imedi /  19 ივნისი 2017, 08:30 / სანდო წყარო

ლონდონში მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ხალხს დაეჯახა

ლონდონში, ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით, 00:20 წუთზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად, 48 წლის კაცი დაიღუპა, რვა ადამიანი კი დაშავდა. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა მომხდარი გამიზნული ტერაქტი. ამ ეტაპზე სამართალდამცველები მომხდარს „სერიოზულ ინციდენტად“ აფასებენ.

ლონდონელებმა მიკროავტობუსის მძღოლი თავად დააკავეს და პოლიციას გადასცეს. მას ახლა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უტარდება.
 

მომხდარს „საშინელი ინციდენტი“ უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ და დაშავებულებსა და მათ ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა. 

დიდი ბრიტანეთის მუსლიმური საბჭო და მისი თავმჯდომარე ჰარუნ რაშიდი კი Twitter-ზე წერს, რომ მძღოლმა გამიზნულად გადაუარა ხალხს, რომლებიც რამადანის წმინდა თვეში, საღამოს ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან გამოდიოდნენ. 

ამ დროისთვის ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. თვითმხილველთა განცხადებით, სწორედ პოლიცია მივიდა პირველი ინციდენტის ადგილზე და სასწრაფო დახმარების მისვლამდე მათ აღმოუჩინეს პირველადი დახმარება დაშავებულებს.

კომენტარები ()