ნაპოვნია 300 სტატია
24 მაისი 2017, 14:33
სამართალი
შსს: თორდიას ბარის ინციდენტზე გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს
უწყების ცნობით, ვიდეომასალაში ნაჩვენებ ამბავზე, რომელიც 2016 წლის 24 დეკემბერს მოხდა, შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რამდენიმე თვეა უკვე მიმდინარეობს.
24 მაისი 2017, 13:47
პოლიტიკა
პავლე კუბლაშვილი: ვიდეოს გავრცელება ფარცხალაძის „გათეთრების“ მცდელობაა
სოციალური ქსელით რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას გარდა, პარლამენტის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილიც ფიგურირებს. „ვადასტურებ ლაშა თორდიასთან ერთად ყოფნას, თუმცა დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
24 მაისი 2017, 12:10
პოლიტიკა
თორდია: დღეს გავრცელებული ვიდეო ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა
გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ კომენტარს აკეთებს. ის ადასტურებს, რომ ვიდეოში ნამდვილად თვითონ არის, თუმცა დეტალების დაკონკრეტებაზე უარს ამბობს. მისი თქმით, მაშინ ბარში არავინ დაზარალებულა და არც რაიმე ნივთი დაზიანებულა.
24 მაისი 2017, 10:13
პოლიტიკა
ლაშა თორდიას შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გავრცელდა
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ქსელში გაავრცელა ვიდეო და ამტკიცებს, რომ მასზე ასახულ კადრებში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია თბილისის ერთ-ერთ ბარში, ბარის თანამშრომელს იარაღით ემუქრება.
23 მაისი 2017, 14:17
სამართალი
პროკურატურამ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე გამოძიება დაიწყო
გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროკურატურისთვის საჭირო მასალების გადაცემას აჭიანურებს.
23 მაისი 2017, 11:56
პოლიტიკა
ფარცხალაძის ადვოკატები ლაშა თორდიას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ
"აუდიტის სამსახურის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებით, აუდიტორებმა მათივე ეთიკის კოდექსი დაარღვიეს" - განცხადება ამის შესახებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
22 მაისი 2017, 15:38
პოლიტიკა
აუდიტმა მერიის საქმეზე შუალედური დასკვნა გაასაჯაროვა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.
22 მაისი 2017, 15:14
სამართალი
შსს-მ თორდია-ფარცხალაძის ჩვენებები გამოაქვეყნა
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შსს-მ 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები და საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები გაასაჯაროვა.
22 მაისი 2017, 15:05
პოლიტიკა
თორდია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
"შსს და მთავარი პროკურატურა დაინტერესებული, მიკერძოებული მხარეა. მივმართავ პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია. შევხვდი აშშ-ს ელჩს და მივაწოდე ინფორმაცია. მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ ამ საქმით", - აცხადებს ლაშა თორდია.
22 მაისი 2017, 14:30
სამართალი
შსს-მ თორდია-ფარცხალაძის ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღევანდელ ბრიფინგზე ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელა. ვიდეოკადრების ავთენტურობის დადგენის მიზნით დანიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა.
22 მაისი 2017, 12:39
პოლიტიკა
ნარმანია: ფარცხალაძეს მიწა ექსპერტების შეფასებაზე დაყრდნობით გადაეცა
"ველით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას. მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც ჭირდებოდათ. ტყუილია, რომ ყველაფერი არ გადავეცით. ყველა დოკუმენტი, რაც მერიაში ინახება, შემმოწმებლებისთვის ღიაა. ასე რომ, რაც გვქონდა, გადავეცით", - ამბობს თბილისისი მერი.
22 მაისი 2017, 10:00
სამართალი
პროკურატურამ აუდიტის მასალები გამოითხოვა
"დანაშაულის ნიშნების შემცველი მასალები დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს სამართალდამცავ ორგანოებს, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოითხოვოს მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის", - წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
22 მაისი 2017, 08:39
პოლიტიკა
აუდიტის სამსახურის დასკვნა დღეს გასაჯაროვდება
"რისკის შემცველია ის გარემოებები, რაზეც ვისაუბრებთ. კერძოდ, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. ვფიქრობთ, აუცილებელია, ფაქტები სამართალდამცავმა უწყებამ შეისწავლოს", - აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.
19 მაისი 2017, 17:51
პოლიტიკა
ფარცხალაძის მიწის ნაკვეთის განხილვას საკრებულოში ხმაური მოჰყვა
საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა მარიკა დათუკიშვილმა დააყენა. დეპუტატი ამბობს, რომ თბილისის საკრებულომ 2016 წლის აპრილის განკარგულებით ყოფილ მთავარ პროკურორს ფარცხალაძეს მიწის ნაკვეთი მონაცვლეობით გადასცა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატის განცხადებას პროვოკაცია უწოდა.
19 მაისი 2017, 12:51
პოლიტიკა
თორდია: გამოძიებას ფარცხალაძე აწარმოებს
"საქმეს ისეთი კვალიფიკაცია მიანიჭეს, რომ ვიდეოჩანაწერი არ ამოიღონ. ყველამ ძალიან კარგად იცის პროკურატურის, შსს-ს და ფინანსური პოლიციის დამოკიდებულება ფარცხალაძის მიმართ", - ამბობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი.
19 მაისი 2017, 11:15
პოლიტიკა
ფარცხალაძის ადვოკატების თქმით, ინციდენტის თვითმხილველები დაშინებულები არიან
"ღიად და საჯაროდ მოვუწოდებთ ნებისმიერ თვითმხილველ პირს, არ შეგეშინდეთ გენერალური აუდიტორის მუქარის და თქვით სიმართლე. ასეთი მოწოდება გამოწვეულია იმით, რომ ინფორმაციის შეგროვების დროს არაერთმა ნეიტრალურმა პირმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და მათი მხრიდან ამის მიზეზად თორდიას სატელევიზიო განცხადებები დასახელდა,"-ამბობენ ადვოკატები.
18 მაისი 2017, 17:34
სამართალი
ლაშა თორდია: გამოძიება არასწორი მუხლით მიმდინარეობს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია აცხადებს, რომ მასსა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება არასწორი მუხლით მიმდინარეობს. მისი განცხადებითვე ფარცხალაძის ადვოკატებს საქმის სხვაგვარად წარმართვა სურთ.
18 მაისი 2017, 11:18
პოლიტიკა
ნარმანია: გავეცნობით აუდიტის დასკვნას და განცხადებას შემდეგ გავაკეთებთ
"ჩვენ გულისყურით გავეცნობით აუდიტის დასკვნას, ამის შემდეგ ვაპირებთ გავაკეთოთ განცხადება იმ ნაწილში, რაც დედაქალაქის მერიას შეეხება, ველოდებით განცხადების გამოქვეყნებას", -განაცხადა დავით ნარმანიამ.
18 მაისი 2017, 08:03
პოლიტიკა
ლაშა თორდია დღეს არასამთავრობოებს შეხვდება
ოგორც აუდიტის სამსახურში განაცხადეს, ლაშა თორდია არასამთავრობო სექტორს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების ფაქტის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. შეხვედრა აუდიტის სამსახურში 15.00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე გამოძების ეფექტურობაზე იქნება საუბარი.
17 მაისი 2017, 19:25
სამართალი
ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა დასრულდა
ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა დასრულდა.
17 მაისი 2017, 19:09
პოლიტიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტს და მას შემდეგ განვითარებულ პროცესებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.ისინი ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.
17 მაისი 2017, 16:05
სამართალი
ოთარ ფარცხალაძე დაკითხვაზე მივიდა
ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას, ფარცხალაძემ განაცხადა: "ჩემი მხრიდან თორდიაზე ფიზიკური შეხება არ ყოფილა".
17 მაისი 2017, 15:40
სამართალი
საცობის გამო ფარცხალაძის დაკითხვა ფერხდება
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მისვლას თბილისის გზებზე შექმნილი საცობის გამო აგვიანებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა. ფარცხალაზე თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში 15:00 საათზე იყო დაბარებული.
17 მაისი 2017, 14:07
სამართალი
ადვოკატი: ოთარ ფარცხალაძე მოწმის სტატუსით დაიკითხება
ყოფილ მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სტატუსით დაიკითხება. ფარცხალაძე დაკითხვაზე 15:00 საათზე გამოცხადდება. მას ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში დაკითხავენ.
17 მაისი 2017, 12:44
სამართალი
ფარცხალაძეს 15:00 საათზე დაკითხავენ
საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტს. ლაშა თორდიას მტკიცებით, მასზე თავდასხმაში ოთარ ფარცხალაძე მონაწილეობდა.
16 მაისი 2017, 21:55
სამართალი
შსს ოთარ ფარცხალაძეს უახლოეს მომავალში გამოჰკითხავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაასრულა ლაშა თორდიას გამოკითხვა. შესაბამისად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. უახლოეს მომავალში გამოიკითხებიან ოთარ ფარცხალაძე და სხვა პირები.
16 მაისი 2017, 21:23
პოლიტიკა
დავით ნარმანია: მერიაში კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია
თბილისის მერი დავით ნარმანია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის საუბრობს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და თბილისის მერიას შორის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე.
16 მაისი 2017, 19:59
სამართალი
ლაშა თორდია: სამი სამართალდამცავი უწყება ჩემ წინააღმდეგ არის მობილიზებული
დარწმუნებული ვარ, გამოძიება ბოლოში რაღაც განცხადებას გააკეთებს, რომელიც ჩემ საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, თითქოს მართლა მე თვითონ მივიყენე დაზიანებები, - ასე გამოეხმაურა ლაშა თორდია ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას.
16 მაისი 2017, 15:39
სამართალი
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას დაკითხვა დასრულდა
გამოკითხვის შემდეგ, გამომძიებლებმა კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ თორდიამ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცა. საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით კი განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებამდე კვალიფიკაციის შეცვლაზე კომენტარი არ გაკეთდება.
16 მაისი 2017, 15:26
პოლიტიკა
თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ფარცხალაძის საქმეს განმარტავს
"მიწის მონაცვლეობაზე შეთანხმება ნიკა ალასანიასთან ვერ მოხერხდა, მაგრამ მოხერხდა ოთარ ფარცხალაძის პირობებში. ეს კანონიერი ქმედება იყო, ჯდება კანონის ფარგლებში", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი.


