„სამართლიანი არჩევნები“ პარტიებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ ამომრჩევლებს, არ შეუქმნან არაკომფორტული და მტრული გარემო საარჩევნო უფლების განხორციელებისას
ფოტო: Facebook
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 21 ნოემბერს იმართება, 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება, – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია მეორე ტურზე ლიმიტირებული იქნება, უკონკურენტო საარჩევნო გარემოსა და კორონავირუსის შემთხვევების დრამატულად ზრდის მიზეზების გათვალისწინებით.
„როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს და საარჩევნო ბიულეტენში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი იქნება მოცემული, ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტი და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა მნიშვნელოვნად აზრს უკარგავს საარჩევნო უბნებზე არჩევნების პროცესის დაკვირვებას.
ამასთან, კოვიდინფექციით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის ფონზე ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, დამკვირვებელთა მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე ყოფნა მათ ჯანმრთელობას გაუმართლებელ რისკებს უქმნის.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით გამართულ ნაწილში 30 მაჟორიტარული ოლქიდან პირველ ტურში გამარჯვება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ 13-მა კანდიდატმა მოიპოვა, შესაბამისად, დარჩენილი 17 მანდატის მოსაპოვებლად მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო.
მეორე ტურში მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზეა დანიშნული, რომლებიც უარს აცხადებენ როგორც პარლამენტში შესვლაზე, ასევე მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება ძირითადად გამოიწვია 31 ოქტომბრის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილმა დისბალანსმა, გადასწორებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა და საუბნო კომისიის წევრების ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე შედგენილმა შესწორების ოქმებმა, რომლებთან დაკავშირებული საჩივრების კრიტიკულად მაღალი რაოდენობა საოლქო საარჩევნო კომისიების და სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა.
საარჩევნო ადმინისტრაციის უარმა, გადაეთვალა პრობლემური საარჩევნო უბნები, კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები შედგენილი შესწორების ოქმების სანდოობასთან დაკავშირებით და გაამძაფრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.
სამართლებრივი გზებით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობის არგამოყენების შემდეგ, შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა. მხარებს შორის, უცხოელი ელჩების ფასილიტაციით, ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მეორე ტურამდე შეთანხმება არ არის მიღწეული.
საჩივრების არასამართლიანი განხილვის ფონზე, 8 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ ცესკო-სთან გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცავმა ორგანოებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ აქცია დასაწყის ფაზაში იყო და შეკრების და მანიფესტაციის კანონიერ ფორმას არ გასცდენია. აღნიშნული „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეფასდა, როგორც არაპროპორციული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, რომლებსაც აქციაზე გასათბობად შეშა მიჰქონდათ. მათგან ორი პირი სასამართლოს მიერ დაჯარიმდა, ხოლო ერთს 3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
7 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა. იმავე დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგი გამართა და თავმჯდომარის გარდაცვალება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა. მისი თქმით, წინა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, მათ შორის ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლა განახორციელეს.
მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა „ამ მიმართულებით“ გამოძიების დაწყებისკენ. იმავე დღეს პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისა და ჯგუფური იძულების ბრალდებით ორი პირი - აკაკი ხორბალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდათ.
ისინი გარდაცვლილის ახლო მეგობრები არიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ადვოკატების თქმით, მათ დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ხოლო დაკავებულები ბრალდებას მათ მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში საარჩევნო დარღვევებზე საუბარს უკავშირებენ.
არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციური პარტიის ოფისების დაზიანების ორი ფაქტი დაფიქსირდა. 16 ნოემბერს, გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი დაიწვა. კანდიდატის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოფისის ფანჯრები გამიზნულად ჩაამსხვრიეს, „მოლოტივის კოქტეილები“ ესროლეს და ცეცხლი განგებ წაუკიდეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
15 ნოემბერს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ჩაამსხვრიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. 19 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში მხილებულია ერთი პირი, რომელიც ბრალს აღიარებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ხელი არ შეუშალონ ამომრჩევლებს და არ შეუქმნან არაკომფორტული და მტრული გარემო საარჩევნო უფლების განხორციელებისას.
„21 ნოემბერს მეორე ტური პოლიტიკური კრიზისისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდება. მიუხედავად არსებული ვითარებისა, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლება – ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ხელი არ შეუშალონ ამომრჩევლებს და არ შეუქმნან არაკომფორტული და მტრული გარემო საარჩევნო უფლების განხორციელებისას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 13:24
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის
„სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობის გაძლიერება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
01 მაისი 2026, 13:22
მსოფლიო
იტალიის თავდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ იმუქრება ტრამპი იტალიიდან ამერიკული ჯარის გაყვანით
იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ იმუქრება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიიდან ამერიკული ჯარის გაყვანით.
01 მაისი 2026, 13:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე: დოკუმენტს, უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება
„კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას.
01 მაისი 2026, 13:15
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალის“ რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე შემდეგ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
01 მაისი 2026, 13:14
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით პროცესს იმისათვის, რომ ნდობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს
აგროთანადაფინანსების პროექტის უპირატესობებზე საუბრის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა.
01 მაისი 2026, 13:12
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე ჩვენ მხარს არ ვუჭერთ დასკვნას, შესაძლოა, მხარი დავუჭიროთ მას შემდეგ, რაც სრულად გავეცნობით და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება საფუძვლიანი და არა სპეკულაციური
ვაფასებ ამ შრომას, კარგი დოკუმენტია, მაგრამ გვჭირდება დრო, რომ სრულად გავეცნოთ. ასევე აუცილებელია, რომ მეტი კონკრეტული რეკომენდაცია იყოს წარმოდგენილი, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც კომისიის დასკვნა განიხილებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
01 მაისი 2026, 13:11
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო ევროკავშირის ელჩს ბაქოში საპროტესტო ნოტა გადასცა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი, მარიანა კუიუნჯიჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
01 მაისი 2026, 13:11
საზოგადოება
პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა
პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 12:50
საზოგადოება
გლდანის რაიონში ბმა-ს პროგრამით 41 პროექტი განხორციელდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 41 მისამართზე დაასრულა.
01 მაისი 2026, 12:44
სამართალი
სგპ ,,ყაზბეგსა“ და ,,სადახლოზე“ 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,ყაზბეგი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.
01 მაისი 2026, 12:41
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
01 მაისი 2026, 12:39
პოლიტიკა
ბერეკაშვილი: გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, აცნობს საზოგადოებას.
01 მაისი 2026, 12:38
საზოგადოება
ბესიკ ჯიქურაული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დაინიშნა
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა. კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ წარუდგინა.
01 მაისი 2026, 12:33
მსოფლიო
აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა. ქვეყანა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს
აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტთან ურთიერთობას აჩერებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტის ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის გამო მიიღეს.
01 მაისი 2026, 12:33
მსოფლიო
Financial Times: რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა
უკრაინული პრესა, ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივი მცდელობები, მიაღწიოს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას, ევროპულ დედაქალაქებთან ურთიერთობებში დაძაბულობას ზრდის.
01 მაისი 2026, 12:04
ეკონომიკა
ნათია თურნავა The Bank of New York Mellon Corporation-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა BNY-ის (The Bank of New York Mellon Corporation) აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მიმართულების მმართველ დირექტორთან, სერგეი კოტოვთან. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 11:56
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს და დესპანს ეკატერინე კოკაიას შეხვდნენ.
01 მაისი 2026, 11:56
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმო ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 მაისი 2026, 11:50
მსოფლიო
ტრამპი ამერიკული ჯარის გაყვანას ესპანეთიდან და იტალიიდანაც არ გამორიცხავს
გერმანიის მსგავსად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც არ გამორიცხავს.
01 მაისი 2026, 11:29
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელით პოლიტიკურ მანიპულაციას ეწევა: გაიხსენეთ, რას აიძულებდნენ ანწუხელიძეს, როცა აწამებდნენ- ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე
რატომ აღიზიანებთ ქოცებს გიორგი ანწუხელიძის ფიგურა განსაკუთრებით. იმიტომ, რომ როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


