imedi /  13 აპრილი 2017, 17:52 / სანდო წყარო

ასადი: სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თემა 100%-ით ფაბრიკაციაა

ბაშარ ასადი

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის განცხადებით, მას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "100%-იანი ფაბრიკაციაა". ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სააგენტო France-Presse-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასადი ამბობს, რომ "თავდასხმის შესახებ არანაირი ბრძანება არ ყოფილა" და რომ მთავრობამ ქვეყანაში არსებული ქიმიური იარაღის მარაგზე 2013 წელს თქვა უარი.

"რომც გვქონდეს ქიმიური იარაღი, ჩვენი მოსახლეების წინააღმდეგ არ გამოვიყენებდით," - ამბობს ასადი.

დღეს, რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას კოალიციური ძალების მიერ სირიაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქიმიური იარაღის საწყობზე განხორციელებული ავიაიერიშის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, იერიშისას ასეულობით ტერორისტი და მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის საერთაშორისო კოალიციამ უარყო: "კოალიციას ამ რეგიონზე დარტყმა არ განუხორციელებია. სირიის მტკიცებულება არ შეესაბამება სინამდვილეს. სავარაუდოდ, ცრუ ინფორმაცია სპეციალურად გავრცელდა", - განუცხადა BBC-ის პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა.

კომენტარები ()