imedi /  03 თებერვალი 2018, 01:25 / სანდო წყარო

თეთრმა სახლმა დევინ ნუნესის საიდუმლო ჩანაწერი გამოაქვეყნა

გამოძიების ფედერალური
ბიუროს ოფისი,
ვაშინგტონი, აშშ

გამოძიების ფედერალური
ბიუროს ოფისი,
ვაშინგტონი, აშშ

2 თებერვალს, საღამოს გამოქვეყნდა საიდუმლო ჩანაწერი, რომელიც რესპუბლიკელი პოლიტიკოსის დევინ ნუნესის ანგარიშის ნაწილია, რითაც დაიწყო პროცესი, რომელიც ამერიკული პრესის აზრით, ან დონალდ ტრამპის რუს ჩინოსნებთან კავშირების გამოსაძიებლად შექმნილი კომისიის დახურვით ან სულ ცოტა, გამოძიების ობიექტურობის ეჭქვეშ დაყენებით დასრულდება. ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვაშინგტონში ხდება, უკვე შეფასდა როგორც რესპუბლიკურ პარტიას და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) შორის გაჩაღებული ომი და 2018 წლის მთავარი პოლიტიკური სკანდალი აშშ-ში.

დევინ ნუნესი

დევინ ნუნესი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელია. მან მოამზადა საიდუმლო ანგარიში იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყოფილი მრჩევლის, კარტერ პეიჯის მიმოწერას კანონდარღვევით უთვალთვალებდნენ. ნუნესის აზრით, რომელიც თავადაც იძიებს ტრაპის გარემოცვის კავშირებს რუსეთთან, FBI-მ თვალთვალის საჭიროება საკმარისად ვერ დაასაბუთა და საფუძვლად საეჭვო შინაარსის ეგრეთ წოდებული "რუსული დოსიე" მოიყვანა, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. დოსიეში ეწერა, რომ თითქოს რუსეთის სპეცსამსახურებს ტრამპზე კომპრომატი ჰქონდათ; დოკუმენტი შეუკვეთა კომპანია Fusion GPS-მა, რომელსაც აფინანსებდნენ როგორც რესპუბლიკელები, ასევე ჰილარი კლინტონის შტაბი.

ტრამპის მხარდამჭერები ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვდნენ. 1 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის წინააღმდეგი არ არის. გამოქვეყნებას მხარი დაუჭირა დევინ ნუნესის კომიტეტმაც. FBI, იუსტიციის სამინისტრო და დემოკრატები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ.

პრესის ცნობით, ნუნესის ანგარიშის სრული ვერსია, სავარაუდოდ, სამი ჩანაწერისაგან შედგება. პირველი - ნუნესის შექმნილი თავდაპირველი დოკუმენტია; მეორე - წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატებმა შექმნეს, რომელშიც გაკრიტიკებულია ნუნესი და ამის გამო რესპუბლიკელებმა გადაწყვიტეს, რომ მას არ გამოქვეყნებენ და სავარაუდოდ, არსებობს მესამეც, ასევე ნუნესის მიერ შედგენილი, პირველი ჩანაწერის რედაქტირებული ვერსია, რომელიც მან თეთრ სახლში გადააგზავნა. ჯერჯერობით ლაპარაკი იყო პირველი ვერსიის გამოქვეყნებაზე და არა იმაზე, რომელიც თეთრ სახლში გადაიგზავნა და ტრამპმა ნახა. 

კარტერ პეიჯი

2016 წლის მარტში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, Merrill Lynch-ის მოსკოვის ოფისის ყოფილი საინვესტიციო ბანკირი კარტერ პეიჯი დონალდ ტრამპმა საგარეოპოლიტიკურ საკითხებში თავის მრჩევლად დაასახელა. პეიჯი ხშირად ჩნდებოდა საჯაროდ რუსი ბიზნესმენების და ჩინოსნების კამპანიაში, მას ხშირად იწვევდნენ სტუმრად რუსული ტელეარხები, როგორც ცნობილ ამერიკელ ეკონომისტს. თუმცა, 2016 წლის ზაფხულში ტრამპის გარემოცვა აცხადებდა, რომ პეიჯი მათთან აღარ მუშაობს.   

რუს მაღალჩინოსნებთან საეჭვო კავშირების გამო, გამოძიების ფედერალური ბიურო კარტერ პეიჯით ჯერ კიდევ 2014 წელს დაინტერესდა. 2017 წლის აპრილში გაირკვა, რომ სასამართლომ პეიჯის თვალთვალზე სპეცსამსახურების მოთხოვნა დააკმაყოფილა და სულ ცოტა ერთხელ მოთხოვნა გაუგრძელა. დღემდე მისთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ. ეგრეთ წოდებულ "რუსულ დოსიეში" პეიჯი ტრამპის გუნდს და რუს ჩინოსნებს შორის შუამავლად არის მოხსენიებული. პეიჯსაც და ტრამპის გარემოცვასაც ეს არაერთხელ უარუყვია.    

როდ როზენშტეინი

ნუნესი ამტკიცებს, რომ პეიჯზე თვალთვალის მოთხოვნა ძალიან საეჭვო დოკუმენტებს ეფუძნებოდა. იმავდროულად, FBI-ის სასამართლოში მიმართვას დაეთანხმა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოქმედი მოდგილე როდ როზენშტეინი. ტრამპის რუსეთთან კავშირების შესასწავლად სპეციალური კომისია სწორედ როდ როზენშტეინმა შექმნა და მანვე დანიშნა ამ კომისიის ხელმძღვანელად რობერტ მიულერი. მიულერის მუშაობას უკვე არსებითი შედეგები მოჰყვა: ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპულოსი დაპატიმრებულია FBI-ს მოტყუების გამო და ჩვენებებს იძლევა; მართალია, სხვა ეპიზოდზე, მაგრამ დაპატიმრებულია ასევე ტრამპის საარჩევნ შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი.      

რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ FBI და იუსტიციის სამინისტრო დონალდ ტრამპს ებრძვიან და ამის დასტურად შემდეგი მტკიცებულებები მოჰყავთ: კარტერ პეიჯს უთვალთვალებდნენ "დოსიეს" გამო, რომლის შედგენაზეც ფულს კლინტონის შტაბი იხდიდა; პეიჯის მიყურადებაზე თანხმობა გასცა როდ როზენშტეინმა; როდ როზენშტეინმა შექმნა რუსეთთან კავშირების გამოსაძიებელი კომისია, რაც იმას ნიშნავს, რომ როზენშტეინიც ტრამპის წინააღმდეგაა.

---------

The New York Times-ი წერს, რომ ნუნესის ანგარიშის სრულ ვერსიას, როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან გამოაქვეყნებენ. ამისთვის რაიმე საკანონმდებლო ბარიერები არ არსებობს. გაზეთის ვარაუდით, ამას FBI-ის დირექტორის კრისტოფერ რეის გადადგომა და თეთრ სახლში კიდევ უფრო მეტი ქაოსი მოჰყვება. ჩანაწერი შეიძლება მასშტაბური გამოძიების საბაბი გახდეს, რადგან ამ დოკუმენტის თანახმად, FBI-ის და იუსტიციის სამინისტროს ათობით თანამშრომელი ტრამპის გადაყენებას ცდილობს და თვალთვალისთვის საფუძვლებს და დოკუმენტებს აყალბებს. ჯერჯერობით არავინ ამახვილებს ყურადღებას ნუნესის დასკვნების სუსტ ადგილებზე. კერძოდ იმაზე, რომ "რუსული დოსიეს" მომზადებაში რესპუბლიკელების ფულიც არის დახარჯული და არც იმაზე რომ როდ როზენშტეინმა არამხოლოდ რუსეთთან კავშირების საგამოძიებო კომისია შექმნა, არამედ სწორედ მან მოაწერა ხელი საანგარიშო დოკუმენტს, რომელიც FBI-ის ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის თანამდებობიდან მოხსნის საფუძველი გახდა. კომი კი ტრამპს ღიად უპირისპირდებოდა.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 15:57

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს მეთადონს (ფუძე), „მდმას“ და ,,მეფედრონს“,„ალფა-პვპ“-ს (α-PVP), „გამომშრალ მარიხუანას“ და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინს“.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 15:53

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, მან ჩინეთის ლიდერს წერილი მისწერა და სთხოვა ირანისთვის შეიარაღება არ გადაეცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს წერილი მისწერა და სთხოვა, რომ ირანს შეიარაღება არ გადასცეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 15:42

მსოფლიო

16 აპრილს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სამუშაოების წარმოების დროს საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზისა და ნიგოითის, ლანჩხუთის, ლესას სატრანსპორტო კვანძების გამოყენებით.

ირაკლი ზარქუა

15 აპრილი 2026, 15:31

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია. რადგან მეორე ფრონტი არ გავხსენით და არ შევეწირეთ სხვის ომს, ამის გამო გვსჯიდნენ

საგარეო საქმეთა მინისტრი, ინტერპელაციის პლატფორმის გამოყენებით, პარლამენტში ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს საკმაოდ ამომწურავად და არგუმენტირებულად პასუხობს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.

იენს სტოლტენბერგი

15 აპრილი 2026, 15:30

მსოფლიო

ნატოს ყოფილი გენმდივანი სტოლტენბერგი: ნატო არ არის ბუნების კანონი, რომ მარადიულად იარსებოს და არც ქვაზეა ამოტვიფრული, რომ ის მომდევნო ათ წელიწადს გადაურჩება

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო არ არის ბუნების კანონი, რომ მარადიულად იარსებოს.

15 აპრილი 2026, 15:27

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა და თბილისში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას შეუწყო ხელი.

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2026, 15:22

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მსურს გარკვეული კრიტიკა გამოვთქვა ჩვენი საელჩოების მუშაობის გამო - როცა სახელმწიფო ამ მიმართულებით უამრავ რესურსს ხარჯავს, კარგი იქნება, საელჩოები აქტიურად მუშაობდნენ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული საელჩოების მუშაობა გააკრიტიკა.

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2026, 15:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს

დღეს ევროპული ინტეგრაცია თუ შეფერხებულია, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან იმ მიზეზით, რომ ისინი თავად არ იცავენ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც ასე სანატრელი და სანუკვარია ქართველი ერისათვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული.

ირაკლი ზარქუა

15 აპრილი 2026, 15:09

პოლიტიკა

ზარქუა: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, რომ რაც არ უნდა აფინანსონ პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას შეურაცხყოფას მიაყენებ, ჩაფლავდები

რადიკალებმა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, გაიაზრა, მიხვდა, რომ რაც არ უნდა გაფინანსონ შენმა პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით შენს ეროვნულ ღირებულებებს, თუ შენ ეკლესიას, მართლმადიდებლობას, მეუფეებს, ერს, შეურაცხყოფას მიაყენებ და ამით შეეცდები რომ ფონს გახვიდე, გამორიცხულია, ჩაფლავდები როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ,- ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას

15 აპრილი 2026, 15:06

სამართალი

პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 15:02

რეგიონი

სოფელ ბანძაში ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის ლიკვიდაციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს ახორციელებენ; ცოფის გავრცელების კერაში მიმდინარეობს ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა; საკარანტინო პერიოდში შეზღუდულია ცხოველთა გადაადგილება; დეზინფექცია უტარდება იმერეთის დეპარტამენტის ავტომობილებსაც, რომლითაც გადაიყვანეს ინფიცირებული ცხოველი“.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 14:57

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ვფიქრობ, თუ „დრუჟბა“ მუშაობას განაახლებს, ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფაზე თავის ტექნიკურ ვეტოს გააუქმებს​

„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების სტატუსით მოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, თუ „დრუჟბა“ მუშაობას განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს გააუქმებს“, - დასძინა მადიარმა.

15 აპრილი 2026, 14:45

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 14:40

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, დაკავშირებადობის ხელშეწყობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ნინო წილოსანი

15 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ბოკუჩავა რომ ეკლესიას მოედნად აღიქვამს, ამაში ახალი არაფერია. მისი ბელადიც სწორედ ასე უყურებდა. მან თვალთმაქცურად გაიკეთა ჯვარი და ეგონა ხალხი დაიჯერებდა, რომ ის ქრისტიანია

ძალიან კარგად ვიცით მთელი მათი პოლიტიკა, როგორ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და უფრო მეტიც, როგორ არის მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით.

გურამ მაჭარაშვილი

15 აპრილი 2026, 14:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება

ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება,- განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადებაზე.

დავით მათიკაშვილი

15 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც

ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 14:18

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას

„მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ“.

15 აპრილი 2026, 14:15

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 14:12

საზოგადოება

ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 16 აპრილის 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.