ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული თათრიშვილის პროცესზე ანა მარგველაშვილი დაიკითხა
მიხეილ თათრიშვილი
ფოტო: ანა გუმბერიძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მიხეილ თათრიშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების 2 და დაცვის მხარის 6 მოწმე დაიკითხა. დღეს ის მოწმეები დაიკითხნენ, რომელთა დაკითხვა წინა პროცესზე, პროკურორის გამოუცხადებლობის გამო ვერ მოხერხდა. მათ შორისაა პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი და სიძე მინდია გოგოჭური.
"მიხეილ თათრიშვილმა თავად ამოიტრიალა ჯიბეები დაკავების დროს და კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონია,"-ამის შესახებ პრეზიდენტის სიძემ მინდია გოგოჭურმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან დაკავების პროცესი გაიხსენა და განმარტა, რომ თათრიშვილი სასადილოში რამდენიმე პირმა დააკავა. მინდია გოგოჭურის თქმით, ვინც თათარიშვილი დააკავეს, პოლიციელის ამომცნობი ნიშნები არ ჰქონიათ.
დაცვის მხარის მოწმის სტატუსით დღევანდელ პროცესზე დაიკითხა პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც. მისი თქმით, ის დაკავების დროს თათრიშვილთან არ იმყოფებოდა, თუმცა ესაუბრა სასადილოს მომსახურე პერსონალს, რომლებმაც დაკავების დეტალები გაიხსენეს. მათი ინფორმაციით, დაკავება სასადილოს ტერიტორიაზე მოხდა. მარგველაშვილი განმარტავს, რომ მომსახურე პერსონალი შეშინებული იყო.
პროკურატურის მხრიდან ორი მოწმის სახით სამართალდამცველები გამოიკითხნენ. მათ შორის სურამის პილიციის განყოფილების უფროსი ვასილ ჭანკვეტაძე. მოწმეების განცხადებით, მათ უშუალოდ დაკავების პროცესში არ მიუღიათ მონაწილება. ერთ-ერთი მოწმე skype-ს მეშვეობით ჩაერთო, რომელიც აცხადებდა, რომ ნარკოტიკის ამიღების ფაქტს არ დასწრებია და ოქმის შედგენის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, რასაც ის შორიდან აკვირდებოდა.
მომდევნო პროცესი 6 ივლის ჩაინიშნა, სადაც დაცვის მხარის ერთი მოწმე დაიკითხება. მხარეები ასევე დასკვნით სიტყვას იტყვიან. რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
წინა პროცესზე მიხეილ თათრიშვილი მოსამართლემ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.
პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის და სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი 17 მარტს დააკავეს. მას 18 აბი "სუბოტექსის" შეძენა-შენახვას ედავებიან.
18 მარტს პრეზიდენტის შვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გოგოჭურმა და თათარიშვილმა ერთმანეთი გადაიღეს იმის დასტურად, რომ მათ ჯიბეებში არაფერი უდევთ. ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თათრიშვილს სუბოტექსი ჩაუდეს. 20 მარტს ამ განცხადებას შს მინისტრი და მთავარი პროკურორი გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ პოლიციელების მიმართ მსგავს პრეტენზიებს მტკიცებულებები სჭირდება.
ანა მარგველაშვილი საქალაქო სასამართლოში
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.
22 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
22 სექტემბერი 2026, 12:17
მსოფლიო
მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა
პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.
22 სექტემბერი 2026, 12:14
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
22 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 12:09
საზოგადოება
დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება
თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 12:08
საზოგადოება
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.
22 სექტემბერი 2026, 12:08
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.
22 სექტემბერი 2026, 12:03
პოლიტიკა
კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.
22 სექტემბერი 2026, 11:52
საზოგადოება
თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება
თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
22 სექტემბერი 2026, 11:45
საზოგადოება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა
სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
22 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
Reuters: მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს
მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს, - წერს Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავის მარაგი 107 მთელსა და 9 მეათედ ბარელამდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, ეს 1982 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
22 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება
ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ
„საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“.
22 სექტემბერი 2026, 11:12
მსოფლიო
დანია და აშშ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას დღეს გააფორმებენ
დღეს ნიუ-იორკში შეერთებული შტატების და დანია არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის უსაფრთხოების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ. დოკუმენტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი მოაწერენ.
22 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო
პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ილაპარაკა.
22 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
NATO-მ მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი პირველად გამოაქვეყნა
უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და საბაზისო სერვისების, ასევე სატრანსპორტო ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა საჭირო ვადებში, მთავრობებს კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ევალებათ.


