ეკონომიკის სამინისტრო ლევან კობერიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
ეკონომიკის სამინისტრო
ფოტო: არქივი
ეკონომიკის სამინისტრო დეპუტატ ლევან კობერიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან კობერიძის მიერ სოციალური ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება.
სამინისტროს განმარტებით, მიმდინარე წლის 29 ივლისს ლევან კობერიძემ სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილი ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების შესახებ.
სადეპუტატო შეკითხვა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებმაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადეს სათანადო ინფორმაცია.
ლევან კობერიძემ სამინისტროდან მიიღო როგორც სრულყოფილი ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე დამატებით მას გადაეგზავნა პასუხი სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოდან.
„სამწუხაროდ, ლევან კობერიძის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და დამახინჯებულად წარმოაჩენს სამინისტროს ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც კონკრეტულად მიზნად ისახავს: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებას, კერძო სექტორისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებისა და ღონისძიებების, ახალი მექანიზმების განვითარებასა და პროექტების განხორციელებას, მათ შორის მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას. სამინისტრო სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ასევე განახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას“, - წერია უწყების განცხადებაში.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, სურვილის შემთხვევაში, ყურადღებით გაეცნოს ლევან კობერიძის შემხვედრ, განსხვავებულ ხედვებს და რეკომენდაციებს ტურიზმის სექტორში 20 ივნისის მოვლენების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დასაძლევად.
უწყება ასევე ავრცელებს ლევან კობერიძისთვის გაგზავნილი სრული პასუხის ბმულს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 17:25
მსოფლიო
კაია კალასი ირლანდიას მოუწოდებს, დააზუსტოს, ეხმარება თუ არა ირლანდიიდან რუსეთში ალუმინის ექსპორტი მოსკოვის სამხედრო წარმოებას
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ირლანდიას მოუწოდებს, დააზუსტოს, ეხმარება თუ არა ირლანდიიდან რუსეთში ალუმინის ექსპორტი მოსკოვის სამხედრო წარმოებას, კერძოდ, იმ რაკეტებისა და დრონების შექმნას, რომელთაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 17:17
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 17:15
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 17:11
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რვა ბრალდებული, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რვა ბრალდებული, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
10 ივნისი 2026, 17:01
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით - მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად
„მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად! მოვუწოდებ ყველას, ნუ ეცდებიან დაამთხვიონ ჩემი სიტყვები „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის“.
10 ივნისი 2026, 17:00
მსოფლიო
თეთრი სახლი: აშშ-ირანს შორის ბოლო დროს დაძაბული ვითარების მიუხედავად, სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება
აშშ-ისა და ირანის შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაფართოების შესაძლებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას Fox News-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 16:51
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 16:50
პოლიტიკა
ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი - „გროსმაისტერი" გამოიყენა. ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს
პარლამენტის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, როდესაც პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას სიტყვა გროსმაისტერი გამოიყენა.
10 ივნისი 2026, 16:46
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ის ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, რათა გასცეს ბრძანება ირანის ჰიდროელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ს ინტერვიუში გაუცხადა, რომ ის ახლოსაა იმ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც ირანის ჰიდროელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის შესახებ ბრძანებას გასცემს.
10 ივნისი 2026, 16:33
პოლიტიკა
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
10 ივნისი 2026, 16:30
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე: ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის
9-10 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
10 ივნისი 2026, 16:25
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვით, მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესრულების პირობით
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.
10 ივნისი 2026, 16:24
ეკონომიკა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შიდა ქართლში 66 მილიონიან ენერგეტიკულ პროექტს იწყებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შიდა ქართლში სამი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 65 963 611 ლარს შეადგენს.
10 ივნისი 2026, 16:24
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.
10 ივნისი 2026, 16:17
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
10 ივნისი 2026, 16:17
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
10 ივნისი 2026, 16:09
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში ახალი N21 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
ბათუმში ახალი N21 საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად გაეცნო.
10 ივნისი 2026, 16:09
პოლიტიკა
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
10 ივნისი 2026, 16:01
პოლიტიკა
პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო.
10 ივნისი 2026, 15:57
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ცვლილებებით ზუსტდება პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის, გამოწვევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.


