imedi /  13 ივნისი 2017, 18:33 / სანდო წყარო

ევროკომისიამ პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე შეეხება ამ ქვეყნების მიერ ლტოლვილთა მიღებაზე უარის თქმას. გამოძიების შედეგად, შესაძლოა პოლონეთს, ჩეხეთსა და უნგრეთს სანქციები დაუწესდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ზემოთჩამოთვლილმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს იტალიასა და საბერძნეთში ჩასული ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემაზე, რითიც დაარღვიეს 2015 წლის შეთანხმება. 2015 წლის სექტემბერში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფ თავშესაფრის მაძიებელ 40 ათას ადამიანსა და 120 ათას ლტოლვილს საცხოვრებლით დააკმაყოფილებდნენ.

ევროკომისია მოუწოდებს ოფიციალურ ბუდაპეშტს, პრაღასა და ვარშავას, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. 

თუ წევრი ქვეყნები წერილის მიღების შემდეგ რეაგირებას არ მოახდენენ, ევროკომისია მოტივირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ ამის შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილების შესაბამისად არ იმოქმედებენ, ევროკომისია ევროკავშირის სასამართლოს მიმართავს. პოლონურმა მხარემ უკვე განაცხადა, რომ სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვას შეეცდება. ლტოლვილთა მიღებაზე კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ბუდაპეშტი და პრაღაც.

17 მაისს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სტრასბურგში, მიიღო რეზოლუცია, რომელშიც იმ პროცედურების დაწყება მოითხოვა, რაც უნგრეთის წინააღმდეგ შეიძლება სანქციების ამოქმედებით დასრულდეს. დეპუტატები შეშფოთებულები არიან უნგრეთში სიტყვის თავისუფლების, აკდემიური თავისუფლების, მიგრანტების უფლებების, შეკრების თავისუფლების მდგომარეობით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვით და სხვა ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2026, 12:02

ჯანდაცვა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 ივნისი 2026, 11:48

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გენმდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია

სესიაზე განხილვის საკითხებია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები. ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება. ასევე, სამხედრო ტექნოლოგიების და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება. და ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ., რომელიც დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.

01 ივნისი 2026, 11:39

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს

Euractiv-ის ცნობით, აღნიშნული წინადადება ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის მომავალი გაგრძელების განხილვისას გაჟღერდა, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევს, ევროპაში თავშესაფრის მიღების ეროვნული სისტემებისთვის მიმართვის გარეშე იცხოვრონ და იმუშაონ.

პეტერ მადიარი და  ტამაშ შუიოკი

01 ივნისი 2026, 11:26

მსოფლიო

მადიარის მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, უნგრეთის პრეზიდენტი არ გადადგა

პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნა პრეზიდენტის ინსტიტუტის გადააზრებისა, მაგრამ მან თავისი მოვალეობები მოქმედი კონსტიტუციით უნდა შეასრულოს. მან დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეიცავდა ცალმხრივ მოთხოვნებსა და მითითებებს მისი გადადგომის შესახებ, რაც ნეგატიურად მოქმედებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე.

პეტერ ფიშერი

01 ივნისი 2026, 11:18

პოლიტიკა

მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე - ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს - აცხადებს პეტერ ფიშერი, თუმცა, გერმანულმა მხარემ რუსეთის შესახებ ინფორმაციის განახლება მოახერხა

მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს, - ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, „რადიო თავისუფლების" კითხვას იმის შესახებ, თუ "რატომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.

კანიე უესტი

01 ივნისი 2026, 11:16

კულტურა

კანიე უესტმა სტადიონებზე გამართული კონცერტების დასწრების რეკორდი მოხსნა

სააგენტოს მონაცემებით, წინა რეკორდი ჯგუფ Coldplay-ს ეკუთვნოდა. 2025 წლის იანვარში კოლექტივი 111 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში, ნარენდრა მოდის სახელობის სტადიონზე.

დავით მათიკაშვილი

01 ივნისი 2026, 11:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

01 ივნისი 2026, 11:11

პოლიტიკა

„ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალური მონაცემები კი ვებ-გვერდზე ისევ არ არის განახლებული

საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ისევ არ არის განახლებული ვებგვერდზე.

01 ივნისი 2026, 11:11

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ემანუელ მაკრონი

01 ივნისი 2026, 11:07

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული

„ყველა მათგანს ერთი და იგივე გზავნილი გადავეცი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

01 ივნისი 2026, 11:04

საზოგადოება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 11:02

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ „ჰეზბოლას“ 900 წევრია ლიკვიდირებული

თავდაცვის ძალების მტკიცებით, დაჯგუფების წევრები ისრაელსა და მის მოქალაქეებს უქმნიდნენ საფრთხეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 2026 წელს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის კონფლიქტს, სულ მცირე, 3 412 ადამიანი ემსხვერპლა, 10 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

01 ივნისი 2026, 10:56

მსოფლიო

მალტის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

48 წლის აბელა, რომელიც მალტის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, ფიცს დღეს დადებს. თავისი პარტიის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მან ისტორიული უწოდა.

01 ივნისი 2026, 10:23

მსოფლიო

მიანმარში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

მაშველების ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია, მათ შორის 1 წლის ჩვილი. აფეთქებამ ოსფელ ქაუნგ ტატში დაახლოებით 200 სახლი დააზიანა, კიდევ 100 სახლი მეზობელ სოფელ პან ლონეში დაზიანდა.

01 ივნისი 2026, 10:11

საზოგადოება

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

01 ივნისი 2026, 10:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტში.

მამუკა მდინარაძე

01 ივნისი 2026, 10:07

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება

14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება, რომელსაც ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

01 ივნისი 2026, 10:03

მსოფლიო

საფრანგეთმა ატლანტის ოკეანეში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

„მიუღებელია, რომ გემები გვერდს უვლიდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 4 წელზე მეტია აწარმოებს. ეს გემები, რომლებიც საზღვაო ნაოსნობის ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი უგულებელყოფენ, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოსა და საერთო უსაფრთხოებას“, - განაცხადა მაკრონმა.

01 ივნისი 2026, 09:56

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

01 ივნისი 2026, 09:54

მსოფლიო

რუსეთმა ხარკოვს, ოდესასა და სუმის შეუტია

ოდესაში, რუსეთის ღამის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობა და ინფრასტრუქტურა. დაშავდა 5 ადგილობრივი მცხოვრები, მათგან 2 ჰოსპიტალიზებულია.