imedi /  31 მარტი 2019, 10:55 / სანდო წყარო

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

მიკროავტობუსები

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე კომპანიამ დაიწყო ზაფხულისთვის მზადება.

"დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება, ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება.

მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება. გარდა ამისა სამუშაო დღის დაწყებამდე ხდება ავტოფარეხში მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას შეკეთებამდე ეკრძალება ხაზზე სამუშაოდ გასვლა,"- წერია განცხადებაში.

მიკროავტობუსები
მიკროავტობუსები

ყველა სიახლე

აკაკი ალადაშვილი

28 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას

40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე საუბრისას.

28 სექტემბერი 2026, 11:05

სამართალი

სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 4 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

28 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 11:02

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

28 სექტემბერი 2026, 11:01

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ჩინეთის, ტაილანდის, რუსეთის, ინდოეთის, ერაყის, თურქმენეთისა და ეგვიპტის მოქალაქე.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2026, 11:01

მსოფლიო

უკრაინული მედია: ტრამპმა ზელენსკის გლობალური საწვავის კრიზისის საფრთხის გამო რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების „შენელება“ სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემცირება სთხოვა, რადგან თავდასხმები გლობალურ საწვავის ბაზარზე გავლენას ახდენს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 10:59

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტო: 28 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

28 სექტემბერი 2026, 10:54

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ჰასან ჰასანლის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 10:33

მსოფლიო

Reuters: სამხრეთ კორეა უკრაინისგან ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემის გასაჯაროებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური განმარტება და ბოდიში მოითხოვა და კიევი ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაცემის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 სექტემბერი 2026, 10:10

მსოფლიო

Reuters: ისრაელის პრემიერ-მინისტრი კვირას აბუ-დაბიში ფარულად იმყოფებოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

28 სექტემბერი 2026, 10:09

პოლიტიკა

მაჭავარიანი: ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ - 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. რა თქმა უნდა, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი NGO-ორგანიზაციებიც, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

28 სექტემბერი 2026, 09:50

საზოგადოება

ComCom-ის წარმომადგენლებმა ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა.

აბას არაღჩი

28 სექტემბერი 2026, 09:47

მსოფლიო

აბას არაღჩი: ირანი ომის განახლებისთვის სრულად მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს

ირანი აშშ-თან საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.

რატი იონათამიშვილი

28 სექტემბერი 2026, 09:42

სპორტი

რატი იონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!

პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2026, 09:32

საზოგადოება

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.

28 სექტემბერი 2026, 09:30

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

28 სექტემბერი 2026, 09:19

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს

ევროკავშირი ოთხი ქვეყნისთვის, რომლებიც გაერთიანებაში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს არიან, მკაფიო, ეტაპობრივ გეგმებს ამზადებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 09:08

მსოფლიო

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. 100 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნიუ-იორკში წაქცეულმა ხემ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

28 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი გადადგა - ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 08:56

მსოფლიო

შვეიცარიაში კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

შვეიცარიელებმა გუშინ გამართულ რეფერენდუმზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. წინასწარი შედეგებით, ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცა 69%-მა თანხმობა კი მხოლოდ 30.88%-მა დააფიქსირა.