არქივი

ევნიკა სილინია

14 მაისი 2026, 12:55

მსოფლიო

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევნიკა სილინია გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევნიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მან მთავრობაში მომხდარი კონფლიქტი დაასახელა, რომელიც თავდაცვის მინისტრის, ანდრის სპრუდსის გადადგომას მოჰყვა. საკუთარი გადადგომის შესახებ სილინიამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

14 მაისი 2026, 12:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვჭირდება ჩვენი განათლების სისტემაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს საჭიროებს

ჩვენ გვჭირდება ჩვენი განათლების სისტემაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, კვალიფიციურ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით საჭიროებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმის შეაფასა.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 12:55

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული,- წერს ანალიტიკოსი ზაზა შათირიშვილი ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედის" საქმიანობის 1 წლით აკრძალვასთან დაკავშირებით.

14 მაისი 2026, 12:49

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ 5 პირი საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებითა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ცდილობდნენ გადმოეკვეთათ და ასევე, რამდენიმე მათგანმა ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

14 მაისი 2026, 12:45

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტო: ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7 500-ზე მეტ მედიკამენტზე. ფასის ზედა ზღვარი, დამატებით, კიდევ 700-ამდე მედიკამენტზეც დაწესდება

ჯანდაცვის მინისტრის - მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზარზე არსებული ვითარება და სისტემის ეფექტიანობა განიხილეს.

ნინო ლაცაბიძე

14 მაისი 2026, 12:43

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ფასადის ავთენტური იერ-სახის შენარჩუნება მოხდება და შენობის ექსპლუატაციის ვადა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჯამში ქალაქის მასშტაბით, დღეისათვის აქტიურ ფაზაში 15 შენობის რეაბილიტაციაა. ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთავის მერიის გუნდი ძალიან მალე დავიწყებთ ძველი რუსთავის განახლების ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც 100-მდე შენობის რეაბილიტაციასა და რესტავრაციას მოიცავს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ დანიელების ძღვენი არ გვჭირდება, არ გვჭირდება ისეთი დიალოგი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დააზიანონ

78-ე მუხლი არის ჩვენი კონსტიტუციის ბოლო მუხლი, 78-ე მუხლამდე არის 77 მუხლი, სადაც წერია: მართლმადიდებელ ეკლესიას რა როლი აქვს ჩვენს სახელმწიფოებირობაში, რას ნიშნავს სუვერენიტეტი და ვინ ახორციელებს ხელისუფლებას, ამიტომ, ჯერ 77 მუხლს სცენ პატივი და შემდეგ მოიკითხონ 78-ე მუხლი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე.

მარკო რუბიო

14 მაისი 2026, 12:35

მსოფლიო

მარკო რუბიო ნატოზე: რისთვის ვართ იქ? მხოლოდ მათ დასაცავად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატოში ამერიკის წევრობის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რომ დავყოლოდით ევროკავშირის მოთხოვნებს, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები

სამწუხაროდ უუნარონი არიან ერთის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციები, გარეო და მსგავსი ორგანიზაციები, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. ვნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელზე: ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე და ესენი თუ კომუნისტური მოსკოვისკენ მიექანებიან, იმათ გამოვექეცით სისხლით და ჩვენ საბჭოთა ბრიუსელი ნამდვილად არ გვხიბლავს

ეს არის ღირებულება დაკარგული ადამიანების კრებული, რომელსაც დღეს გავლენა აქვს ბრიუსელზე და რომელსაც ევროკავშირი მიჰყავს უფსკრულისკენ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში მიმდინარე კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს - სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ეს იმ ქვეყნის არჩევანია. აი, უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის სახით

თუ ეს ასეა, მგონი, შეერთებულმა შტატებმა უნდა ახსნას. არ ვიცი, ეს ასე არის თუ არ არის, ეს მას არ უთქვამს [ირაკლი შაიშმელაშვილს], რამდენადაც გავეცანი, ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას მისცეს თავშესაფარი. არ ვიცით, ეს ასეა თუ არა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ირაკლი შაიშმელაშვილის შესახებ.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ. მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი

აღარ ვიცი, თავს რატომ იწუხებენ კვლევით, ან ჩვენ რატომ ვიწუხებთ თავს კითხვით, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელს ასეთი რამ არ აინტერესებს. კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები აღარ არის ბრიუსელის ინტერესი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ კვლევის შეფასებისას.

ანდრეი ერმაკი

14 მაისი 2026, 12:09

მსოფლიო

ანდრეი ერმაკის განცხადებით, მას გირაოს ფული არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რომელსაც სასამართლომ კორუფციის საქმეზე 140 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა, განაცხადა, რომ მას ფული არ აქვს.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ვინც ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მას ქართველი ხალხიც აქცევს ზურგს

„ეს ყოველთვის ასე იქნება. უცხოელები მათ ყალბ იმედებს უქმნიან, რომ საკუთარი მხარდაჭერით მოიყვანენ მათ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ამას ვხედავთ 2024 წლიდან მოყოლებული, რომ გარედან ცდილობენ ქართველი ხალხის ნების გადატეხას, იმისთვის რომ რამენაირად სააკაშვილი და მსგავსი ჯგუფები ხელისუფლებაში მოიყვანონ. ვინც ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მას ქართველი ხალხიც აქცევს ზურგს“, - განაცხადა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ამ კომისიამ შეძლო, რომ საჯარო განხილვით, ყველას მონაწილეობით და ყველას თანდასწრებით დღეს ყველამ დაზუსტებით ვიცით, რა არის ის ჯაჭვი, რომელსაც ფასწარმოქმნის ჯაჭვი ჰქვია

„როდესაც საუბარი იყო ფასებთან დაკავშირებით და თვეების განმავლობაში მიდიოდა ფასებთან დაკავშირებული მსჯელობა, ყოველთვის იყო ცარიელი სიტყვები არგუმენტების გარეშე, საერთო მსჯელობა შემოიფარგლებოდა იმაზე, დახლზე, რაღაც პროდუქტზე რა ფასი იყო. ამ კომისიამ შეძლო, რომ საჯარო განხილვით, ყველას მონაწილეობით და ყველას თანდასწრებით დღეს ყველამ დაზუსტებით ვიცით, რა არის ის ჯაჭვი, რომელსაც ფასწარმოქმნის ჯაჭვი ჰქვია.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 11:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ქართული მედიისა წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა ამ კამპანიის ავანგარდში მდგარ ადამიანებზე.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 11:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი უფრთხის მართალ სიტყვას. ძალიან აფრთხობთ სიმართლე, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს. არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია

ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 11:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე აკრედიტაციების შესახებ: მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, რადგან მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე

„მარტივია, მიაკერებ იარლიყს - მოლდოვის პრეზიდენტს ვინ განიკითხავს? რომ იტყვის - ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა. არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის. მიაკერებენ იარლიყს, ვისაც რა უნდა. ხურავენ ტელევიზიებს მოლდოვაში, ხურავენ პარტიებს მოლდოვაში. ერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის. რატომ არ აკრიტიკებენ ქალბატონ სანდუს? იმიტომ რომ როცა დასჭირდებათ, ეტყვიან - ახლა საქართველოზე უნდა გააკეთო განცხადება და გახსოვთ, 4 ოქტომბერს მაია სანდუმ მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას, როდესაც მისი კოლეგის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი. ამიტომაც არის, როდესაც ქვეყანა პატივს არ სცემს საკუთარ დამოუკიდებლობას, რასაც ქალბატონი სანდუ აკეთებს, აქაც გასაკვირი არაფერია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 11:45

პოლიტიკა

პაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში

„უნდა მიხვდეთ რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში, რა ფარისევლობა არის ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს პარლამენტს და თავდასხმის ობიექტი იყო იმის გამო, რომ, შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში იყო. როგორ ბედავდა ეს ხალხი საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას. სად არიან მედია ომბუდსმენები, საიები, ეთიკის ქარტიები სად არიან დღეს?!“.

დავით მათიკაშვილი

14 მაისი 2026, 11:35

პოლიტიკა

მათიკაშვილი: ფაქტია, რომ საქართველომ მონტენეგროსთან ერთად აჯობა ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. კვლევა მნიშვნელოვანია, ის იკვლევს კანდიდატი ქვეყნების ინსტიტუტების მდგრადობას, კორუფციის დაბალ დონეს და შესაძლებლობების დაბალ რესურსს

ფაქტია, რომ საქართველომ მონტენეგროსთან ერთად აჯობა, პირველ-მეორე ადგილები გაინაწილეს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ კვლევის შეფასებისას.

14 მაისი 2026, 11:27

მსოფლიო

ღვინის გლობალური მოხმარება 1957 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ორგანიზაციის მონაცემებით, გერმანიასა და აშშ-ში (რომელიც ღვინის გასაღების უმსხვილესი ბაზარია) მოხმარება წლის განმავლობაში 4,3%-ით შემცირდა. საფრანგეთში კლება 3,2%-ია, იტალიაში მოხმარება 9,4%-ით დაეცა. ყველაზე დიდი ვარდნა - 13% ჩინეთში დაფიქსირდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

14 მაისი 2026, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე: ამ შემთხვევაში სასამართლოსთან მიმართებაში იყო ეს კვლევა ჩატარებული და ათივე კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო მონტენეგროსთან ერთად არის ლიდერი სახელმწიფო

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევა შეაფასა.

სი ძინპინი დონალდ ტრამპი

14 მაისი 2026, 11:17

მსოფლიო

სი ძინპინის განცხადებით, ამერიკული ბიზნესისთვის ჩინეთის კარი ფართოდ იღება

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის დროს ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ჩინეთის კარი ამერიკული ბიზნესისთვის სულ უფრო ფართოდ გაიღება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

14 მაისი 2026, 11:12

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა, თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული

სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ვცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა, თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

გიორგი გაბუნია

14 მაისი 2026, 11:10

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია და ვფიქრობ, ამას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს

„ქვეყანა, რომელიც თავის ქვეყანაში ილაშქრებს ტელევიზიებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს მსგავსი ნაბიჯები სხვა ტელევიზიების მიმართაც. ეს არის ქვეყანა, სადაც შეზღუდულია თავისუფალი სიტყვა და შეზღუდულია ჟურნალისტური საქმიანობა“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მადონა, შაკირა, BTS

14 მაისი 2026, 11:10

სპორტი

ცნობილია ვინ იმღერებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

პერფორმანსის კურატორი Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინია, ხოლო პროდიუსერი Global Citizen-ი. შოუს მიზანია სახსრების მოზიდვა FIFA-სა და Global Citizen-ის ერთობლივი განათლების ფონდისთვის (FIFA Global Citizen Education Fund), რაც მთელ მსოფლიოში ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებასა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას მოემსახურება.

BTS

14 მაისი 2026, 10:56

კულტურა

BTS-ის ისტორიული რეკორდი: ARIRANG-მა ტეილორ სვიფტის მიღწევას გადაასწრო

კეი-პოპ ჯგუფმა BTS მუსიკალურ სამყაროში მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა. მათი ახალი ალბომი ARIRANG ერთადერთი ნამუშევარი გახდა მუსიკის ისტორიაში, რომლის აბსოლუტურად ყველა ტრეკი Billboard Global 200-ის ჩარტში ზედიზედ 7 კვირის განმავლობაში ნარჩუნდება. ამ ფენომენალური შედეგით ჯგუფმა ტეილორ სვიფტის ალბომის The Life of a Showgirl რეკორდი მოხსნა.

14 მაისი 2026, 10:54

ეკონომიკა

ქართული ღვინის მორიგი პრეზენტაცია პარიზში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პარიზში, მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში „Episode“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

14 მაისი 2026, 10:43

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ ბათუმის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

14 მაისი 2026, 10:37

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები და ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა, ასევე, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო.