imedi /  17 ივლისი 2017, 23:44 / სანდო წყარო

თათია დოლიძის გამოკითხვა დასრულდა

თათია დოლიძე

შსს-ს მთავარ სამმართველოში თათია დოლიძეს გამოკითხვა დასრულდა. მან შენობა ამ წუთებში დატოვა. მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გამოკითხვის დეტალებს არ ასაჯაროებს. 

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით თათია დოლიძეს საგამოძიებო უწყებისთვის თავად არ მიუმართავს.

საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.

კომენტარები ()