Imedi /  03 სექტემბერი 2019, 14:17 / სანდო წყარო

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთხმად, კერძოდ კი, 96 ხმით მიიღეს.

ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გამო დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში, რომლის მაჟორიტარიც ქუცნაშვილია, შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება აღარ იქნება.

ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

ყველა სიახლე

14 აპრილი 2026, 13:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

არჩილ ბერიძე

14 აპრილი 2026, 13:13

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ისმის, არის შემდეგი: როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ისეთ მცირე სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში? - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

14 აპრილი 2026, 13:13

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის მიერ ბლოკადის გამოცხადების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სამი ტანკერი შევიდა

აშშ-ის მიერ ბლოკადის გამოცხადების მიუხედავად ჰორმუზის სრუტე ირანთან დაკავშირებულმა უკვე მესამე ტანკერმა გაიარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 13:10

კულტურა

ფილ კოლინზი, Iron Maiden-ი, Oasis-ი - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2026 წლის წევრთა სია ცნობილია

ფილ კოლინზი, Iron Maiden-ი, Oasis-ი და Wu‑Tang Clan-ი იმ არტისტებს შორის მოხვდნენ, რომლებსაც 2026 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ, - იუწყება Associated Press-ი. სია ორშაბათს საღამოს, ტელეშოუ American Idol-ის ეთერში გამოცხადდა.

არჩილ ბერიძე

14 აპრილი 2026, 13:09

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: მაესტრო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ - მან სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა დიდი შემოქმედების გზა

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გულწრფელად ვიტყვი - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

14 აპრილი 2026, 13:04

პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, ბოლო პერიოდში კანონში შეტანილმა ცვლილებებმა შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ შრომითი საქმიანობის, ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიმართ დიფერენცირებული მიდგომების შემოღება და სამართლებრივი ურთიერთობების ცალკე რეჟიმში მოქცევაა აუცილებელი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძე

14 აპრილი 2026, 12:59

ეკონომიკა

ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ

საგარეო ვაჭრობის მიმდინარე მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

14 აპრილი 2026, 12:58

საზოგადოება

რობერტ სტურუა: ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც მქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი გავაკეთე. სულ არ ვდარდობ და მწყინს, მიჩვეული ვარ, რადგან პირველი სპექტაკლიდან მაგინებენ და როცა არ მაგინებენ, მწყინს, ე.ი. რაღაცა არ გამომივიდა

ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც მქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი გავაკეთე. სულ არ ვდარდობ და მწყინს, მიჩვეული ვარ, რადგან პირველი სპექტაკლიდან მაგინებენ და როცა არ მაგინებენ, მწყინს, ესე იგი რაღაცა არ გამომივიდა, - განაცხადა სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნის“ კრიტიკასთან დაკავშირებით რეჟისორმა რობერტ სტურუამ.

ლევან მახაშვილი

14 აპრილი 2026, 12:55

პოლიტიკა

მახაშვილი უნგრეთის არჩევნებზე: ყველამ მიიღო შედეგი - გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც. ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება, დამარცხებული აღიარებს შედეგებს და წლების განმავლობაში ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ინტერესების გამო

მინდა მივულოცო პიტერ მაგიარს და მის პარტიას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემს კოლეგებთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა, რომ მიგვეღო მონაწილეობა სადამკვირვებლო პროცესში, როგორც ბუდაპეშტში ასევე რეგიონებში, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

14 აპრილი 2026, 12:54

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

14 აპრილი 2026, 12:39

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 12:37

პოლიტიკა

პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.

14 აპრილი 2026, 12:32

საზოგადოება

გარემოს დაცვის სამინისტრო: ძალაში რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა - რეგულაცია 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება

ძალაში რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა - რეგულაცია 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება

14 აპრილი 2026, 12:25

რეგიონი

სოფელ ჰერეთისკართან მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ალაზნის ადიდების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

14 აპრილი 2026, 12:22

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინის ინდუსტრიაში აუცილებელია სიახლეებზე წვდომა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც განსაკუთრებული როლი აქვს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციის „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ სესიაზე ყურადღება ღვინის სექტორში განათლების, სიახლეების წვდომის და განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

14 აპრილი 2026, 12:18

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია და, თუ ომი გაგრძელდება, ის ამ შესაძლებლობებს გამოავლენს.

14 აპრილი 2026, 12:14

კულტურა

„შიმშილის თამაშების“ პრიქველის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

ფილმის სცენარი სიუზენ კოლინზის ახალ წიგნზეა დაფუძნებული, მოვლენები მასში ორიგინალურ ტრილოგიამდე 24 წლით ადრე ვითარდება. ფილმი ეკრანებზე 2026 წლის ნოემბერში გამოვა. მისი რეჟისორის ფრენსის ლოურენსია. სუთარში თამაშობენ: ჯოზეფ ზადა, მაია ჰოუკი, ჯესი პლემონსი, რეიფ ფაინსი, კირან კალკინი, მაკენა გრეისი, ელ ფანინგი და სხვები.

ლაშა ხუციშვილი

14 აპრილი 2026, 12:09

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ საუბრისას.

14 აპრილი 2026, 12:02

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო: 1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დედაენის დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

14 აპრილი 2026, 12:02

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. GCCA-ის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N მე-3 და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში იმყოფებოდნენ.