უცხოელი დიპლომატები რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს ეხმიანებიან
ფოტო: IMEDI
ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი Imedinews-თან აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ აგრესიას პუტინი აფხაზებისა და ოსების თვითგამორკვევის უფლების დაცვით ხსნიდა.
„თუმცა ბოლო 10 წელიწადში მთელმა სამყარომ დაინახა რომ ეს პროპაგანდა იყო, ხოლო ამ ორმა ერმა დაინახა, რომ რუსების მიერ „გათავისუფლება“ რეალურად „დაპყრობას" ნიშნავს“, - განაცხადა პოლ გობლმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა, რომელიც იმ პერიოდში კონდოლიზა რაისის დავალებით საქართველოს სტუმრობდა, Imedinews-სთან აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გასაყვანად მოსკოვზე საკმარისი ზეწოლა ვერ განახორციელა და ეს უუნარობა მორალური და სტრატეგიული მარცხია.
ბრაიზა იმედოვნებს, რომ ევროპა და აშშ ამ მტკივნეულ გაკვეთილებზე ისწავლის, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან გვიანია.
„დღეს ყველამ ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიდგინოს“, - ეს განცხადება კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტს ეკუთვნის.
„2008 წელს რუსეთის შეჭრამ საქართველოში დაანგრია ილუზიები, რომ 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური მოქმედება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნორმების, ევროპის თუ ეუთოს, ჰელსინკის აქტის პრინციპების მიხედვით წარიმართებოდა. ქვეყანა მისი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, დაიკავა და აგრძელებს მისი ტერიტორიის ოკუპაციას“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა, რომლის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
რუსეთს 2008 წლის 6 პუნქტიაში სამშვიდობო შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვოლსტრომი, რომელიც აქვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს.
„რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უხეშად არღვევს საერთაშორის შეთანხმებას. მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას 2008 წლის 6 პუნქტიაში სამშვიდობო შეთანხმება“, - წერს შვედი დიპლომატი Twitter-ზე.
Today marks 11 years since Russia’s invasion of Georgia. Sweden remains staunch supporter of Georgia’s sovereignty & territorial integrity. Russian military presence in Abkhazia & South Ossetia continues in violation of int. law. Call on Russia to implement Six Point Plan of 2008
— Margot Wallström (@margotwallstrom) August 7, 2019
11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალი 2008 წლის ომის 11 წლისთავს.„2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების რიცხვი იზრდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ირღვევა ადამიანის უფლებები და დაუცველია საერთაშორისო ნორმები“, - აღნიშნულია მინისტრის Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
Today 11 years ago, Russia started its military aggression against #Georgia. Despite the 2008 ceasefire agreement, 🇷🇺 has increased military presence in occupied Abkhazia and South Ossetia, gross violation of human rights continues. International law must be followed. https://t.co/mVRD41K0AL
— Urmas Reinsalu (@UrmasReinsalu) August 8, 2019
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.
ყველა სიახლე
31 მაისი 2026, 21:36
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე
პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:30
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ
თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:29
პოლიტიკა
პრემიერი: გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება
დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენად. მათი თავდადება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის
დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:23
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სრულ მხარდაჭერას თითოეული თქვენგანის მიმართ
ძვირფასო პოლიციელებო, გილოცავთ პოლიციელის დღეს! მსურს განსაკუთრებული მადლიერებით მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ერთგულად ემსახურებით საქართველოს: მის სახელმწიფოებრიობას, კანონის უზენაესობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
31 მაისი 2026, 21:03
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. LIVE
ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოებს.
31 მაისი 2026, 20:54
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი თვეა აანონსებენ აქციას რადიკალები, საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეს მხარდაჭერა
ორი თვეა აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეს მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე საუბრისას.
31 მაისი 2026, 20:50
სამართალი
ძლიერი სახელმწიფო - ძლიერი სპეცსამსახურები. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
ფაქტია, ბოლო დროის კონტრდაზვერვითი საქმიანობა გვიჩვენებს, რომ ქართული სპეცსამსახურები არა თუ ტოლს არ უდებენ მსოფლიოში უძლიერეს სპეცსამსახურებს, არამედ მათ სქემებსაც წარმატებით ანეიტრალებენ. ამის ბევრი მაგალითი დაგროვდა - ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი და რეზონანსული 29 მაისის იყო - ერთ დღეში ორჯერ ჩაინიშნა ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჯაშუშობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. გთავაზობთ, თუ რა ითქვა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
31 მაისი 2026, 20:45
პოლიტიკა
„პრორუსი“ - ტერორი გაცვეთილი იარლიყებით. ვინ არის სინამდვილეში „პრორუსი“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თანამედროვე პოლიტიკაში ხშირია ბრძოლა არა ფაქტებით, არამედ - იარლიყებით. ბოლო წლების მოვლენები მოწმობს, რომ ეს სტრატეგია „დიფ სთეითის“ გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატიის ხელში ბრძოლის იარაღად იქცა. ამ ბრძოლაში ცალკეული ევრობიუროკრატები ყველაზე ხშირად იყენებენ იარლიყს „პროპუსი“ და „პრორუსული“.
31 მაისი 2026, 20:25
პოლიტიკა
„პრორუსი“ - ტერორი გაცვეთილი იარლიყებით. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
„პრორუსი“ - ეს სიტყვა ბოლო წლებში პოლიტიკურ ლექსიკონში ყველაზე ხშირად გამოყენებულ იარლიყად იქცა. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებ იარლიყების პოლიტიკაზე, რომელიც ზუსტად ისე გაცვდა, როგორც ევროპული ბიუროკრატია, რომლის დღის წესრიგი ჭეშმარიტად სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის აღარაფერს ნიშნავს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
31 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
იან პრაუდი: განცვიფრებული ვარ რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ „იმედისთვის“ სანქციების დაწესება გადაწყვიტა, ამ გადაწყვეტილებას არავითარი გამართლება არ აქვს. თუ ვინმე გატარებული პოლიტიკის შესახებ კითხვებს დასვამს, კრიტიკის ობიექტია, პრორუსის იარლიყს აწებებენ, რაც წარმოუდგენელი სისულელეა
ტელეკომპანია „იმედი“ არის უდიდესი, დამოუკიდებელი მაუწყებელი საქართველოში, ის კერძო საკუთრებაა, ყოველთვის ასე იყო. ტელეკომპანია „იმედს“ აქვს გასართობი გადაცემები და დიდი საინფორმაციო სამსახურიც. ტელეკომპანიის მთავარი მიზანია ქართველებისთვის იმედის მიცემა, სახელწოდებაც შესაბამისია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
31 მაისი 2026, 19:47
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.
31 მაისი 2026, 19:31
სპორტი
მამუკა ხაბარელი: საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ დისციპლინაში ღირსეული ადგილი მოიპოვოს
ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში, - განაცხადა საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
31 მაისი 2026, 19:29
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგამ გამოაქვეყნა.
31 მაისი 2026, 19:24
პოლიტიკა
ანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ.. მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია
ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის -მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს ან მელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
31 მაისი 2026, 19:15
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილი „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტის, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ - ვარდების - ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.
31 მაისი 2026, 18:57
პოლიტიკა
ანა წითლიძე: 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, მთავარი იდეოლოგი იყო ნიკა გვარამია და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, ტელევიზიით ვიგებდით - ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომელსაც მელია ასახელებს, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თავად იყო, ხოლო, მთავარი იდეოლოგი კი - ნიკა გვარამია.


