შალვა პაპუაშვილი: თავისთავად დასანანი ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თავისთავად დასანანი ფაქტია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილისთვის უცნობია, რამდენად სინამდვილეს შეეფერება აღნიშნული ინფორმაცია, რომ უკრაინაში კონტრდაზვერვის სამსახურში გია ლორთქიფანიძე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. ამასთან, პაპუაშვილმა განმარტა, რომ არ სურთ ამის გამო უკრაინის ხელისუფლების მიმართ ამ მომენტში რაიმე სახით კრიტიკულები იყვნენ.
„აქაც გასაკვირია, რომ საიდან იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვინ, სად ინიშნება უკრაინაში და მით უფრო, ვინ ინიშნება კონტრდაზვერვაში მოადგილედ?! საერთოდ საკვირველია, რატომ აქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ თუ ეს მართალია, დასანანია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გია ლორთქიფანიძე ბრალდებულია. არსებობს პირდაპირ ჩვენებები იმ ადამიანების, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვაში იყვნენ ჩართული. მათი ჩვენებები არსებობს და თუ არ ვცდები, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებია.
გია ლორთქიფანიძე გახლდათ ორგანიზატორი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვით, აქ ქვეყნის არევის. თავისთავად, ადამიანი, როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული, ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონტრდაზვერვაში, რა თქმა უნდა, ეს სასაიამოვნო არ არის. გარდა ამისა, ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც იქ ასევე გენერალური პროკურორის მრჩეველია. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ კუთხით რაიმე სახით კრიტიკულები ვიყოთ, ჩვენ სრულად გვესმის, რომ არათუ ძალიან რთული, ტრაგიკული მდგომარეობაა უკრაინაში. ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის. ახლა არ არის მომენტი ამ საკითხებზე საუბრისა და განხილვის, თუმცა ეს თავისთავად დასანანი ფაქტია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი უკრაინაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 01:56
მსოფლიო
CNN: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი მიანიშნებს, რომ ვიზიტის შემთხვევაში ნეთანიაჰუს დააკავებენ
უნგრეთის არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ბუდაპეშტში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრებული იქნება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული მოქმედი ორდერის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 01:27
მსოფლიო
POLITICO: რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია
რუმინეთის „სოციალ-დემოკრატებმა“ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის გადაყენების პროცესი დაიწყეს, რამაც ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს გამოცემა POLITICO.
21 აპრილი 2026, 01:05
მსოფლიო
The Wall Street Journal: Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა
კომპანია Apple-მა თავის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ჯონ ტერნუსი დანიშნა. მან ამ პოსტზე ტიმ კუკი შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 00:57
მსოფლიო
პეტერ მადიარი: თუ „დრუჟბა“ სამუშაო მდგომარეობაშია, ზელენსკიმ ის უნდა გახსნას
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობა უნდა განახლდეს - ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ბრიუსელი ამზადებს ნიადაგს, რათა ბუდაპეშტმა მოხსნას ვეტო კიევისთვის განკუთვნილ გადამწყვეტ ფინანსურ სესხზე, - წერს Euronews-ი.
21 აპრილი 2026, 00:35
მსოფლიო
POLITICO: ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ მან აღადგინა ურთიერთობა მრეწველობის საკითხებში ევროკომისართან, სტეფან სეჟურნესთან, რამაც მომავალი წლის არჩევნების წინ ეთიკური კითხვები წარმოშვა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით ევროკომისრისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რომანტიული ურთიერთობის ირგვლივ კითხვები იბადება.
21 აპრილი 2026, 00:24
მსოფლიო
NBC News: კონგრესის წევრების ოფისის შენობაში ომის საწინააღმდეგო აქციის 66 მონაწილე დააკავეს
ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დიდი ჯგუფი დღეს დილით კონგრესის წევრების ოფისის შენობაში დააკავეს, მას შემდეგ რაც ისინი ირანთან ომის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ტრანსპარანტებს აფრიალებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 23:57
მსოფლიო
მადიარი პრეზიდენტსა და უმაღლეს მოსამართლეებს გადადგომისკენ მოუწოდებს
უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა პეტერ მადიარმა ორშაბათს კიდევ ერთხელ მოუწოდა უნგრეთის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს - რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ უჭერს - და უმაღლეს მოსამართლეებს, გადადგნენ 31 მაისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ თანამდებობიდან გადაყენება ელით.
20 აპრილი 2026, 23:49
მსოფლიო
კონგრესის კომიტეტი გამოიძიებს 10 ამერიკელი მეცნიერის გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ აშშ-ის ბირთვულ ან კოსმოსურ კვლევით პროგრამებთან
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ კომიტეტი გამოიძიებს 10 ამერიკელი მეცნიერის გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ აშშ-ის ბირთვულ ან კოსმოსურ კვლევით პროგრამებთან.
20 აპრილი 2026, 23:37
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.
20 აპრილი 2026, 23:23
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება
ჩვენ პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულად ბრიუსელის ევრობიუროკრატებთან. ვინაიდან, ევროპა არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს მმართველი კლასი არის აბსოლუტურად სხვა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება.
20 აპრილი 2026, 23:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული
ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ევროინტეგრაციის კუთხით არსებობს გარკვეული შეფერხება, თუმცა ეს თავად ევროკავშირის მიერ არის გამოწვეული.
20 აპრილი 2026, 23:03
მსოფლიო
ტრამპი: მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის
მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 აპრილი 2026, 21:59
მსოფლიო
ტრამპი: გარიგება, რომელსაც ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“ - იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე“ ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა
გარიგება, რომელსაც ჩვენ ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“ - იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე“ ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იყო გარანტირებული გზა ბირთვული იარაღისკენ, რაც არ მოხდება და ვერც მოხდება იმ შეთანხმებით, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 აპრილი 2026, 21:37
ეკონომიკა
დადებითი შედეგები და ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა - ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პოზიტიური დინამიკა საგარეო ვაჭრობასა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებში. ორივე მიმართულებით ციფრები რეკორდულია. დარგის სპეციალისტები ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე საუბრობენ.
20 აპრილი 2026, 21:29
პოლიტიკა
გენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა
„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მათი განცხადებები არის უმსგავსობა და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს მათ ხელწერას“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
20 აპრილი 2026, 20:59
მსოფლიო
ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობებზე: ყველა ძალისხმევას მივმართავთ რუსეთთან ჩვენი კონსტრუქციული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის
რუსეთთან სომხეთის ურთიერთობები კონსტრუქციული ტრანსფორმაციის ფაზაში იმყოფება, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას.
20 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
ოპოზიციის მხარდამჭერები ქართველი წარმატებული სპორტსმენების წინააღმდეგ - ვინ ახალისებს ზიზღის ენას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
4 ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი - ეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული ისტორიული შედეგია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებისთვისაც აღნიშნულ მიღწევაზე მეტად სპორტსმენების პოლიტიკური შეხედულებები უფრო მნიშვნელოვანია.
20 აპრილი 2026, 20:50
მსოფლიო
ფაშინიანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანაზე: დამოკიდებული იქნება იმაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად - თუ პასუხი იქნება დადებითი, სომხეთი შეიტანს განაცხადს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა, რა შემთხვევაში მიმართავს სომხეთი ოფიციალურად ევროკავშირს გაერთიანების სრულუფლებიანი წევრობის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 20:45
საზოგადოება
რა უკუჩვენებები აქვს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა მწვავე უკუჩვენებები აქვს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ. შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მწვავე უკუჩვენებების და ლეტალური შემთხვევების საფრთხეს აღნიშნავს. სახელმწიფოს პოზიცია- განსაკუთრებული სიფრთხილეა.
20 აპრილი 2026, 20:39
მსოფლიო
პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს - ამას ვერ გაიგებენ არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, აღადგინოს რუსული ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბის“ მილსადენით, თუ ის ექსპლუატაციისთვის ვარგისია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.


