ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება
ფოტო: არქივი
გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თავისი განცხადებით, კიდევ ერთხელ გააიგივა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და მათ დროს არსებული მედიაგარემო ქართულ მედიასივრცეში დღეს არსებულ მოცემულობასთან. მეტიც, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს არხს და მის თანამშრომლებს, როცა ბრალი დაგვდო, თითქოს ჩვენ ვუმალავთ მაყურებელს რეალობას და ვდგამთ „მოდელირებულ ქრონიკებს“. ასეთი დემაგოგიური საუბარი იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს მონაწილეობით (პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია, და მრავალი სხვა) დაარბია ჩვენი არხი და შემდეგ მოახდინა მისი ექსპროპრიაცია. 2012 წლამდე „იმედს“, ისევე როგორც ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან მედიაორგანიზაციას, აკონტროლებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ მიერ ხელდასმული „მფლობელები“. ზუსტად იმ პერიოდს ეკუთვნის „მოდელირებული ქრონიკა“ და მახინჯი ჟურნალისტიკის სხვა მაგალითები „იმედზე“. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არავინ დაივიწყოს!
ჩვენს შეურაცხყოფასთან ერთად, ვნახეთ მოთხოვნა იმ გადაცემებში მონაწილეობის შესახებ, რომლებსაც ყოფილი პრემიერი „მოდელირებულ ქრონიკას“ უწოდებს. „იმედი“ არის საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია, რომელიც საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სურვილი, საკუთარი თავი იხილონ ჩვენს ეთერში, სრულიად ბუნებრივია, თუმცა ჩვენი არხი ვერ იმოქმედებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან ღიად თუ ფარულად დაკავშირებული პოლიტიკოსების მოთხოვნების საფუძველზე.
ჩვენ ყოველთვის გვქონდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი გახარია და ამით მიეცა საშუალება „ნაციონალურ მოძრაობას“, მორიგი კრიზისი შეექმნა ქვეყანაში; თუ რატომ ემთხვევა მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით და ა.შ., მაგრამ მისმა ბოლო ნაბიჯმა, ყოველგვარი ეჭვი გაფანტა: მისივე განცხადებებით, ის მესამე პოლიტიკური ძალაა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. ამისდა მიუხედავად, გადაწყვიტა ჩართულიყო მერობისათვის ბრძოლაში, სადაც ერთმა ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს. ამ ბრძოლაში ჩართვამდე თბილისის მერობისთვის იბრძოდნენ კახა კალაძე და ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. ყველა კვლევით, არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე. ყოფილ პრემიერს კი, როგორც (მისივე თქმით) მესამე ძალას, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ეს თავადაც მშვენივრად იცის. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ჩართულობა მიმართულია მერობისთვის ბრძოლის არსებული ბალანსის დასარღვევად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სასარგებლოდ.
ახლა კი ყველაზე მთავარი - ტელეკომპანია „იმედი“ არის დამოუკიდებელი, კერძო კომპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში საქართველოში. ამ მიზნის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ის თვითონ წყვეტს ვინ, როდის და რა ამპლუაში მოიწვიოს ტელეარხზე.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 09:30
საზოგადოება
28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა - ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა
28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიების მოწვეულ სტუმრებს შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.
26 მაისი 2026, 09:26
საზოგადოება
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ანსამბლ ,,სახიობას“ მიერ ნამღერი ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა.
26 მაისი 2026, 09:23
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხრეთ ირანი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამხრეთ ირანის სამიზნეებზე ახალი იერიში განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
26 მაისი 2026, 09:21
საზოგადოება
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:19
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა
26 მაისი 2026, 09:12
პოლიტიკა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:08
პოლიტიკა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 09:07
საზოგადოება
ნინო წილოსანი: დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური შრომა და სწრაფვა იმ თავისუფლებისთვის, რომელიც გამოიხატება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და გამყარებაში
26 მაისი ჩვენი იდენტობის, დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის კიდევ ერთი საზეიმო დღეა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
26 მაისი 2026, 09:05
საზოგადოება
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:56
პოლიტიკა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:54
პოლიტიკა
მარკო რუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:53
საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:51
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:48
საზოგადოება
კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:46
საზოგადოება
„დღის პირველი ნახევარი იქნება ძირითადად საბავშვო აქტივობებით დატვირთული, ხოლო მეორე ნახევარი მიეძღვნება უფროსებს - სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული შეფები ვიზიტორებს 26 მაისისთვის შექმნილ მენიუებს შესთავაზებენ“ - რა ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში
თბილისის მერიის სახელით ყველას ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ველოდებით თბილისელებს და თბილისის სტუმრებს ორბელიანის მოედანზე, - განაცხადა თბილისის მერიის ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.
26 მაისი 2026, 08:38
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში დენის ბეჩიროვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
26 მაისი 2026, 08:30
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 08:26
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26 მაისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
26 მაისი 2026, 08:19
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
26 მაისი 2026, 08:13
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და კულტურული სივრცეები ყველა დიდ ქალაქში მოეწყობა. აქტივობები დილიდან საათიდან დაიწყება. ადგილზე მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამები დახვდებათ.


