14 მაისი 2026, 12:10 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ. მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

აღარ ვიცი, თავს რატომ იწუხებენ კვლევით, ან ჩვენ რატომ ვიწუხებთ თავს კითხვით, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელს ასეთი რამ არ აინტერესებს. კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები აღარ არის ბრიუსელის ინტერესი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ კვლევის შეფასებისას.

მისივე თქმით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად იყენებს ძალის პოლიტიკას.

„იციან, რომ რასა იუკნევიჩიანე რასაც იტყვის, ისაა სიმართლე - მორჩა! ჩვენ ვიმყოფებით ახალ ეპოქაში, როდესაც იტყვიან თეთრზე შავს და იტყვიან, რომ მე მაქვს ატომური ბომბი, ამიტომ თეთრზე ვიტყვი შავს და შენ უნდა გაიმეორო, რომ თეთრი არის შავი. მე მაქვს ეკონომიკური ბერკეტები - გეტყვის ბრიუსელი, ამიტომ შავზე ვიტყვი ახლა თეთრს და შენ უნდა თქვა, დიახ, ეს არის თეთრი. არანაირი სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი აღარ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი ძალის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ვხედავთ, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად იყენებს, მათ შორის იმ საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში, რომელშიც ახლა დღეს არის და ეს არის სწორედ ესტონიზაცია ევროკავშირის, რაზეც თეთრ სახლშიც საუბრობდნენ, ამიტომ კარგით, ჩვენმა მოქალაქეებმა იციან. 10 არჩევნები მოვიგეთ, მე-11, მე-12 და ასე შემდეგაც მოვიგებთ, რადგან ეს არის სიმართლე, მაგრამ სხვა რა ვქნათ?! ევროკავშირის ელჩს რომ ვუთხრათ, ეს არის-თქო, ხომ არ აინტერესებს მისთვის ავტორიტეტი არის რასა იუკნევიჩიანეს პოლიტიკური გეგმები და ამის განხორციელება.

დაივიწყეთ, არ არსებობს არანაირი შანსი იმის, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა გადადგას რაიმე ნაბიჯი რაიმე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით. ეს არის ჩვეულებრივი, ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ მხოლოდ ინსტრუმენტი ვართ. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ. მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბრიუსელის თვალში საქართველოს მოსახლეობა ინსტრუმენტამდეა დაყვანილი, რომელიც გამოსაყენებელია მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შესრულება აქვთ. დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები კი საქართველოსა და მონტენეგროს ჩამორჩებიან.

ყველა სიახლე

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:22

პოლიტიკა

შათირიშვილი: ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს

„დიფ სთეითის“ გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:20

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს. ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

14 მაისი 2026, 13:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

14 მაისი 2026, 13:10

ტაბლოიდი

Metallica-ს კონცერტმა საბერძნეთში მცირე მიწისძვრა გამოიწვია

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ კონცერტს 80 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჯგუფის გამოსვლის დროს, მიწისძვრების მონიტორინგისთვის განკუთვნილმა სპეციალურმა მოწყობილობებმა უმნიშვნელო მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირეს.

გივი მიქანაძე

14 მაისი 2026, 13:07

საზოგადოება

გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მარკო რუბიო

14 მაისი 2026, 13:02

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩინეთს აქვს გეგმა, მათ სჯერათ რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნებიან. ჩინეთის შეკავებას არ ვცდილობთ, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ვერ აღზევდებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთს აქვს გეგმა, პეკინს სჯერა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნება.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელელ ჩინოვნიკებს როგორც კი მიუვათ მეილზე ახალი კვლევა, იქვე გადააგდებენ ნაგვის ყუთში, აიღებენ თავის სიას, „როგორ ვავნო საქართველოს“ და დაიწყებენ მონიშვნას: დავხუროთ ტელევიზია, გავაუქმოთ პარლამენტი და ა.შ.

ეს აჩვენებს სახელმწიფოს სისტემის გამართულობას, აჩვენებს პარლამენტის და მთავრობის მუშაობის შეთანხმებულობას, იმას, რომ ეს კოორდინაცია მთავრობასა და პარლამენტს შორის არსებობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე საუბრისას.

14 მაისი 2026, 12:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვჭირდება ჩვენი განათლების სისტემაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს საჭიროებს

ჩვენ გვჭირდება ჩვენი განათლების სისტემაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, კვალიფიციურ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით საჭიროებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმის შეაფასა.

ევნიკა სილინია

14 მაისი 2026, 12:55

მსოფლიო

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევნიკა სილინია გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევნიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მან მთავრობაში მომხდარი კონფლიქტი დაასახელა, რომელიც თავდაცვის მინისტრის, ანდრის სპრუდსის გადადგომას მოჰყვა. საკუთარი გადადგომის შესახებ სილინიამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაზა შათირიშვილი

14 მაისი 2026, 12:55

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული,- წერს ანალიტიკოსი ზაზა შათირიშვილი ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედის" საქმიანობის 1 წლით აკრძალვასთან დაკავშირებით.

14 მაისი 2026, 12:49

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ 5 პირი საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებითა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ცდილობდნენ გადმოეკვეთათ და ასევე, რამდენიმე მათგანმა ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

14 მაისი 2026, 12:45

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტო: ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7 500-ზე მეტ მედიკამენტზე. ფასის ზედა ზღვარი, დამატებით, კიდევ 700-ამდე მედიკამენტზეც დაწესდება

ჯანდაცვის მინისტრის - მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზარზე არსებული ვითარება და სისტემის ეფექტიანობა განიხილეს.

ნინო ლაცაბიძე

14 მაისი 2026, 12:43

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ფასადის ავთენტური იერ-სახის შენარჩუნება მოხდება და შენობის ექსპლუატაციის ვადა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჯამში ქალაქის მასშტაბით, დღეისათვის აქტიურ ფაზაში 15 შენობის რეაბილიტაციაა. ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთავის მერიის გუნდი ძალიან მალე დავიწყებთ ძველი რუსთავის განახლების ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც 100-მდე შენობის რეაბილიტაციასა და რესტავრაციას მოიცავს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ დანიელების ძღვენი არ გვჭირდება, არ გვჭირდება ისეთი დიალოგი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დააზიანონ

78-ე მუხლი არის ჩვენი კონსტიტუციის ბოლო მუხლი, 78-ე მუხლამდე არის 77 მუხლი, სადაც წერია: მართლმადიდებელ ეკლესიას რა როლი აქვს ჩვენს სახელმწიფოებირობაში, რას ნიშნავს სუვერენიტეტი და ვინ ახორციელებს ხელისუფლებას, ამიტომ, ჯერ 77 მუხლს სცენ პატივი და შემდეგ მოიკითხონ 78-ე მუხლი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე.

მარკო რუბიო

14 მაისი 2026, 12:35

მსოფლიო

მარკო რუბიო ნატოზე: რისთვის ვართ იქ? მხოლოდ მათ დასაცავად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატოში ამერიკის წევრობის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რომ დავყოლოდით ევროკავშირის მოთხოვნებს, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები

სამწუხაროდ უუნარონი არიან ერთის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციები, გარეო და მსგავსი ორგანიზაციები, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. ვნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელზე: ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე და ესენი თუ კომუნისტური მოსკოვისკენ მიექანებიან, იმათ გამოვექეცით სისხლით და ჩვენ საბჭოთა ბრიუსელი ნამდვილად არ გვხიბლავს

ეს არის ღირებულება დაკარგული ადამიანების კრებული, რომელსაც დღეს გავლენა აქვს ბრიუსელზე და რომელსაც ევროკავშირი მიჰყავს უფსკრულისკენ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში მიმდინარე კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს - სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ეს იმ ქვეყნის არჩევანია. აი, უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის სახით

თუ ეს ასეა, მგონი, შეერთებულმა შტატებმა უნდა ახსნას. არ ვიცი, ეს ასე არის თუ არ არის, ეს მას არ უთქვამს [ირაკლი შაიშმელაშვილს], რამდენადაც გავეცანი, ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას მისცეს თავშესაფარი. არ ვიცით, ეს ასეა თუ არა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ირაკლი შაიშმელაშვილის შესახებ.