imedi /  03 მაისი 2017, 13:32 / სანდო წყარო

Brexit-ისთვის ბრიტანეთი ევროკავშირს 100 მილიარდ ევროს არ გადაუხდის

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისთვის Brexit-ის გამო 100 მილიარდი ევროს გადახდაზე უარს ამბობს. ამის შესახებ Brexit-ის საკითხებში მდივანმა დევიდ დევისმა BBC-ს განუცხადა.

დევისის თქმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს გადაუხდის იმდენს, რამდენიც ეკუთვნის, და არა ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ თანხას.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ჟან-კლოდ იუნკერმა ცოტა ხნით ადრე თქვა, რომ Brexit-ის დაწყებისთვის ევროკავშირი ბრიტანეთს 60 მილიარდი ევროს ღირებულების ჩეკს წარუდგენდა. 

2 მაისს კი Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდა, რომ ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს Brexit-ის დაწყების გამო გადასახდელი თანხა 100 მილიარდ ევრომდე გაუზარდა. 

საქმე ეხება ევროპული ბიუჯეტისა და ევროკავშირის ყველა ინსტიტუტისადმი არსებული ფინანსური ვალდებულების ანგარიშს, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა Brexit-ის გამო ევროკავშირს უნდა გადაუხადოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ 29 მარტს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა - Brexit-ი ოფიციალურად დაიწყო.  გეგმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტში დატოვებს. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმით გადაწყდა. ლორდთა პალატამ Brexit-ის კანონი 14 მარტს დაამტკიცა. დედოფალმა ელისაბედ II-მ დოკუმენტს ხელი 16 მარტს მოაწერა

იმავდროულად, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა 8 ივნისს ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, იმ მოტივით, რომ Brexit-ის პროცესში ბრიტანეთს მაღალი ლეგიტიმაციის მთავრობა ჰყავდეს.

კომენტარები ()