14 მაისი 2026, 12:55 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - წერს ანალიტიკოსი ზაზა შათირიშვილი ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედის" საქმიანობის 1 წლით აკრძალვასთან დაკავშირებით.

შათირიშვილის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ევროპაში აღარ
არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ.

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ
მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა, მორიგი თავდასხმა იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ.

რეალურად, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ!

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოსდა ხალხის მიერ არჩეულნი, რეალურად, არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს ემსახურებიან.

ფაქტია ისიც, რომ „დიფ სთეითს“ შექმნილი აქვს მთლიანად ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის მძლავრი სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დონეზე, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთადერთ მიზანს - „დიფ სთეითის“ გეგმების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ამ საკითხზე ვრცლად და ამომწურავად უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი მედია, პროპაგანდის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის აქტიური გამოყენებითაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი თავად ირჩევენ ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ისევე, როგორც ევროპულ ბიუროკრატიას სწორედ „დიფ სთეითი“ ნიშნავს.

„დიფ სთეითის“ გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს - ჩვენ ვხედავთ ხელოვნურ მიგრაციას, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ევროპის მოსახლეობას; ასევე, ხელოვნურად თავსმოხვეულ ფსევდო-იდეოლოგიას, რომელიც, პირველ რიგში, იდენტობისა და ეროვნული იდეოლოგიის განადგურებაზე მუშაობს. „დიფ სთეითის“ გეგმის თანახმად, არათუ ტრადიციული ფორმით - ერების არსებობაა დაუშვებელი, ადამიანმა არათუ საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია, თუ კაცი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ლგბტ პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც ნორმალურია, თუკი კაცს უნდა, რომ ქალი გახდეს, ან პირიქით.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოჰყვეს; ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება, ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია, თუ კაცი, რათა საზოგადოებებისგან მიიღონ მასა, რომელიც „დიფ სთეითს“, უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს.
აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს!", - წერს შათირიშვილი.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 09:57

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.

რობერტ ქოჩარიანი

15 ივნისი 2026, 09:57

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს

თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.

ლევან მაჭავარიანი

15 ივნისი 2026, 09:55

პოლიტიკა

მაჭავარიანი: მათ სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ. ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცველები - ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენმა სამართალდამცველებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების ხუთი რევოლუციური სცენარი გაანეიტრალეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე აარიდეს თავიდან, ამ მავნებლებმა თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად ჩვენი გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

15 ივნისი 2026, 09:48

საზოგადოება

კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?” და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს?

15 ივნისი 2026, 09:46

მსოფლიო

აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასები ეცემა

გლობალური ნავთობის ეტალონის, „Brent“-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 4.8%-ით შემცირდა და ბარელზე $83.18 შეადგინა, ხოლო ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობისას ნავთობის ფასმა 5.6%-ით დაიკლო და $80.13-ზე ჩამოვიდა.

15 ივნისი 2026, 09:32

მსოფლიო

სომხეთის ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები აქციის ფონზე გამოაცხადა

პრო​რუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ბლოკს „ძლიერ სომხეთს“ 23,27% ერგო. 9,92%- ით მესამე ადგილზე ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ გავიდა. ​მილიარდერის, გაგიკ ცარუკიანის პარტია კი პარლამენტს გარეთ დარჩა. პოლიტიკურმა ძალამ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

15 ივნისი 2026, 09:29

მსოფლიო

ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

დემონსტრანტებმა „დიდი შვიდეულის“ სამიტს მდიდრების შეხვედრა უწოდეს, მათი მტკიცებით ლიდერები მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად, ხალხზე ფულით და ძალაუფლებით ზეწოლას ახდენენ. აღსანიშნავია რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი თემები, ირანსა და უკრაინაში ომის მოგვარების გზები იქნება.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 09:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა

„განვიხილეთ მრავალი საკვანძო თემა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად. პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი სიტყვები აბსოლუტურად სწორი იყო, განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით, ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და მაშინ რომ ძლიერი ლიდერობა ყოფილიყო, ომი საერთოდ არ იქნებოდა... შევთანხმდით ჩვენს შეხვედრაზე, უახლოეს დღეებში ევროპაში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ ფორმატი, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინა, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობის მისაღწევად, მთავარ თემებს შორის იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დავით სონღულაშვილი

15 ივნისი 2026, 09:23

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა კახეთში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. მინისტრმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შემდგომ გზაზე.

15 ივნისი 2026, 09:09

სპორტი

UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა

UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა.

ოლივერ თრი

15 ივნისი 2026, 09:08

კულტურა

მომღერალი ოლივერ თრი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ოლივერ თრი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა When Iʼm Down, Life Goes On, Alien Boy და Hurt. სიმღერაზე All You Ever Wanted ვიდეორგოლი მომღერალს საქართველოში, დიდგორის მონუმენტთან ჰქონდა გადაღებული. ის 32 წლის იყო. მომღერალი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.

15 ივნისი 2026, 08:53

რეგიონი

თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ღონისძიება ყოველწლიურად, სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით იმართება. 2025-2026 სასწავლო წლებში რეგიონის მასშტაბით, სკოლა ოქროს და ვერცხლის მედალზე 462 მოსწავლემ დაამთავრა.

15 ივნისი 2026, 08:29

საზოგადოება

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე ხანძარი იყო, დაშავდა ერთი ადამიანი

თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, მეტეხის ქუჩაზე, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვასა და მესამე სართულზე ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად იყვნენ მობილიზებული.

15 ივნისი 2026, 08:18

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

15 ივნისი 2026, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 04:49

მსოფლიო

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ნეთანიაჰუ ძალიან მადლობელი უნდა იყოს - ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ იარსებებდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Times-ს განუცხადა, რომ თუ ირანი ვერ მიაღწევს საბოლოო ბირთვულ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იგი განაახლებს სამხედრო თავდასხმებს თეირანზე ან ამერიკის შეერთებულ შტატებს „ახლო აღმოსავლეთის მფარველად“ აქცევს, რეგიონის შემოსავლების 20%-ის სანაცვლოდ.

15 ივნისი 2026, 04:34

მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით - დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

15 ივნისის ღამეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 04:17

მსოფლიო

The New York Times: ტრამპმა შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ირანთან კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გადასახადების გარეშე გახსნას.

15 ივნისი 2026, 04:04

მსოფლიო

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები მზად არიან გააუქმონ შესაბამისი სანქციები, ირანის მიერ საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადადგმული მკაფიო და გადამოწმებადი ნაბიჯების საპასუხოდ

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში „ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნა და ნაოსნობის უპირობო და შეუზღუდავი თავისუფლების უზრუნველყოფა“ მოითხოვეს.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 03:56

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი ირანთან შეთანხმებას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კვირას ირანთან მიღწეულ შეთანხმებას „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი მომენტი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.