშვილმა გადასცა.
24 თებერვალი 2026, 00:45
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: დიახ, ეს ქვეყანა ვითარდება. ვითარდება სწორი მიმართულებით და ძალიან სწრაფად. მოუხედავად იმისა, პოლიტიკურად ვინმესთვის სასარგებლოა, თუ - არა
ველოდებოდი და აზრი ექნებოდა, დღეს გვეკამათა, როგორ იყოს საზოგადოება ნაკლებად დამოკიდებული პენსიაზე, ან სხვა სოციალურ მხარდაჭერაზე. ეს არის რეალურად კონკურენტული აზრი და ასეთ შემთხვევაში ექნებოდა აზრი თავად დებატებსაც, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სატელევიზიო დებატების დროს.
24 თებერვალი 2026, 00:26
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი ტრამპსა და მაღალჩინოსნებს აფრთხილებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიამ შესაძლოა სერიოზული რისკები წარმოშვას
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი დენ კეინი პრეზიდენტ ტრამპსა და მაღალჩინოსნებს აფრთხილებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიამ შესაძლოა სერიოზული რისკები წარმოშვას - კერძოდ, ხანგრძლივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 თებერვალი 2026, 00:07
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: 2012 წლიდან მოყოლებული რეალურად დინამიკა არის პოზიტიური. სოციალური მიმართულებით სულ 1,600 მილიარდ იყო და 6.9 მილიარდზეა ასული. ეს პატარა რიცხვი ხომ არ არის?!
2012 წლიდან მოყოლებული რეალურად დინამიკა არის პოზიტიური. სოციალური მიმართულებით მილიარდ ექვსასი მილიონი იყო სულ და 6.9 მილიარდზეა ასული. ეს პატარა რიცხვი ხომ არ არის?! მთლიანად ჯანდაცვის ბიუჯეტი 9.2 მილიარდზეა ასული. ეს ხომ კოლოსალური ზრდაა, რომელიც ხმარდება რეალურად იმას, რომ მოსახლეობამ იცხოვროს უკეთ და კეთილდღეობისთვის შეიქმნას პირობები“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა.
23 თებერვალი 2026, 23:44
მსოფლიო
BFMTV: საფრანგეთის საგარეო უწყებაში დაბარებული აშშ-ის ელჩი შეხვედრაზე არ გამოცხადდა
პარიზში ამერიკის ელჩი, ჩარლზ კუშნერი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა ტელეკომპანია BFMTV-მ სამინისტროდან შეიტყო, რომ ელჩი შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
23 თებერვალი 2026, 23:29
მსოფლიო
Reuters: დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი მანდელსონი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული მხილების შემდეგ დააკავეს
აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი, რომელიც ორშაბათს ლონდონის პოლიციამ დააკავა, ეჭვმიტანილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. დაკავება შედგა მას შემდეგ, რაც გამოვლინდა მისი კავშირები სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინთან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
23 თებერვალი 2026, 23:20
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც
ყველა ეთანხმება იმას, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც. ის რაც სწორია, უნდა გაკეთებულიყო და მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციების მძევალი არ უნდა ვყოფილიყავით, მაგალითად, რა მოჰყვებოდა რომელიმე ოჯახის ინდივიდუალურ შეფასებას“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
23 თებერვალი 2026, 23:13
მსოფლიო
უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების რეფერენდუმის გზით დამტკიცების იდეაზე
უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებით 50-მა ჯგუფმა მოუწოდა ხელისუფლებას, უარი თქვას პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების რეფერენდუმის გზით დამტკიცების იდეაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
23 თებერვალი 2026, 23:01
საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: საწყის ეტაპზე იყო სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი 34% და დღეს არის 9%, თავად ციფრები მეტყველებს იმას, რომ ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება
„კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი და დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ის კრიტერიუმები და შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ არ მივიღოთ ის, რომ ვისაც სჭირდება ისიც ამოვარდეს ამ ბაზიდან, ან ვისას სჭირდება ის ვერ მოხვდეს ბაზაში",- განაცხადა ხუნდაძემ.
23 თებერვალი 2026, 22:23
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე: ,,კამიტის” ე.წ. სკანდალი ჩაგვივარდაო და დიდი აყალმაყალია ნაცებში. ,,ქიმიურ მოწამვლად” ცდილობენ გადააკეთონ, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, მისგან არაფერი გამოვა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ “რაც ბუნებაში არ არსებობს, მისგან არაფერი გამოვა”.
23 თებერვალი 2026, 22:09
მსოფლიო
ორბანი: ბრიუსელი და კიევი უნგრეთის არჩევნებში ერევიან - ხელები შორს! უნგრეთის მომავალი მხოლოდ უნგრელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს!
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელსა და კიევს უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მათი მიზანი უნგრეთის პატრიოტული მთავრობის შეცვლა და საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევაა.
23 თებერვალი 2026, 21:36
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
23 თებერვალი 2026, 21:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები - მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა
„ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური საკითხი, ეხება განათლების პოლიტიკას ქვეყანაში, უკავშირდება ჩვენი მომავალი თაობებისთვის განათლების კარგი სისტემის შექმნას. ამ პროცესის პოლიტიზება მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იქნება განათლების რეფორმის დასაზიანებლად და არა – სასიკეთოდ. შესაბამისად, ნამდვილად მიუღებელია როდესაც ვხედავთ უცხოელი აქტორების მხრიდან ამ საკითხის პოლიტიზების მცდელობას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


