არქივი
11 თებერვალი 2026, 20:22
მსოფლიო
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვით მიღებული შემოსავლებით კვებავს, ამ რესურსების უმსხვილესი მყიდველი კი თავად ომის მსხვერპლი - ევროპაა
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა რუსეთ-უკრაინის ომის დაფინანსების წყაროებსა და ევროპის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო მანქანას ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გაყიდვით მიღებული შემოსავლებით კვებავს, ამ რესურსების უმსხვილესი მყიდველი კი თავად ომის მსხვერპლი - ევროპაა.
11 თებერვალი 2026, 20:20
პოლიტიკა
ფასების რეგულირება - დროებითი კომისიის სხდომა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კვერცხი, ხორცი და რძის ნაწარმი. საპარლამენტო კომისია პროდუქტის მწარმოებლებს შეხვდა. მათი შეფასებით, მთავარი, რაც სურსათს აძვირებს ქსელური მარკეტების მიერ დაწყებული სხვადასხვა ტიპის გადასახადია. კანონმდებლები პრემიერის ინიციატივაზე მსჯელობას გააგრძელებენ.
11 თებერვალი 2026, 20:17
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის ოთხ სხვა ეპიზოდსაც ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანსა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
11 თებერვალი 2026, 20:13
პოლიტიკა
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია - ზორან მილანოვიჩის ვიზიტი და დაგეგმილი შეხვედრები ხელისუფლებასთან. დეტალები „ქრონიკაში“
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია. ზორან მილანოვიჩის დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ზორან მილანოვიჩი საქართველოს მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.
11 თებერვალი 2026, 19:54
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი ცნობილ ქართველ მეცნიერს, ელენე აბაშიძეს ესტუმრა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად ცნობილ ქართველ მეცნიერს, ელენე აბაშიძეს ესტუმრა და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა.
11 თებერვალი 2026, 19:52
მსოფლიო
ტრამპი: არ მომეწონა ის ტონალობა, რომლითაც შვეიცარიის ლიდერი გველაპარაკებოდა, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ტარიფები შემემცირებინა, 30%-დან 39%-მდე გავზარდე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაზარდა ტარიფები შვეიცარიულ იმპორტზე, შვეიცარიის ლიდერთან, კარინ კელერ-ზუტერთან დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
11 თებერვალი 2026, 18:54
მსოფლიო
Reuters: ჩეხური ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მოძიებას ისახავს მიზნად, გეგმავს 5 მილიარდი ევროს ღირებულების ჭურვების შესყიდვას - ამ დრომდე მხოლოდ 1.4 მილიარდი ევროს მოგროვება მოხერხდა
ჩეხური ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მოძიებას ისახავს მიზნად, გეგმავს მსოფლიო მასშტაბით 5 მილიარდი ევროს ღირებულების ჭურვების შესყიდვას, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 1.4 მილიარდი ევროს მოგროვება მოხერხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 თებერვალი 2026, 18:43
პოლიტიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის - ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
11 თებერვალი 2026, 18:37
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: თუ ირანელ ხალხს რეჟიმის დამხობა სურს, ეს თავად ირანელი ხალხის გადასაწყვეტია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ „თუ ირანელ ხალხს რეჟიმის დამხობა სურს, ეს მათი გადასაწყვეტია“.
11 თებერვალი 2026, 18:34
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად დაახლოებით, 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ხორციელდება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც წყლის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა, საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
11 თებერვალი 2026, 18:27
მსოფლიო
ორბანმა უკრაინის ევროკავშირში მიღების გეგმა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ომის გამოცხადება“ უწოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის გეგმა უკრაინის ბლოკში რაც შეიძლება სწრაფად მიღების თაობაზე და ამას უნგრეთის წინააღმდეგ „ომის ღია გამოცხადება“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
11 თებერვალი 2026, 18:25
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერ ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერ ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
11 თებერვალი 2026, 18:23
ეკონომიკა
მაია ბითაძე: ჩვენი პირველადი პრიორიტეტია, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს უხეშად ბიზნესში, მეორე კუთხით გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და ეს სოციალური პასუხისმგებლობა ასევე უნდა ჰქონდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რამდენიმე კომპლექსური საკითხია, რომელზეც მოუწევთ შეთანხმება როგორც პარლამენტს, ისე მთავრობასა და ბიზნეს.
11 თებერვალი 2026, 18:19
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე: თუ ამ შეთავაზებას ვაკეთებთ, ეს უნდა იყოს იმგვარ არეალში, რომ ერთი სახლის დემონტაჟი არ ახდენდეს ზეგავლენას მეორე, გვერდზე მდგომ შენობაზე. თუ არადა, ისინი უკვე ერთობლივად განიხილება
თუ ჩვენ ამ შეთავაზებას ვაკეთებთ, ეს უნდა იყოს იმგვარ არეალში, რომ ერთი სახლის დემონტაჟი არ ახდენდეს ზეგავლენას მეორე, გვერდზე მდგომ შენობაზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.
11 თებერვალი 2026, 18:15
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე კულტურული მემკვიდრეობის ზონებში არსებული ავარიული სახლების გამოსყიდვის პროგრამაზე: კერძო მესაკუთრეს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ახალი სახლი და გაიუმჯობესოს პირობები, ამავდროულად ჩვენ ვაუმჯობესებთ ავარიულ ფონდს
ერთი მხრივ დაცულია კერძო მესაკუთრის ინტერესი და მას აქვს შესაძლებლობა ამ რესურსით შეიძინოს არაავარიულ შენობაში ახალი სახლი და გაიუმჯობესოს პირობები. ამავდროულად ჩვენ ვაუმჯობესებთ ავარიულ ფონდს და მეორეს მხრივ ვინარჩუნებთ ავთენტურობას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის მერე-მერმა გიორგი ტყემალაძემ მერიის ახალი პროექტის დეტალებზე საუბრისას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონებში არსებული ავარიული სახლების გამოსყიდვას ეხება.
11 თებერვალი 2026, 18:03
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებით, ევროპა პუტინის ომის მანქანას უფრო მეტ ფულს უხდის, ვიდრე უკრაინას
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ მური აცხადებს, რომ ევროპა პუტინის ომის მანქანის დაფინანსებაზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე.
11 თებერვალი 2026, 17:51
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ევროკავშირი გარკვეული ზეწოლის მექანიზმების გამოყენებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ქვეყნების მოსახლეობაზე და ამით ცდილობს, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ის პირები, ვინც მარტივად მართვადი იქნებიან
„ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ხდება ევროკავშირის ინსტრუმენტალიზაცია და მისი გამოყენება სხვადასხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტზე ზეწოლის თვალსაზრისით. ამის თაობაზე განცხადებები არა მხოლოდ ამერიკის კონტინენტიდან გვესმის, არამედ თვითონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგანაც, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მზარდ განწყობებზე ევროპარლამენტში, რის თაობაზე განცხადებებს სულ უფრო და უფრო ხშირად ვისმენთ. არ მაქვს პასუხი, ზუსტად რა გავლენას იქონიებს ეს კონკრეტული განცხადება ევროკავშირის სამომავლო საგარეო პოლიტიკის მიმართულების გადახედვასთან მიმართებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაზეც „ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე წელია საუბრობს, რომ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იყენებს სხვადასხვა სახელმწიფოზე ზეწოლისთვის, ეს უკვე აღარ არის ის ფორმა, რომლისთვისაც ევროკავშირი თავიდან იყო შექმნილი“, - განაცხადა ბითაძემ.
11 თებერვალი 2026, 17:46
მსოფლიო
კიტ კელოგი უკრაინიდან წასულ უკრაინელ მამაკაცებს სამშობლოში დაბრუნებისა და რუსეთთან ბრძოლისკენ მოუწოდებს
უკრაინის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი, კიტ კელოგი ქვეყნიდან წასულ უკრაინელ მამაკაცებს უკრაინაში დაბრუნებისა და რუსეთთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.
11 თებერვალი 2026, 17:46
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირმა ევროკავშირში გაწევრიანება გადააქცია ქვეყნებზე ზეწოლის ინსტრუმენტად
ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირმა ევროკავშირში გაწევრიანება გადააქცია ქვეყნებზე ზეწოლის ინსტრუმენტად, - ასე ეხმაურება „დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.
11 თებერვალი 2026, 17:41
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე: დღეს, როდესაც აფხაზეთში მიმდინარეობს ისტორიის გადაწერისა და მიზანმიმართული გაყალბების მცდელობები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მეცნიერების ხმა და ამ პროცესში, ქალ მეცნიერთა აქტიური ჩართულობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალ მეცნიერებს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს ულოცავს და ამასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს.
11 თებერვალი 2026, 17:33
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა
ზამურ ჭითანავა მოადგილე თურალ ვალიევთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხატისოფლის, ვანათისა და სამტრედოს მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
11 თებერვალი 2026, 17:30
მსოფლიო
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გაგზავნით 800 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვას დააფინანსებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროპა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გაგზავნით 800 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვას დააფინანსებს.
11 თებერვალი 2026, 17:21
რეგიონი
ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, 1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
11 თებერვალი 2026, 17:19
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მამა: პროკურატურა რამდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის
„გუშინ საშუალება მქონდა პირადად მენახა ვიდეო და ჩემი შვილი იქ არსად ჩანს. ლიფტში, დანით ხელში კი, ეს ნამდვილად ჩემი შვილია. პროკურატურა, რამდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის. მამა ვარ და სანამ შვილი მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ“, - აცხადებს ალექსანდრე გაბაშვილი.
11 თებერვალი 2026, 17:16
მსოფლიო
მედია: კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს
უკრაინული მედიის ცნობით, კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს.
11 თებერვალი 2026, 17:10
კულტურა
Moby საქართველოში კონცერტს გამართავს
რიჩარდ მელვილ ჰოლი მსმენელის წინაშე 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარდგება. ბილეთების გაყიდვა კი 17 თებერვალს დაიწყება.
11 თებერვალი 2026, 17:07
საზოგადოება
გივი მიქანაძემ გამორჩეულ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს პროფესიული დღე მიულოცა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე,საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად,ცნობილ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს ესტუმრა და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა.
11 თებერვალი 2026, 17:06
რეგიონი
ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ
ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს. ხოლო ინდმეწარმე ზ. ა. (გურიის ქ. N35) ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში.
11 თებერვალი 2026, 16:48
ეკონომიკა
ITU-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი: საქართველოს პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ციფრული კავშირების თვალსაზრისით
„ინტერნეტმმართველობის ფორუმი არის უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ციფრულ განვითარებას და, ამავდროულად, აკავშირებს მას გლობალურ საზოგადოებასთან,“ - განაცხადა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა იაროსლავ პონდერმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
11 თებერვალი 2026, 16:45
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში
საერთაშორისო ციფრული დაკავშირებადობა და ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები, ხელოვნული ინტელექტი და საქართველოს ინოვაციური მოდერნიზაცია, ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ქსელის განვითარება და ინტერნეტ ხელმისაწვდომობა, - ეს არის მცირე ჩამონათვალი საკითხებისა, რომელიც საჯარო, კერძო და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლებმა ინტერნეტ-მმართველობის ფორუმზე (GeoIGF) განიხილეს.


