imedi /  20 მარტი 2017, 18:06 / სანდო წყარო

იმერული ხაჭაპურის გამოცხობა ყველაზე ძვირი სინგაპურში, ყველაზე იაფი კი ინდოეთში ღირს

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხაჭაპურის ინდექსი დათვალა. ინფორმაციას "ბიზნესკოტრაქტი" ავრცელებს.  

კვლევაში აღებულია იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების არა ქართული საბაზრო ღირებულება, არამედ ადგილობრივი ფასები. მაგალითად, იმერული ყველის ნაცვლად, დათვლილია ყველის უცხოური სახეობის ღირებულება.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირი ხაჭაპურის გამოცხობა სინგაპურში ჯდება, სადაც სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 12.28 ლარი ჯდება, მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები 10.71 ლარით.

ფასები თითქმის მსგავსია შვეიცარიაში, იტალიასა და საბერძნეთში (8.13 ლარი, 7.29 ლარი, 7.25 ლარი). ყველაზე იაფი ინდექსი ინდოეთში დაფიქსირდა, სადაც ხაჭაპურის გამოცხობა საქართველოში 26%-ით უფრო იაფად, 2.91 ლარადაა შესაძლებელი. 

ხაჭაპურის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ინფლაციის მარტივი და გამჭირვალე ინდიკატორია. ფასებზე დაკვირვება 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო თბილისში, შემდეგ კი თანდათან გაფართოვდა საქართველოს სხვა ქალაქებზეც. ამჟამად ხაჭაპურის ინდექსი ითვლება არამხოლოდ დედაქალაქისთვის, არამედ თელავის, ქუთაისის და ბათუმისთვისაც. 

კომენტარები ()