imedi /  11 აგვისტო 2017, 21:15 / სანდო წყარო

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციისას დაკავებული ძმები იზოლატორში გადაიყვანეს

სპეცოპერაცია ქვემო
ფონიჭალაში

ქვემო ფონიჭალაში 2 საათის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რომლის შედეგადაც ძმები ჯაფაროვები ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დააკავეს.

ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის პირველი და 4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ძმები ჯაფაროვების მეზობლების თქმით, ძმები შეშას ყიდდნენ და სამართალდამცავებთან პრობლემა არ ჰქონდათ. სპეცოპერაცია ერთდროულად ძმების ორ სახლში მიმდინარეობდა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან კრიმინალისტები.

კომენტარები ()