imedi /  21 ნოემბერი 2018, 11:04 / სანდო წყარო

მედიამ მოკლული საუდელი ჟურნალისტის ბოლო წუთები აღწერა

საუდის არაბეთი ჟურნალისტი მკვლელობა

თურქულმა გამოცემა Haberturk-მა იმ აუდიოჩანაწერების შინაარსი გამოაქვეყნა, რომელიც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის დღეს არის გაკეთებული. 

Haberturk-ი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროსგან მიიღო. გამოცემას თავად აუდიოჩანაწერი არ გამოუქვეყნებია.

ჰაშაღი საკონსულოში 2 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:14 საათზე შევიდა. Haberturk-ი წერს, რომ საკონსულოში შესვლისას ჟურნალისტი ოთხი საუდელი აგენტის გარემოცვაში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა მას ხელი ჩაავლო, რაზეც ჟურნალისტმა უყვირა: "გამიშვით, რას აკეთებთ?!" მასსა და აგენტს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. ჩხუბი თავდაპირველად საკონსულოს სავიზო დეპარტამენტში დაიწყო, შემდეგ კი ადმინისტრაციულ ზონაში გაგრძელდა. ბოლოს კი ჟურნალისტის ცემა და წამება დაიწყეს.

გამოცემის ცნობით, აუდიოჩანაწერში ჰაშაღისა და ოთხი აგენტის გარდა, კიდევ სამი კაცის ხმა ისმის. მათგან ჯერ მხოლოდ ორია იდენტიფიცირებული. ერთ-ერთი ხმა თურქეთში საუდის არაბეთის კონსულს მუჰამედ ალ-უტეიბს ეკუთვნის, მეორე - საუდის არაბეთის დაზვერვის პოლკოვნიკს მაჰერ მუტრებს, რომელიც პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან დაახლოებულ პირად ითვლება. 

Haberturk-ი ირწმუნება, რომ მუტრები ჰაშაღის საკონსულოს ადმინისტრაციულ ზონაში შეხვდა და უთხრა: "გამყიდველო! შენ ამისთვის პასუხს აგებ!". საკონსულოში ჟურნალისტის მისვლიდან 13 წუთის შემდეგ მუტრები კონსულის ოფისისკენ წავიდა და საუდის არაბეთში დაიწყო რეკვა. მან 19 ზარი განახორციელა, მათ შორის საუდის არაბეთის პრინცის მრჩეველთან ალ-კაჰტანთან. როგორც ირკვევა, მუტრებმა მას ოპერაციის მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. 

ჰაშაღის წამების, ცემისა და შეხლა-შემოხლის ხმები საკონსულოში გაკეთებულ ორ აუდიოჩანაწერზეა დაფიქსირებული, რომელიც ჯამში 11 წუთის ხანგრძლივობის არის. ამის შემდეგ საკონსულოს სავიზო და ადმინისტრაციულ ზონებში ორი საათი სიჩუმე იყო. თურქი სამართალდაცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ საუდელებმა ამ დროის განმავლობაში სიგნალის დამხშობი სპეციალური მოწყობილობები გამოიყენეს. ამის შემდეგ, როგორც Haberturk-ი წერს, სამი აგენტი კიბეებზე ჩამოვიდა და ერთ-ერთმა მათგანმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაშალა. 

აუდიოჩანაწერზე ასევე მოხვდა კაცის ხმა, ის ამბობს, რომ მას ეშინია იმ კაცის ტანსაცმლის ჩაცმა, "რომელიც ჩვენ 20 წუთის წინ მოვკალით". თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ეს ხმა ინჟინერ მუსტაფა ალ-მუდაინის ეკუთვნის. მან გადაიცვა ჰაშაღის ტანსაცმელი და საკონსულო უკანა კარიდან დატოვა. თურქი სამართალდამცველების თქმით, ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მტკიცებულება იმის, რომ საკონსულოდან გამოსული კაცი ჰაშაღი არ ყოფილა, წერს Haberturk-ი. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქ სამართალდამცველებს საკონსულოს ადმინისტრაციულ ნაწილში გაკეთებული აუდიოჩანაწერი, სადაც ჟურნალისტი  მოკლეს, არ აქვთ. ისინი მივიდნენ ვარაუდამდე, რომ ჟურნალისტის სხეული დაანაწევრეს. ამის ვარაუდის საფუძველს კი ის იძლევა, რომ შენობის ამ ნაწილში კედლები ცოტა ხნის წინ გადაიღება, ოთახებში კი ქიმიური ნივთიერებებისა და სავარაუდო მკვლელების თითის ანაბეჭდები იპოვეს.

საუდის არაბეთი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კრიტიკის ქარცეცხლშია. მიზეზი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოდან The Washington Post-ის ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარებაა. 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავე საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანია. ამერიკული პრესა წერს, რომ თავად პრინცმა შეუკვეთა მკვლელობა.

რამდენიმე კვირის წინ თურქეთის პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მოკლული ჟურნალისტის  ცხედარი დაანაწევრეს. აქამდე მისი გაუჩინარების შესახებ ასეთი ვერსია ვრცელდებოდა - ცხედარი მჟავის საშუალებით გაანადგურეს. ამის შემდეგ თურქეთის პოლიციამ საუდელი ჟურნალისტის ცხედრის ძებნა შეწყვიტა, მაგრამ განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს. 

საუდის არაბეთმა ჰაშაღის მკვლელობის საქმეზე 21 ეჭვმიტანილი დააკავა. ბრალი ოფიციალურად 11-ს წაუყენეს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 20:45

მსოფლიო

კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

13 აპრილი 2026, 20:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი

აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აპრილი 2026, 20:28

მსოფლიო

ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:18

მსოფლიო

პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 20:07

მსოფლიო

ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საქართველოს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:42

მსოფლიო

პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:22

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას

ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

13 აპრილი 2026, 18:27

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.

13 აპრილი 2026, 17:12

მსოფლიო

მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.

გეერტ ვილდერსი

13 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ

„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.

13 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 16:29

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.