Imedi /  24 დეკემბერი 2020, 20:57 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: თუ კრიზისში შევძელით გამოწვევებთან გამკლავება, ვფიქრობ, პოსტკრიზისულ პერიდოში გაცილებით სწრაფი ტემპით შევძლებთ განვითარებას

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მართლაც, ძალიან კარგი იქნებოდა, ამ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რადგან მათი აბსოლუტურად არასწორი რაკურსის მქონე კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციის როლი არის მაინც განსაკუთრებული ქვეყნის განვითარებაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.

მან ფრიდრიხ ებერტის (გერმანული) ფონდის დაკვეთით, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევიდან ამონარიდი გააცნო სხდომას, რომელიც მთავრობის შემადგენლობის ანტიკრიზისულ საქმიანობას პოზიტიურად აფასებს.

„კვლევის ფარგლებში ფონდმა შეისწავლა ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში. ჩემი აზრით, აქ ობიექტურობაზე კითხვის ნიშნები არ ჩნდება. კრიზისის მართვის მენეჯმენტი ობიექტური შემფასებლების დასკვნებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კარგად შეძლო იმ შემადგენლობამ, რომელიც ხელახალი ნდობის მისაღებადაა ჩვენ წინაშე წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენვე უნდა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ოკუპაცია და სიღარიბე, ზოგადად, ჩვენი მთავარი სატკივარია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო სიღარიბე შეემცირებინა (10%-ზე მეტით), ამ მიმართულებით უსერიოზულესი პრობლემები კვლავაც რჩება. როდესაც 700 000 ადამიანი გყავს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა, აქ უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი წლების განმავლობაში და კმაყოფილებას ვერ მივეცემით.

რა თქმა უნდა, გვაქვს ხარვეზები მენეჯმენტშიც. უნდა შევეხო კორუფციასაც. ჩვენ თუ შევძელით ის, რომ 2012 წლის შემდეგ სისტემური დანაშაული, კორუფცია ყოფილიყო გამონაკლისი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს ძალიან იშვიათი გამონაკლისი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა ბიუროკრატიულ პრობლემაზე.

„არის ასევე სხვადასხვა პრობლემა კომუნიკაციაში. როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, პროექტი, რომლის შესახებაც ბევრ ადამიანს ინფორმაცია არ აქვს, არადა ამ პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში ესა თუ ის ადამიანი საკუთარ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებდა. არის შემთხვევები, სადაც უნდა ვებრძოლოთ არა შედეგებს, არამედ ამ შედეგების გამომწვევ მიზეზებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საჭიროა სწორი, კონკრეტული დიაგნოზი და პრობლემის იდენტიფიკაცია.

„ისეთ რთულ პერიოდში, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მსოფლიოს დაატყდა თავს პანდემიის სახით, ამ გუნდმა შეძლო პრობლემებთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ იგივე გუნდი შეძლებს პოსტკრიზისულ პერიოდში კარგად გაუმკლავდეს კრიზისის შედეგად მიღებულ ნეგატიურ შედეგებს.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გვეუბნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხმის პარალელური დათვლის მონაცემებია გაყალბებული; სადაც პასუხს გთხოვენ ისეთ რაღაცაზე, რომელიც არათუ დაგიშავებია, არამედ ყველაფერს აკეთებ ამ რაღაცის აღმოსაფხვრელად, თუმცა როცა სასწორის ორი პინიდან ერთზე დემოკრატიის მაღალი ხარისხი დევს და მეორე მხარეს ეს ყოველდღიური დაბრალებები, ზოგჯერ გვიწევს მსხვერპლიც გავიღოთ და დემოკრატიის ხარისხის სასარგებლოდ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ბევრი რამ მოვითმინოთ და ავიტანოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან მიმდინარე პერიოდის 3 ძირითადი გამოწვევა დაასახელა: პანდემია, პანდემიის გავლენით დასუსტებული ეკონომიკა და პოლიტიკური ვირუსი „ნაცმოძრაობის“ სახით.

„განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა „ევროპულ საქართველოდ“ წოდებული პოლიტიკური შტამი, რომელიც სწრაფად ცდილობს გავრცელებას ოპოზიციაში, თუმცა მგონია, რომ ამის შეკავებასაც დროულად შევძლებთ. თუ კრიზისში შევძელით, რომ სისტემამ, ხელისუფლებამ გაუძლო და თავი გაართვა პრობლემების ჯერ იდენტიფიცირებას, ხოლო შემდეგ გადაჭრას, ვფიქრობ, პოსტკრიზისულ პერიდოში გაცილებით სწრაფი ტემპით შევძლებთ განვითარებას. ჩვენ ეს პრობლემა ამავე დროს უნდა განვიხილოთ შესაძლებლობად. ეს ჩვენი ფრაქციის საერთო განწყობაა. ჩვენ ვენდობით მთავრობის წარმოდგენილ გუნდს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ანდრეი მელნიკი

25 აგვისტო 2026, 04:23

მსოფლიო

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.

25 აგვისტო 2026, 04:14

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:57

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:40

მსოფლიო

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

25 აგვისტო 2026, 03:24

მსოფლიო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.

მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი

25 აგვისტო 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს

ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.

25 აგვისტო 2026, 03:04

მსოფლიო

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 02:51

მსოფლიო

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

ნიკოლ ფაშინიანი

25 აგვისტო 2026, 02:40

მსოფლიო

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.

დენ ნეგრეა

25 აგვისტო 2026, 02:33

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

25 აგვისტო 2026, 02:22

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ალი მადანიზადე

25 აგვისტო 2026, 02:04

მსოფლიო

ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა

თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2026, 01:55

მსოფლიო

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 აგვისტო 2026, 01:47

მსოფლიო

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

25 აგვისტო 2026, 01:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.

სკოტ ბესენტი

25 აგვისტო 2026, 00:43

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანდრის კულბერგსი

25 აგვისტო 2026, 00:35

მსოფლიო

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 00:28

მსოფლიო

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.

24 აგვისტო 2026, 23:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.