შეკეცვა
ENG მთავარი პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო ჯანდაცვა საზოგადოება სამართალი თავდაცვა რეგიონი კულტურა სპორტი ტექნოლოგიები ტაბლოიდი
არქივი
თემა ინტერვიუ ინქვიზიცია
არჩევნები 2025 არჩევნები 2018 არჩევნები 2017 საქართველო პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო არჩევნები აშშ არჩევნები 2024 LIVE ისრაელი ჯანდაცვა საზოგადოება კომენტარი სამართალი თავდაცვა რეგიონი მოსაზრება კულტურა სპორტი ტექნოლოგიები ტაბლოიდი იმედი CITY ხანძარი ისტორიები
სებ-ის კურსი
2.6125

დოლარის კურსი

2.6125
-0,0005
3.0585

ევროს კურსი

3.0585
+0,0010
Imedinews Facebook Imedinews Twitter Imedinews Youtube
ყველა
  • ყველა
  • არჩევნები 2025
  • არჩევნები 2018
  • არჩევნები 2017
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • არჩევნები აშშ
  • არჩევნები 2024
  • LIVE ისრაელი
  • ჯანდაცვა
  • საზოგადოება
  • კომენტარი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • რეგიონი
  • მოსაზრება
  • კულტურა
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტაბლოიდი
  • იმედი CITY
  • ხანძარი
  • ისტორიები
  • თემა
  • ინტერვიუ
  • ისტორია

დროის მიხედვით

დან
მდე
ძიება

ნაპოვნია 300 სტატია

კახა კალაძე

15 სექტემბერი 2023, 14:50

პოლიტიკა

კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე: პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს

პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

15 სექტემბერი 2023, 13:57

პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: გაუგებარია, სად ნახა ვინმემ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და მით უმეტეს, საზოგადოებაზე. წლებია, ის საჯაროდ არც ერთხელ გამოჩენილა

გაუგებარია, სად ნახა ვინმემ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და მით უმეტეს, საზოგადოებაზე. წლებია, ის საჯაროდ არცერთხელ არ გამოჩენილა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

15 სექტემბერი 2023, 13:28

პოლიტიკა

სუსი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

გიორგი ვოლსკი

15 სექტემბერი 2023, 13:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოთარ ფარცხალაძეს თუ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს, კითხვები შესაბამისი სტრუქტურების მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ უნდა დაისვას

2013 წლის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო სტრუქტურებთან სიახლოვეს საერთოდ არ გამოჩენილა. კითხვები მას შემდეგ უნდა დაისვას, რაც საკითხი შესაბამისი სტრუქტურების მიერ იქნება შესწავლილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

15 სექტემბერი 2023, 12:00

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოთარ ფარცხალაძე თითქმის 10 წელია აღარაა საჯარო სამსახურში. რიგით მოქალაქეს, რომ ასანქცირებ, ბუნებრივია, რაღაც საფუძვლები და არგუმენტები უნდა გქონდეს

„უცნაური ისაა, რომ ამერიკელები ამ შემთხვევაში რუს ბიზნესმენებს უხსნიან სანქციებს. მათივე თქმით, რუსეთის 3 მოქალაქეს მოუხსნეს სანქციები და ამ შემთხვევაში დაასანქცირეს საქართველოს მოქალაქე. კარგად იცით, რომ ოთარ ფარცხალაძე თითქმის 10 წელია აღარაა საჯარო სამსახურში და არის რიგითი მოქალაქე. რიგით მოქალაქეს რომ ასანქცირებ, ბუნებრივია, რაღაც საფუძვლები და არგუმენტები უნდა გქონდეს. შესაბამისი უწყებები ამას შეისწავლიან და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, რამდენად იყო შესაბამისობაში და რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

15 სექტემბერი 2023, 11:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში და მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ

მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები საკითხთან დაკავშირებით მოიკვლევენ დამატებით ინფორმაციას და შემდეგ მოხდება საზოგადოების ინფორმირება, რასთან არის საქმე.

შალვა პაპუაშვილი

14 სექტემბერი 2023, 23:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია

ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არა აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

14 სექტემბერი 2023, 20:43

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული ომის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს.

მამუკა ჯანგულაშვილი

27 დეკემბერი 2022, 15:34

სამართალი

მამუკა ჯანგულაშვილი: არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ექსპერტიზის ბიუროს სამსახურებრივ მიმართულებაში მონაწილეობა მიეღო

ბატონი ოთარ ფარცხალაძე არასდროს ჩარეულა და არ ყოფილა არანაირი მცდელობა ექსპერტიზის ბიუროს სამსახურებრივ მიმართულებაში მას მონაწილეობა მიეღო, - ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა, მამუკა ჯანგულაშვილმა განაცხადა.

გაგი მოსიაშვილი

21 ოქტომბერი 2022, 21:08

პოლიტიკა

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი: ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს მასხარას სახით ასრულებს ლევან ხაბეიშვილი

ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს მასხარას სახით ასრულებს ლევან ხაბეიშვილი, - ასე პასუხობს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უკრაინამ სანქციები ოთარ ფარცხალაძესაც უნდა დაუწესოს.

10 აპრილი 2022, 13:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: დეზინფორმაცია, ტყუილი, ცილისწამება - ამ სიტყვების სინონიმად, სამწუხაროდ, დაარსების დღიდან იქცა „მთავარი არხი“ და მისი სულისჩამდგმელი ნიკა გვარამია

დეზინფორმაცია, ტყუილი, ცილისწამება - ამ სიტყვების სინონიმად, სამწუხაროდ, დაარსების დღიდან იქცა „მთავარი არხი“ და მისი სულისჩამდგმელი ნიკა გვარამია. დასწამე ცილი, შეთხზე ამბად და სიუჟეტად - ტყუილის იარაღად გამოყენება და ამ ეთერიდან ათასგვარი სიბინძურის მოსმენა დღეს აღარავის უკვირს..., - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. „მორიგი ასეთი “შედევრი” ვიხილეთ გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარი "კრიშა" გაშიფრა. ფანტაზიის რეალობად ქცევისთვის ანონიმი რესპონდენტი შეარჩია და მაყურებელს ამცნო, რომ ერთ ერთი კიბერთაღლითური ოფისი, რომელიც ვითომდა კალაძეს ეკუთვნის, ისევ განაგრძობს მუშაობას. აი ასე, მთავარი არხის პროკურორ ნიკა გვარამიას (ავტორი ფილმისა „ნოემბრიდან ნოემბრამდე“), რომლის დროსაც პროკურატურა ადამიანებს ბრალს ისე სდებდა, მტკიცებულებები საერთოდ არ სჭირდებოდა, არც ტელეეთერით დასჭირვებია მტკიცებულებები მორიგი „სკანდალის“ ასაგორებლად. მოდი, ვნახოთ „სკანდალური“ ინტერვიუს დასაწყისი: გვარამია: ლილუაშვილი, მამაცაშვილი, კალაძე, ფარცხალაძე-ეს არის 4 მთავარი „კრიშა“ ამ სფეროში? ანონიმი რესპონდენტი: დიახ! გვარამია: და ბიძინა ივანიშვილი ყველასთან საქმის კურსშია და ანაწილებს ამ ყველაფერს. ანონიმი: დიახ! ამის შემდეგ, გადაცემაში მიდის გარჩევა, ვის რას უტოვებენ კიბეროფისებიდან, ვის რა წილი აქვს და ასე შემდეგ... როგორც ჩანს, ანონიმი რესპონდენტი, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად ფლობს ინფორმაციებს, წილების გარდა ისიც ზუსტად იცის, ვის რა დროს და რა საკითხებზე ესაუბრება ბიძინა ივანიშვილი. შინაარსს უკვე გავეცანით, რაც შეეხება ფორმას, ინტერვიუ ჩაბნელებულ ფონზე ემოციის გასამძაფრებლად იყო საჭირო თუ ეს ერთგვარი მინიშნებაა შავ კატაზე, რომელსაც ეძებ ბნელ ოთახში, სადაც ის საერთოდ არ არის, ძნელი სათქმელია. როდესაც ტყუილები სტატისტიკად იქცევა, იქ ლოგიკა ზედმეტია. საინტრესოა, კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად“, - წერს კალაძე.

ოთარ ფარცხალაძე

19 სექტემბერი 2021, 20:11

პოლიტიკა

ოთარ ფარცხალაძე: ჩემ მიმართ აქამდეც არაერთი ტყუილი გაუვრცელებია სააკაშვილის კონტროლირებად „ფეიკ ნიუსების“ ქარხანას, მაგრამ მკვლელებთან კავშირი არის ის წითელი ხაზი, რომელიც აღარ მაძლევს გაჩუმების უფლებას

„ამასთანავე ჩვენ დღესვე შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და მოვითხოვთ ამ გაუგონარი ადამიანებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ტყუილის საჯაროდ აღიარებას. და ბოლოს, ყველას მოგიწოდებთ, ვისაც ეს დეზინფორმაციის გამავრცელებლები ტყუილებს გაბრალებენ, „ფეიკებს“ დგამენ და თავს გამართლებინებენ, ტალახს გესვრიან და ცდილობენ, ზიანი მოგაყენონ, არავითარ შემთხვევაში არ გაჩუმდეთ. აუცილებლად იდავეთ სამართლებრივად, რათა საზოგადოებამ ნათლად იხილოს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი, საზოგადოების ჩათრევაა იმ წუმპეში, რასაც დეზინფორმაცია და ზიზღის ენა ჰქვია”, - აღნიშნულია ფარცხალაძის განცხადებაში.

გაგი მოსიაშვილი

19 სექტემბერი 2021, 14:35

სამართალი

ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი ბრძოლისთვის, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ოთარ ფარცხალაძის მიმართ დამთავრდეს არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციების გავრცელება, - ამის შესახებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 ივნისი 2021, 22:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“: მე, თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი თეთრი არ მომიპარავს, თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომით

მე, თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი თეთრი არ მომიპარავს; მე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი კერძო სექტორში, ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნიკა მელია

18 თებერვალი 2021, 22:58

პოლიტიკა

ნიკა მელია: ვაპირებ ოფისიდან გასვლას

ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე. ვაპირებ, ოფისიდან გასვლას და ამას წინ ვერავინ დაუდგება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არც გირაოს გადახდას და მითუმეტეს, არც ციხეში წასვლას არ აპირებს.

ნინო ბურჯანაძე

16 თებერვალი 2021, 18:26

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე ნიკა მელიაზე: იმედი მინდა ვიქონიო, რომ ბოლო ინსტანციას მაინც გამოიყენებს ხელისუფლება იმისათვის, რომ არ მიიღოს უგუნური გადაწყვეტილება

მისი თქმით, ნიკა მელიას ნამდვილად ეკუთვნის დაცვა, რადგან არის წესიერი, პრინციპული ადამიანი და თუ ვინმეს რაღაცა ჭმუნვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ნიკა მელიას ეს ნამდვილად არ ეხება.

ხატია დეკანოიძე

16 თებერვალი 2021, 16:06

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ხელისუფლება ნიკა მელიას ვერ დაიჭერს, თუ შეეცდებიან მაშინ ჩვენი დაკავებაც მოუწევთ

ხელისუფლება ვერ დაიჭერს ნიკა მელიას, თუ შეეცდებიან, მაშინ ყველა ჩვენგანის დაკავება მოუწევთ, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „ჩვენ არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ გავრილოვს და ვართ ამაყები, რადგან ვართ სიმართლის და სინათლის მხარეს“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

ნიკა მელია

05 თებერვალი 2021, 15:09

პოლიტიკა

ნიკა მელია: არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს. „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

02 თებერვალი 2021, 15:59

სამართალი

ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, მიხეილ ჩოხელი კი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი კი ამ ბრალდებაში გამტყუნდა და მას ხუთი ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

09 ნოემბერი 2020, 16:40

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

ტელეკომპანია „იმედი“ 8 ნოემბრის აქციისა და ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ თავდახმისა და ძალადობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „2020 წლის 8 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედი“ პროფესიული სტანდარტისა და ჟურნალისტური ეთიკის სრული დაცვით აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, მოგვიანებით კი ცესკო-ს შენობასთან დაწყებულ საპროტესტო მღელვარებას, რომლის დროსაც, „იმედის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ოპოზიციის ლიდერების მხრიდან განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა. რომ არა პოლიცია, არავინ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა 8 ნოემბერი „იმედის“ თანამშრომლებისთვის.

გიორგი გახარია

05 ივნისი 2020, 17:14

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ოპოზიციიდან ბევრი გაფორმდა მედიაში, რომ „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ საშვი და კომენდანტის საათის დროს ქალაქში ემოძრავათ

ფარცხალაძე იყო დაჯარიმებიული. მე „ჯიგრულ პონტში“ საშვებს არ ვუშვებ და ჩემთვის ასეთი ნაბიჯები და მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი, ამორალურია, არ ვაკეთებ, ჩემს ფასეულობების ეწინააღმდეგება. აღარ ვუთხარი [ოპოზიციას] პარლამენტში, მაგრამ ბევრი მათგანი, ვინც იქ გამოეკიდა ამ ფრაზას და მერე ხელზე დაიხვიეს, ისტორიები შექმნეს, გაფორმდა მედიაში, იმისთვის რომ „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ საშვი და კომენდანტის საათის დროს ქალაქში ემოძრავათ.

გიროგი გახარია

27 მაისი 2020, 18:19

სამართალი

გიორგი გახარია ფარცხალაძის დაჯარიმებაზე: ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დააჯარიმეს. „ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო

16 მაისი 2020, 19:30

სამართალი

ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას თორნიკე ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

ოთარ კახიძე

07 თებერვალი 2020, 17:33

სამართალი

ოთარ კახიძე: გეპროკურორად ირაკლი შოთაძის მობრუნება არის ცინიკური ნაბიჯი

საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის დასახელება მისთვის მოულოდნელი არ იყო.

შალვა თადუმაძე

30 ოქტომბერი 2019, 10:27

პოლიტიკა

გენპროკურორი მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მეუფე იაკობის განცხადებაში ის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, რადგან, როგორც გენპროკურორი განმარტავს, განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია დროშია აცდენილი. ამის შესახებ თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე იაკობი

28 ოქტომბერი 2019, 21:41

პოლიტიკა

მეუფე იაკობი მამაცაშვილსა და ფარცხალაძეზე ალაპარაკდა

ქორეპისკოპოსობიდან დღეს გადამდგარი მეუფე იაკობი მორიგ სკანდალურ ცნობებს ავრცელებს. მისი განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ხელშეუხებლობისთვის 15 მლნს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი სთხოვდნენ.

მეუფე პეტრე

26 ოქტომბერი 2019, 15:00

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სკანდალურ ინტერვიუში ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და 2020 წლის არჩევნებში 25%-იანი მხარდაჭერის მიღებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მეუფე იაკობმა თქვა, რომ ვისაც პატრიარქის მკვლელობა უნდოდა, „ამას არავის აპატიებს“.

ნიკა მელია

14 ოქტომბერი 2019, 16:48

პოლიტიკა

ნაციონალებისთვის „ევსაქების” პოზიცია „არავინ ციხეში“ მიუღებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არავინ დაისჯება - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ. ასე გამოეხმაურა მელია დავით ბაქრაძის განცხადებას.

23 მაისი 2019, 13:18

სამართალი

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე წინასასამართლო პროცესი გაიმართა

ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს და ყურადღება გაამახვილეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. როგორც პროკურორი განმარტავს საქმეში წარმოდგრნილია ვიდეო მტკიცებულება, რომელიც თორდიას ცემის დეტალებს ასახავს.

ოთარ ფარცხალაძე

10 ნოემბერი 2018, 18:55

პოლიტიკა

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, ინფორმცია თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფები მათ მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომას არ დასწრებიან, წარმოადგენს ერთი მხრივ, სიცრუეს, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ადვოკატთა კორპუსის, ასევე სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობასა და უნდობლობას.

წინა გვერდი
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
შემდეგი გვერდი
  • რედაქცია
  • კონტაქტი
© Imedi News
ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას. დახურვა კონფიდენციალურობა

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE