სტოლტენბერგი: შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს მინისტერიალზე
იენს სტოლტენბერგი
ფოტო: Twitter
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდების ყოფნას ბრიუსელიდან ნატოს გენერალური მდივანი ეხმიანება. ნატოში აცხადებენ, რომ ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედების და ურთიერთთავსებადობას აამაღლებს.
შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ამ კვირაში ნატოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ალიანსი დამატებითი ზომების მიღებას აპირებს და საქართველო პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ვაშინგტონში საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა რუსეთსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც უნდა იმსჯელონ.
"ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ კვირაში შეერთებულ შტატებში შეთანხმდებიან ახალ ზომებზე, რათა გავაუმჯობესოთ შავი ზღვის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ ნატოს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა.
ჩვენ უკვე ვიღებთ ზომებს და წარმატებული თანამშრომლობა ჩემი თვალით ვნახე საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნებზე. მე ველოდები, რომ მინისტრები შეთანხმდებიან ახალ ზომებზე, განსაკუთრებით, მაგალითად წვრთნებზე, რასაც ახლა ვხედავთ. შარშან ნატოს გემებმა 120 დღე გაატარეს შავ ზღვაზე. სერიოზული ზრდაა, ვინაიდან 2017 წელს 80 დღე გაატარეს ნატოს გემებმა შავ ზღვაზე. ეს ნიშნავს, რომ ნატო წარმოდგენელია შავ ზღვაზე და როდესაც ვართ შავ ზღვაზე, პარტნიორებთან ერთად ვატარებთ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა ამ პროცესში ჩართულია საქართველო და უკრაინა", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ფოთის პორტში დღს ოთხი სამხედრო გემი შემოვიდა. ესენია: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).
ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
ყველა სიახლე
14 მარტი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს.
14 მარტი 2026, 10:30
სამართალი
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურს ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
14 მარტი 2026, 10:26
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
14 მარტი 2026, 10:05
საზოგადოება
გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მინისტრმა საუბრისას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და სკოლებში განსახორციელებელი ინიციატივები მშობლებთან ერთად განიხილა.
14 მარტი 2026, 10:03
მსოფლიო
ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას „სანტა-ბარბარას“ უწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას „სანტა-ბარბარა“ უწოდა.
14 მარტი 2026, 09:53
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 მარტს საქართველოში
14 მარტს თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
14 მარტი 2026, 09:29
მსოფლიო
პიტერ სიიარტო: ბალტიის ქვეყნები ზელენსკის ნოტებზე უკრავენ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში ბალტიის ქვეყნები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნოტებზე უკრავენ.
14 მარტი 2026, 09:09
საზოგადოება
GORBI: გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ღამით ქუჩაში სიარულისას თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ
ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქალთა უსაფრთხოების საკითხი საჯარო სივრცეში. სწორედ ამ თემას ეხება ბაზრის კვლევისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამოუკიდებელ ფირმათა წამყვანი გლობალური ასოციაციის - WIN | Worldwide Independent Network of MR & OP -ის უახლესი ყოველწლიური კვლევა „Worldviews“ (მსოფლმხედველობა), რომელიც 45 ქვეყანაში 45,000 ადამიანის შეხედულებებსა და გამოცდილებებს ასახავს.
14 მარტი 2026, 08:56
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ მალე ჰორმუზის სრუტეში გემების გაცილებას დაიწყებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მალე ამერიკა ირანის მიერ ჩაკეტილ ჰორმუზის სრუტეში გემების გაცილებას დაიწყებს.
14 მარტი 2026, 08:33
მსოფლიო
AP: ბაღდადში აშშ-ის საელჩო დაიბომბა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩო დაიბომბა. ინფორმაციას Associated Press-ი ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 მარტი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14-16 მარტს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი.
14 მარტი 2026, 03:07
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე
რამდენიმე წუთის წინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
14 მარტი 2026, 00:11
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე
აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
13 მარტი 2026, 23:50
სპორტი
ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობა დაასრულა ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ. მან პარასნოუბორდის დისციპლინაში იასპარეზა და ორი დაშვება შეასრულა.
13 მარტი 2026, 23:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს
პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მარტი 2026, 23:43
პოლიტიკა
შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია. რატომ უბრძანეს ამის თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე. ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც შარმანაშვილის მისამართით სხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პირველი პრეზიდენტის დამხობის შესახებ ბრალდებასაც მოიცავს.
13 მარტი 2026, 23:32
მსოფლიო
Financial Times: ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს
ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
13 მარტი 2026, 22:59
მსოფლიო
The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა
აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
13 მარტი 2026, 21:49
მსოფლიო
CNN: ირანის ომში დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადაცდა
CNN-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალი - დაიღუპა, კონფლიქტი კი უკვე მე-14 დღეა გრძელდება.
13 მარტი 2026, 21:41
საზოგადოება
პაატა სალია „ილი ჯგუფის“ შესახებ: მათთან ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა. პაატა სალიას თქმით, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.


